ვახტანგ გომელაურის მოადგილედ გიორგი ბუთხუზი დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. ვახტანგ გომელაურის მოადგილედ გიორგი ბუთხუზი დაინიშნა.

ბუთხუზი 2019 წლის სექტემბრიდან საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მანამდე, 2016-2019 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ასევე, 2013 – 2016 წლებში მას სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, გიორგი ბუთხუზი 1999-2004 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. იცის ინგლისური, რუსული და თურქული ენები.

გიორგი ბუთხუზი არის 2008 წლის ომის მონაწილე -ვეტერანი.

იპნ