კატეგორია: პოლიტიკა

მამუკა გამყრელიძე – “შუაშისტების დრო მოვიდა, მათი პოზიცია 2020-ის არჩევნების ბედს გადაწყვეტს”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, უმძიმესი ფონია ქვეყანაში. თქვენი შეფასებები ბოლო პერიოდის პროცესებთან დაკავშირებით როგორია? – გეთანხმებით. ცუდი პროცესები ვითარდება. როდესაც მშვიდობიანი აქცია დაშალეს, მაშინ ვთქვი, რომ ესენი შევიდნენ ტერმინალურ ფაზაში და აუცილებლად შემდეგი ნაბიჯები იქნება პერსონალური დევნა, დაგვერევიან სათითაოდ ყველას და დაგვიწყებენ […]

ფადი ასლი – “აშშ-ში იციან, რომ ივანიშვილი მათ ატყუებს და ამის გამო გაბრაზებულები არიან”

 „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ თავმჯდომარე, ფადი ასლი აცხადებს, რომ დასავლეთში მმართველი გუნდის ბიძინა ივანიშვილის ტყუილების შესახებ იციან და ამის გამო გაღიზიანებას გამოთქვამენ. ფადი ასლიმ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა, რომ  გაოცებულიც კი დარჩა, რამდენად გაცნობიერებულნი არიან აშშ-ში საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. „აშშ-ის მთავრობა ძალიან კარგადაა ინფორმირებული. ისინი აცნობიერებენ, რომ ბიძინა მათ ატყუებს და არიან  ძალიან გაბრაზებულები. მე გასულ კვირას ვიყავი […]

შალვა ნათელაშვილი – ”ხელისუფლებას დიდი სახალხო ცუნამი უახლოვდება”

ე.წ. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, ტვინი გამოიბერტყოს, თუ გააჩნია ასეთი ნივთიერება, – ამის შესახებ „ლეიბორისტულმა პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბათუმში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე განაცხადა. “ე.წ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, ტვინი გამოიბერტყოს, თუ გააჩნია ასეთი ნივთიერება და ობიექტურად შეხედოს რეალობას. მას უახლოვდება დიდი სახალხო ცუნამი, რომელიც სოლოლაკს მიადგება და აუცილებლად დაამთავრებს ურჩხულს, წყაროს ჩვენი არსებობისას,” […]

მამუკა მდინარაძე – ”ფეისბუქის გაუქმებულ გვერდებთან ”ოცნებას” არანაირი კავშირი არ აქვს”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ იმ ჯგუფთან, რომელზეც facebook-ის ოფიციალურ განცხადებაშია ლაპარაკი, პარტია ,,ქართულ ოცნებას” და მის მენეჯმენტს, არანაირი ურთიერთობა არ აქვს. აღნიშნულის შესახებ მდინარაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. მდინარაძის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში “ნაცმოძრაობის” მთელი პარტიული აქტივი (თავისი „ბოტ-ტროლებით“ და „ფეიკ-გვერდებით“) ისტერიულად არეპორტებს ყველა იმ facebook მომხმარებელს და გვერდს, რომლებიც გამოხატავენ მხარდაჭერას […]

გიგლა ბარამიძე – “საკმარისია, ივანიშვილი სადმე გაფრინდეს, რომ “ოცნება” მაშინვე ჩამოიშლება”

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა 15 წლის ლუკა სირაძის დაღუპვაზე ხელისუფლებაც საუბრობს. პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გამოძიებამ კითხვები არ უნდა დატოვოს. გამოსწორდება თუ არა ვითარება სამართალდამცავ ორგანოებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში? რატომ არის დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილის მმართველობის პირდაპირი სამართალმემკვიდრე და დანამატი? ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა „ერთიანი-საქართველო-დემოკრატიული მოძარობის“ გენერალურ მდივან გიგლა […]

სოსო გოგაშვილი – „ჩემი დუმილი ნაყიდი არაა!!!! მე ძალიან ბევრი მაქვს სალაპარაკო და ბევრ რამეს შემიძლია ავხადო ფარდა“

დილა მშვიდობის მეგობრებო ,ყველას სიხარული მოგცეთ ღმერთმა! პირადში ძალიან ბევრი უცხო ადამიანი მწერს და საჭიროდ ჩავთვალე განმარტება გავაკეთო, მეგობრებმა და ახლობლებმა ისედაც იცით იმის მიზეზი რაზეც ქვემოთ დავწერ: მოკლედ,მწერენ ძალიან ბევრნი და მეკითხებიან,რატომ არაფერს არ ვამბობ, რატომ ვარ ჩუმად, დამნაშავე ვარ, არა ვარ,რატომ არ ვხსნი იმას, თუ რა მოხდა სალოსის ქუჩის და პანკისის(არა მარტო) სპეცოპერაციის […]

საშინელებაა, თუ მართალია – კარპენტერი Facebook-ზე ოცნებასთან დაკავშირებულ პრორუსულ გვერდებზე

“საშინელებაა, თუ სიმართლეა,” – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მრჩეველი თავდაცვის საკითხებში მაიკლ კარპენტერი Facebook-ის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ასობით გვერდის, ჯგუფის აღმოჩენას და მათ გაუქმებას. “როგორც ჩანს, Facebook–მა ანტიამერიკული და პრორუსული სოციალური მედიის შეტყობინებები საქართველოს მმართველ პარტიასთან ასოცირებულ კომპანიასთან დააკავშირა. იმედი მაქვს, რომ ეს მალე გაირკვევა,” – წერს კარპენტერი თავის Twitter-ის გვერდზე. […]

რამაზ საყვარელიძე – “დღეს ნაცმოძრაობა ძალიან წამგებიან ნაბიჯებს დგამს”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ფსიქოლოგი, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე პასუხობს. – ბატონო რამაზ, “ოცნება” სერიოზულ ჩიხშია შესული, დასავლეთიდანაც მწვავე შეფასებები მოდის. რას იტყვით? – წინასაარჩევნო პერიოდია და მეტოქეები უფრო დაუნდობლები ხდებიან ერთმანეთის მიმართ, შეცდომებსაც თითოეული მხარე უფრო მეტს უშვებს და ამ ტიპის კრიტიკა გასაკვირი არ არის. არჩევნები ბრძოლაა. […]

ლაშა ჩხარტიშვილი – “რას ვიფიქრებდი, რომ უგულავას და ბოკერიას დაცვა მომიწევდა!”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ოპოზიცია საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის კუხიანიძის გადადგომას ითხოვს ცნობილი პოსტის გამო, რომელიც მან ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით დაწერა. “ქართული ოცნება” ამ გადაწყვეტილებას მიიღებს? – ერეკლე კუხიანიძემ არათუ თანამდებობა, საერთოდ საკრებულო უნდა დატოვოს. პარტიიდანაც უნდა გარიცხონ. თუმცა, მე […]

ლატვია ქართველის ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი ქართველი ექიმისთვის ოკუპირებული ცხინვალის მიერ პატიმრობის შეფარდებას  „ტვიტერით“ ეხმაურება. ლატვია ქართველის ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, – წერს ედგარს რინკევიჩი სოციალურ ქსელში. „მოვითხოვ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელსაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ პატიმრობა მიუსაჯა. ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ამ […]