საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ხდება. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. მათი ცნობით, შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. „კურიერმა“ ინფორმაციის გადამოწმება პირადად გიორგი მარგველაშვილთან სცადა, თუმცა მან ამ ეტაპზე კამერის წინ გამოჩენა არ ისურვა, სატელეფონო კომენტარში კი ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა. ყოფილმა […]
კატეგორია: პოლიტიკა
ნიკა მელია – “პარლამენტიდან გამოსვლა გამოსავალი არ არის”
დღის წესრიგში დგას ეს საკითხი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ერთობით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ფეისბუქ ლაივის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ნიკა მელიას თქმით, პარლამენტის დატოვება ან თავისუფლების მოედანზე გამოსვლა ვერ იქნება სტრატეგია, არამედ ეს ყველაფერი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს. „დავინახავთ, რომ პოლიტიკური პროცესის დრამატულად გაცოცხლებისთვის […]
საქართველოშო შეიძლება სარანგის სამსახური შეიქმნას
საქართველოში შესაძლოა, პარლამენტს დაქვემდებარებული სარანგის სამსახური შეიქმნას. ამ საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მოქალაქეებმა ზურაბ ვანიშვილმა და ზურაბ ღლონტმა მიმართეს. წინადადება გულისხმობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საპატრულო პოლიციის და სასაზღვრო პოლიციის ბაზაზე შეიქმნას უშუალოდ პარლამენტს დაქვემდებარებული სარანგის ერთიანი სამსახური (“სეს”–ი), რომელიც პასუხისმგებელი იქნება უსაფრთხოებაზე, სამოქალაქო წესრიგის დაცვაზე, საზღვრის კონტროლზე, მოძრაობის კონტროლზე, კრიმინალურ გამოძიებებზე და […]
გუბაზ სანიკიძე – „უკრაინაში კაცები კომისარიატის რიგებში დგანან, საქართველოში – მაკარონის რიგებში“
უკრაინაში კაცები კომისარიატის რიგებში დგანან, საქართველოში – მაკარონის რიგებში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა. გუბაზ სანიკიძემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და პარალელი გაავლო საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე. „მე რატომღაც მგონია, რომ ვერ აიღებენ მარიუპოლს, აზოვსტანი ეს არის გრანდიოზული კომპლექსი, ის ძალიან ბევრ ქალაქზე უფრო დიიდა. ეს საბჭოთა ინდუსტრიალიზმის სიმბოლოა. ხუთ […]
„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სამთავრობო დელეგაცია ბუჩას ფონზე ფოტოების გადასაღებად ჩამოვიდა…” – დავით არახამია
რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მმართველი პარტიის, „სლუგა ნაროდას“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ განმარტა, რატომ არ შეხვდა კიევში ჩასულ საქართველოს სამთავრობო დელეგაციას. როგორც ამბობს, მათი გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ეს საჭიროდ არ ჩათვალა. მისივე თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები უკრაინას მხარს ფასადურად უჭერენ. „იმ განცხადებების შემდეგ, რაც მათ გააკეთეს, საერთოდ ვერ ვხედავდი აზრს […]
ზურაბიშვილის რეიტინგი გაიზარდა, ღარიბაშვილის – შემცირდა
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი იზრდება, პრემიერ ღარიბაშვილმა ისტორიული ანტირეკორდი მოხსნა – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მთავრობის მეთაურის საქმიანობას გამოკითხულთა 36% უარყოფითად აფასებს. ღარიბაშვილის საქმიანობას კარგად გამოკითხულთა მხოლოდ 26% აფასებს. კვლევის თანახმად, ინსტიტუციებს შორის ყველაზე კარგ ვითარებაში პრეზიდენტი იმყოფება, მის მიმართ დადებითი განწყობა გაორმაგებულია. გამოკითხულთა 24% ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს. წინა კვლევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ […]
იაგო ხვიჩია – “ნაცმოძრაობის დაშლა სააკაშვილის გათავისუფლების უმოკლესი გზაა”
“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვება ავტომატურად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას არ გამოიწვევს, მაგრამ თუკი პარტიის წარმომადგენლებს ამის სჯერათ, სწორი და მორალური იქნებოდა ეს აქამდეც გაეკეთებინათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “გირჩის“ დეპუტატმა“ იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისივე აზრით, პარლამენტიდან გასვლის საკითხმა, შესაძლოა “ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა გამოიწვიოს. “ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზაა. თუ პარლამენტიდან ნაწილი გავა და ნაწილი დარჩება, ეს […]
„მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო და ქართული საზოგადოების დახმარების გარეშე ცოცხალი ვერ გადარჩება…” – ნიკა გვარამია
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა. რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს გადამწყვეტი ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი შესაძლოა, უმძიმესი აღმოჩნდეს. “მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, პირადად ჩემთვის, არამხოლოდ როგორც ადვოკატისთვის, ამ ყველაფრის ყურება უკვე შეუძლებელია. მე […]
ენდიაი – 22%-ს ოცნება მოსწონს, 7%-ს ნაციონალები
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, მარტში გამოკითხულთა 22%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 7% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს. გამოკითხულთა 6%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს სხვა პარტიები დგანან, გამოკითხულთა 64% კი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას ან არ აქვს კითხვაზე პასუხი. ამასთან, როგორც „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევიდან ირკვევა, მოსახლეობის უმრავლესობამ […]
„აზოვის პოლკის შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი“ – მიხეილ სააკაშვილი
„ამ ბრძოლაში მე დიდი ხანია ვარ. თავის დროზე, მაგალითად აზოვის პოლკის შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი” , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აზოვის ბატალიონის შესახებ საუბრისას განაცხადა. “ჩემი გული როგორც საქართველოს, ისე უკრაინას ეკუთვნის. ამ ბრძოლაში მე დიდი ხანია ვარ. თავის დროზე, მაგალითად აზოვის პოლკის შესაქმნელად მე […]










