კატეგორია: პოლიტიკა

არ წახვიდე, არ დამტოვო – არჩილ თალაკვაძის აშშ-ში ვიზიტის არაოფიციალური ნაწილი

 პროპორციული სისტემის ჩაგდების გამო სენატორების კრიტიკული წერილების შემდეგ ხელისუფლებამ აშშ-ში არჩილ თალაკვაძე გაგზავნა. ვრცელდება აშშ-ში ვიზიტის არაოფიციალური ნაწილის კადრები. არჩლ თალაკვაძე რესტორანში იმყოფება და სიმღერის “არ წახვიდე, არ დამტოვოს” ფონზე ქეიფობს, მასთან ერთად არის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა.

ზაზა ხატიაშვილი – “შოთაძის დაბრუნება ივანიშვილის ხუშტურია”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი პასუხობს. – ბატონო ზაზა, ჩვენი მოლოდინი გამართლდა, საპროკურორო საბჭომ 11 ხმით ირაკლი შოთაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და პარლამენტს გადაუგზავნა დასამტკიცებლად. უმრავლესობა წინასწარ აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს შოთაძის კანდიდატურას. – ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ შოთაძე უნდა დაბრუნებულიყო გენერალურ პროკურორად. […]

თორნიკე შარაშენიძე – “ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ ყველა პრობლემას დასავლეთი ვერ მოგვიგვარებს”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს. – ბატონო თორნიკე, მოვიდა ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელსაც ყველა თავის სასარგებლოდ კითხულობს. თქვენ რა გაიგეთ ამ დასკვნიდან? – არაფერი სასწაული ამ დოკუმენტში არ წერია. სიმართლე სადღაც შუაშია. იქ წერია, რომ როგორც ჩანს, გერმანული მოდელი არ საჭიროებს კონსტიტუციის ცვლილებას. ამავე დროს იქ წერია ისიც, […]

გიორგი ვაშაძე – ”თალაკვაძეს და ”ოცნებას” შანსი თებერვლის ბოლომდე აქვთ”

“ვფიქრობ, რომ სწორედ თებერვლის ბოლომდე აქვს ვადა თალაკვაძესა და „ქართულ ოცნებას“, რადგან მათი შანსი, მოიგონ როგორმე არჩევნები, ნულის ტოლფასია“, – ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, სადაც მან მოლაპარაკებების რაუნდის დახურვა დაანონსა. ვაშაძის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ქართული ოცნება“ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვს, ისინი არჩევნებს ყველა ოლქში […]

ვახტანგ ძაბირაძე – “პროპორციულ არჩევნებში “ოცნება” მარცხისთვისაა განწირული”

ნათია ხურცილავა პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ არჩევნებში “ქართული ოცნება” 50%-დან 60%-მდე აიღებს და ეს არ არის უტოპიაო. რას ნიშნავს ეს განცხადება? – საარჩევნო პროცესი დაიწყო და ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს. დავმარცხდებითო, ხომ არ იტყოდა. არც ერთი პოლიტიკური ძალა ამას არ […]

გია ვოლსკი – ”სააკაშვილი ჩამოწერილი პოლიტიკოსია”

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასება არის მხოლოდ ცალსახა, ის ყავლგასული პოლიტიკოსია, რომელმაც საკმაოდ მძიმე ცხოვრება შეუქმნა არა ერთ, არამედ ათასობით ოჯახს“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პირადი შტაბის გახსნის თაობაზე. ვოლსკის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რაც უფრო მალე გათავისუფლდებიან სააკაშვილისგან, „შეიძლება კიდევ რაღაც მცირე წარმატებაზე იფიქრონ“. „მიხეილ სააკაშვილის […]

გიგა ბოკერია – ”სააკაშვილის საქმეა. რა მოძრაობას ქმნის და რა კონტექსტში ჩაეწერება”

“მიხეილ სააკაშვილის საქმეა რა მოძრაობას ქმნის და რა კონტექსტში ჩაეწერება“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პირადი შტაბის გახსნის თაობაზე. ჟურნალისტის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ოპოზიცია აღნიშნულ შტაბთან თანამშრომლობას, ბოკერიამ განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის თამაშის წესებზე შეთანხმება ხდება „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში. „არ ვიცი საერთოდ […]

სააკაშვილი 1 მარტიდან თბილისში პირად შტაბს ხსნის – ”უნდა დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული“ – ვიდეო

„მე გვერდზე ვერ გავდგები, გადავწყვიტე აქტიურად ჩავერთო ივანიშვილის მოსაშორებლად“ – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეო მიმართვაში აცხადებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე პირადი შტაბის გაკეთებას გეგმავს.„მიმართვა ყველა საქართველოს პატრიოტს მე მინდა გითხრათ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე, თუ ვის ხელში გადავიდა ქვეყანა. “ქართული ოცნებაო” და ამის მაგივრად მოგვაჩეჩეს […]

“ფეოდალების მეშვეობით სურთ არჩევნების ჩატარება” – თალაკვაძის ულტიატუმს ოპოზიცია პასუხობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ულტიმატუმს ოპოზიცია პასუხობს და აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ ე.წ. გერმანულ მოდელს დათანხმდებიან, რომელიც მათივე თქმით, სრულად კონსტიტუციურია.”თუ მათ სურდათ ჩვენ გადავსულიყავით ნორმალურ, წინასაარჩევნო რეჟიმზე, მათ ამის საშუალება ჰქონდათ, როცა ოპოზიციამ ხელისუფლებას ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი შესთავაზა. თუმცა მათ ეს პერიოდი მაქსიმალურად გაწელეს. შემდეგ შემოიტანეს100/50-ზე, რომელიც პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება დღეს მოქმედი […]

მამუკა გამყრელიძე – “ოცნება” 120/30-ზე ვარიანტს შემოგვთავაზებს”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, ოპოზიციის აქციები, პარლამენტის პიკეტირება განახლდა. რა მოლოდინები გაქვთ, არის ხელისუფლება დათმობაზე წამსვლელი? – ძალიან ძნელი გასაკეთებელია პროგნოზი. შიგნით სიტუაცია რეალურად ხელში უჭირავს ხელისუფლებას. ვერ ვიტყვით იმას, რომ ძალიან შერყეული აქვს მას მდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ აკონტროლებს ძალოვან […]