ნათია ხურცილავა, ახალი თაობა “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი კახა კოჟორიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო კახა, “ლელო საქართველოსთვის” სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმისა თუ პოლიტიკური ორიენტაციის პარტიებს აერთიანებს. ეს ეკლექტურობა ხელს ხომ არ შეგიშლით? – პირიქით, ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე. იმ რეალობაში, რაშიც დღეს ჩვენი ქვეყანაა, უმწვავესი რეალობის ფონზე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე […]
კატეგორია: პოლიტიკა
სოფო კილაძე – “რატომ აქამდე არ გადადგა პროკურატურამ ნაბიჯები ეკა ბესელიას შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით?!”
მე ძალიან მიკვირს, რატომ აქამდე არ გადადგა პროკურატურამ შესაბამისი ნაბიჯები ქალბატონი ბესელიას შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, – ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესოფო კილაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას წინააღმდეგ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული. მისი თქმით, კითხვები მის კორუფციულ საქმიანობაზე მაშინ გაუჩნდა, როცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა და ეს კითხვები დასვა […]
ვახტანგ გომელაურის მოადგილედ გიორგი ბუთხუზი დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. ვახტანგ გომელაურის მოადგილედ გიორგი ბუთხუზი დაინიშნა. ბუთხუზი 2019 წლის სექტემბრიდან საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მანამდე, 2016-2019 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ასევე, 2013 – 2016 წლებში მას სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, გიორგი ბუთხუზი 1999-2004 საქართველოს სახელმწიფო […]
სოსო ცინცაძე – “2020-ის არჩევნებში გადამწყვეტ სიტყვას ვაშინგტონი იტყვის”
cinნათია ხურცილავა, ახალი თაობა პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, მამუკა ხაზარაძემ პარტიის ყრილობა გამართა. “ლელო საქართველოსთვის”-ს შეუერთდნენ დავით უსუფაშვილი და ახალი მემარჯვენეები. რას იტყვით ამ ერთობაზე, რა შანსები აქვთ მათ არჩევნებში? – ოპოზიციურ ფლანგზე ამ ახალ პარტიას ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი აქვს. ხელისუფლებამ იქამდე მიიყვანა საქმე, […]
კალაძე – “მშრალ ხიდსა და ზაარბრიუკენის ხიდზე საგზაო სამუშაოები ისეა შესრულებული, გულზე შემოგეყრებათ”
მშრალ ხიდსა და ზაარბრიუკენის ხიდზე საგზაო სამუშაოები ისეა შესრულებული, გულზე შემოგეყრებათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერმა თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მიმართა, რომ შეხვდეს აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას და გზის საფარის ხელახლა გაკეთება დაავალოს. კალაძის განცხადებით, კომპანია საგზაო სამუშაოებს ხელახლა, საკუთარი ხარჯებით ჩაატარებს. „მინდა, შევეხო მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. […]
ჩაკეტილი ახალგორი რამდენიმე დღით გაიხსნება
სადღესასწაულო დღეებში ახალგორში, ოკუპანტების მიერ 4 თვის წინ ჩაკეტილი ე.წ საზღვარი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღით გაიხსნება. ახალგორის გამგებლის ინფორმაციით, ამის მიზეზად პენსიონერებისთვის პენსიის მიღება და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსვლა სახელდება. ნუგზარ თინიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ გამშვები პუნქტი მოქალაქეებისთვის 5 დღით გაიხსნას. რუსთავი 2
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ მივლინებებში 1 მილიონ 400.000 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ 2019 წლის 10 თვეში მივლინებებში ერთი მილიონ 400 000 ლარზე მეტი დახარჯა. სამივლინებო ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოითხოვა. 10 თვეში პრეზიდენტის ადმინისტრაციას სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 40-მდე ვიზიტი აქვს განხორციელებული, რაშიც 1 417 534 ლარი დაიხარჯა. უშუალოდ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამივლინებო ხარჯები 341 800 ლარს შეადგენს. ყველაზე მეტი თანხა პრეზიდენტს და მის […]
რომან გოცირიძე – “ოცნება” პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არც 2024-ში აპირებს”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო რომან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების ბოლო შეთავაზება, რომ 100 დეპუტატის არჩევა პროპორციული სისტემით მოხდეს და 50 დეპუტატის – მაჟორიტარულით, ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. რა შეიძლება შემდეგი ნაბიჯი იყოს ან ოპოზიციის ან ხელისუფლების მხრიდან? – ხელისუფლება […]
დიმიტრი ბიძინაშვილი – “ბიძინა ივანიშვილს საქართველოდან გაქცევა მოუწევს”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ფეისბუქის მიერ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული გვერდების გაუქმების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი პასუხობს. – ფეისბუქგვერდების გაუქმებამ “ოცნება” დიდ საგონებელში ჩააგდო. ასე რატომ შეუტიეს დასავლეთიდან? – ის ტროლების ქარხანა, რომელზეც აქამდეც ვსაუბრობდით, ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” და ამართლებდა მათ ქმედებებს. – “ოცნება” აცხადებს, რომ არაფერ შუაშია და […]
კარლო კოპალიანი – „ფეისბუქის“ პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ, რომ ორმხრივად იმოქმედოს”
„ფეისბუქის“ პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ, რომ ორმხრივად იმოქმედოს ასეთ შემთხვევებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმაკარლო კოპალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ფეისბუქის“ მიერ ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ასობით გვერდისა და ანგარიშის გაუქმებას. მისი განცხადებით, ოპოზიციური გაერთიანების წევრებს პროდასავლურობაზე აქვთ პრეტენზია და ამავდროულად მოსკოვში დადიან. კოპალიანის შეფასებით, სწორედ ეს არის პროდასავლურობის ღალატი. „დამისახელეთ, რომელიმე ჯგუფი, რომელიც […]









