კატეგორია: პოლიტიკა

ჯიმ რიში – “საქართველომ გააძლიერა პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე”

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა. „იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ საქართველომ გადაწყვიტა გააძლიეროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი გასულ კვირას, სასამართლოს დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა დაუშვებელია“, – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ რიში. შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში […]

ადამ კინზინგერი უგულავას დაჭერაზე – “სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის”

ადამ კინზინგერი რამდენიმე წუთის წინ ტვიტერში გიგი უგულავას დაპატიმრებას ასე გამოეხმაურა: “ევროპული საქარტველოს” ლიდერი გიგი უგულავა დღეს დააპატიმრეს და 38 თვე მიუსაჯეს ძველი დანაშაულისთვის, როლისთვოისაც სასჯელი მას უკვე მოხდილი აქვს. იმის თქმა, რომ ეს ცუდია, რბილი ნათქვამია. სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის”.

თამარ ჩხეიძე: “ივანიშვილის რეჟიმს ამერიკელი პარტნიორების შენიშვნები არ გაუთვალისწინებია”

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა რითი ჰგავს საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებები ერთმანეთს? რატომ არ შეინიშნება, რომ “ქართული ოცნება” ანგარიშს უწევს ამერიკელი პარტნიორების შენიშვნებს? რა სირთულეებია მოსალოდნელი არჩევნებზე? ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დისინენტსა და დეპუტატს, თამარ ჩხეიძეს. – პუტინის ერთ-ერთი პოლიტიკური ოპონენტი ასახელებს მისი რეჟიმის თავისებურებებს. ესენია: სიღარიბე, სოციალური უთანასწორობა, სიცრუე და კორუფცია. […]

გიგი უგულავა შსს-ში მივიდა და შვილს დაემშვიდობა – ”ბრძოლა გრძელდება!”

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მივიდა. უგულავა შვილს დაემშვიდობა და მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც უგულავამ აღნიშნა, ბრძოლა გრძელდება. „ბრძოლა გრძელდება ვიდრე, ამ შავ ჭირს არ მოვიშორებთ“ და მთავარი მარტო ამ შავი ჭირის მოშორება არ არის გამოსავალი. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ის სისტემა, რომელიც მათ შორის იმათ ჭამს, ვინც ამ სისტემის სათავეში იყო“,-განაცხადა […]

გიგი უგულავა – ”ციხეში ჩემი ფეხით მივალ, მანქანა ჩალაგებულია, ყველა ნივთი მზად მაქვს”

მანქანა ჩალაგებულია, ყველა ნივთი, წიგნი და ა.შ. მომზადებული მაქვს. ბუნებრივია, მე ეს წინასწარ ვიცოდი და შესაბამისად, მე თვითონ მივალ მათ მიერ მითითებულ ციხეში, – ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სამართალდამცველებს მიმართა. უგულავა შესაბამის უწყებებს სთავაზობს, რომ თავად მივა იმ ციხეში, რომელზეც მიუთითებენ. „მინდა, შესაბამის სამსახურებს ვუთხრა, შეგიძლიათ ბოლომდე გაველურდეთ და რომ გავალთ, […]

ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დიალოგი შეწყვიტა – ”ივანიშვილს ელოდება სახალხო სამსჯავრო”

“ჩვენ, ოპოზიციას, რომელიც აქ ვიკრიბებით, არ დაგვრჩა სხვა გზა გარდა იმისა, რომ შევწყვიტოთ ყოველგვარი მოლაპარაკებები, რაუნდები და კონსულტაციები პირსისხლიან ივანიშვილის რეჟიმთან” – ეს განცხადება “ლეიბორისტების” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, გიგი უგულავას წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა. შალვა ნათელაშვილის თქმით, ოპოზიციური სპექტრი ქუჩის აქციებისთვის მზადების რეჟიმზე გადადის და ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს წყვეტს. “მივმართავ […]

130-20-ზე ან 135-15-ზე – რას შესთავაზებს ოპოზიცია ხელისუფლებას

130-20-ზე, 135-15-ზე სისტემა ან მსგავსი კონფიგურაციები ოპოზიციაში აქტიური განხილვის ფაზაშია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ განაცხადა. კახიძის განმარტებით, ოპოზიცია კომპრომისულ წინადადებებს ამზადებს. „ოპოზიცია გაერთიანებული ვართ ფუძემდებლური პრინციპის გარშემო, ეს არის პროპორციული წარმომადგენლობა, ანუ რა მხარდაჭერაც ექნება პოლიტიკურ ძალას, იმის შესაბამისი რაოდენობა უნდა ჰყავდეს დეპუტატების პარლამენტში. მმართველი გუნდი გვთავაზობს ისეთ წინადადებას, რომელიც შესაძლებელს ხდის მესამედზე […]

სააკაშვილი – “მთელი ბავშვობა ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ ძველ ბიჭებს თავს არ ვაჩაგვრინებდი”

მთელი ბავშვობა ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ არ ვაჩაგრინებდი თავს ძველ ბიჭებს, არც სკოლაში, არც უბანში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხზე“ განაცხადა. სააკაშვილის თქმით, როგორი საარჩევნო მოდელიც უნდა იყოს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს არჩევნების მოპარვას. მისივე თქმით, რევოლუციურ სცენარებზე არ აქვს საუბარი, საუბარი მიდის ტექნიკურ საკითხებსა და მობილიზაციაზე. „რა არის ეს მობილიზაცია – […]

რამაზ საყვარელიძე – “მაჟორიტარები შეიძლება “ოცნების” თავსატეხი გახდეს”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, გერმანული მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით ეუთო-ოდირის დასკვნა ცნობილია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ის არაფრის შეცვლას არ აპირებს. როგორ ფიქრობთ, არჩევნები არსებული, შერეული სისტემით ჩატრდება? – როგორც ჩანს, მართლაც აქეთკენ მიდის ყველაფერი. პრაქტიკულად დაეჭვების ფაქტორი აღარ არის, რომ არსებულ საარჩევნო […]

გოგი წულაია – “ქართულმა ოცნებამ” ისე მიჰქარა, რომ ნაციონალების რეჟიმს გაუთანაბრდა”

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა საზოგადოება მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი მინიმუმამდეა დასული. ხელისუფლებას უმწვავესად აკრიტიკებენ დასავლელი პარტნიორები. “ქართული ოცნების” სახეები კი ისევ ირწმუნებიან, რომ არჩევნებზე 60%-იანი მაჩვენებლის მიღწევის რესურსი აქვთ. ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გოგი წულაიას. – ირაკლი კობახიძის თქმით, “ქართული ოცნების” გუნდი არჩევნებზე განახლებული სახეებით […]