კატეგორია: პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – ნაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოების სახელით საუბარს თავი დაანებოს

თუ “ქართული ოცნების” მხრიდან რაიმე გადაწყვეტილება ვერ შესრულდა, ეს არის ხალხის განსასჯელი. “ნაციონალურმა მოძრაობამ” საზოგადოების სახელით საუბარს თავი დაანებოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციას. მისივე თქმით, საზოგადოება თავის სიტყვას არჩევნებზე იტყვის. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, “ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობის” წინაშე პასუხი არაფერზე აქვს გასაცემი. “რატომღაც […]

სენატორი ჯიმ რიში – “ზალკალიანმა მოგვცა გარანტიები, რომ საქართველოში ვითარება შეიცვლება”

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიიღეს გარანტიები, რომ „ვითარება შეიცვლება“. ჯიმ რიში ერთ-ერთია იმ სენატორებიდან, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გამოუგზავნა და „საქართველოში დემოკრატიის განვითარების შეფერხების“ გამო შეშფოთება გამოთქვა. რიშთან ექსკლუზიური ინტერვიუ, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ, „ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ ჩაწერა. “ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, რომელიც გვინდა, […]

სოსო ცინცაძე – “ამერიკამ თუ საქართველო ჩამოწერა, გავრილოვი შემოგვივარდება და სახლიდანაც გაგვაგდებს”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, უკვე თბილისშია ამერიკის ელჩი კელი დეგნანი და ოფიციალური შეხვედრებიც გამართა. გამოითქვა ვარაუდი, რომ ივანიშვილის დუმილი ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორების კრიტიკულ წერილებზე სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ ის ელჩს ელოდება, მასთან შეხვედრას. შეიძლება ასეც იყოს? – საინტერესო მოსაზრებაა. […]

ბოტკოველი ხუბუტიას – ”თქვენ ხართ პუტინის წარმომადგენელი”

ხმაური იყო კახეთში – “ერთმანეთს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ყვარლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ბოტკოველი და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, მიხეილ ხუბუტია სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ბოტკოველსა და ხუბუტიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, როცა ოპოზიციის წევრი ბიზნესმენის მიერ მიწის ნაკვეთების შეძენის გასაპროტესტებლად ხუბუტიას კუთვნილ ტერიტორიაზე ჩავიდა. გიორგი ბოტკოველოს განმარტებით, რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ქართველმა ბიზნესმენმა ჰექტრობით მიწა, ჯერ […]

გიგლა ბარამიძე – „თალაკვაძის აშშ-ში მივლინება სრული კრეტინიზმია“

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა საქართველოს ხელისუფლებას მეხად დაატყდა უმწვავესი კრიტიკა აშშ-დან, ევროპარლამენტიდან, ასევე სხვა პარტიორებისაგან. ქვეყნის შიგნით კი ისევ კრიზისული სიტუაციაა, რასაც ახლავს ისეთი ინციდენტები, როგორებიცაა ოპონენტის ჯგუფურად გალახვა. რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ? როგორ რეაგირებს ამაზე ხელისუფლება? „ახალი თაობა“„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურ მდივან გიგლა ბარამიძეს ესაუბრა. გიგლა ბარამიძე: – აშშ-დან და […]

სოხუმში პარლამენტის წინ კარვები გაშალეს

ოკუპირებულ სოხუმში ე.წ პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შენობის წინ გაშლილია 5 კარავი და ათამდე ადამიანი უვადო პიკეტირებას აპირებს. აქციის ორგანიზატორები ე.წ პარლამენტისგან ანტიკორუფციული კანონის მიღებას მოითხოვენ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ არაკანონიერი გზით თანხების მითვისების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ანტიკორუფციულ კანონს პარლამენტი 6 თებერვალს განიხილავს. რუსთავი 2

შოთაძე ადასტურებს, რომ მამუკა ხაზარაძეს, ვანო ჩხარტიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა

გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ თანამდებობაზე ყოფნისას მამუკა ხაზარაძის, ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. როგორც შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გასაუბრებისას, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის ამ შეხვედრას „შემთხვევით დაესწრო“. „დიახ, ვადასტურებ, ოღონდ მთავარი პროკურორის რანგში არ ვესწრებოდი. მეც ვიცი, რომ ეს ინფორმაცია გაჟღერდა, მოვისმინე, ასევე […]

„ორიონ სტრატეჯი“ – ბათუ ქუთელია საკონტაქტო პირად შეცდომით იქნა მითითებული

საქართველოს ატლანტიკური საბჭო კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ პრეზიდენტის, რენდი შენემანის განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბათუ ქუთელია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტის განყოფილებაში შეტანილ განცხადებაში საკონტაქტო პირად შეცდომით იყო მითითებული. “ორიონ სტრატეჯის“ ამაყობს იმით, რომ მუშაობს საქართველოში ნამდვილად პროდასავლური ძალების სახელით, ყურადღებას ამახვილებს ამჟამინდელი მთავრობის დემოკრატიულ უკუსვლაზე, შეუსრულებელ დაპირებებსა და პოლიტიკურ წარუმატებლობებზე, რომლებიც სულ […]

სკანდალში გახვეული იზორიას კანდიდატურას გერმანია ბლოკავს?! 

საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ საიდუმლოდ ტოვებს ინფორმაციას, დაინიშნება თუ არა ბოლო დროს სკანდალში გახვეული დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან იზორია გერმანიის ელჩის პოზიციაზე. როგორც “2020NEWS”-ს სამინისტროში განუცხადეს, ამ საკითხთან დაკავშირებით უწყებას, ჯერჯერობით, კომენტარის გაკეთება არ შეუძლია. “ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებთ. დანიშვნას აქვს თავისი პროცედურები. უწყება ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მაშინ გააკეთებს, როცა საჭირო იქნება“,- […]

მურმან დუმბაძე – “ოცნება” მოქკავშირივით დაიშლება”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო მურმან, ბიძინა ივანიშვილმა რატომ წაუყრუა დასავლეთის კრიტიკას, რატომ არ სცემს პასუხს? – ბიძინა ივანიშვილი ახლა კუთხეშია მიყენებული. რასაც ეუბნებოდა სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს მასშტაბით, იგივე დაადასტურა დასავლეთმა, ევროპამ და ამერიკამ. დასავლეთი ივანიშვილს ერთხმად […]