კატეგორია: პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ევაკუაცია გამოცხადდა – შენობა ინგრევა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ევაკუაცია გამოცხადდა - შენობა ინგრევა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევაკუაცია გამოაცხადა. ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული შენობა ინგრევა, ამის გამო თანამშრომლები  ლეონიძის ქუჩაზე, ეროვნული ბანკის ყოფილ ოფისში, გადაჰყავთ. საგარეო უწყება ლეონიძის ქუჩაზე ჯერ კიდევ 4 წლის წინ უნდა გადასულიყო და ისტორიული შენობის გადაკეთებისთვის დიდი ფულიც დაიხარჯა. წერილში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოში გააგზავნა, მინისტრი წერს, რომ 13 თებერვლის ძლიერი მიწიძვრის შემდეგ […]

გრიგოლ ვაშაძე – “სააკაშვილი ჩამოსვლას ნანობს”

გრიგოლ ვაშაძე - "სააკაშვილი ჩამოსვლას ნანობს"

მიხეილ სააკაშვილი ჩამოსვლას ნანობს –  ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს.  ოპოზიონერმა პოლიტიკოსმა  ტვ პირველის ეთერში თოქშოუში „რეაქციაში“  ილაპარაკა. ვაშაძემ თქვა, რომ ამის შესახებ პრეზიდენტის ნაბართვის გარეშე ვრცლად  ვერ ისაუბრებს, თუმცა ინგა გრიგოლიას შეკითხვაზე, ნანობს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას, ვაშაძე პასუხობს, რომ დიახ. ტვ პირველი

გია გაჩეჩილაძე – “მინდა კელი დეგნანს შეკითხვა დავუსვა”

გია გაჩეჩილაძე - "მინდა კელი დეგნანს შეკითხვა დავუსვა"

მინდა შეკითხვა დავუსვა ქალბატონ კელი დეგნანს – მომხრეა თუ არა ის საქართველოში მეორე ფრონტის, მომხრეა თუ არა სააკაშვილის გამოშვების და მომხრეა თუ არა რიგგარეშე არჩევნების, – ამის შესახებ მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ „იმედი ლაივში” განაცხადა. მისი თქმით, ამ კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სახალხო დამცველიც არის – „კი ბატონო ეს მთლიანი დიდი კამპანიაა, რომელიც ისახავს, თვითონ თქვა, […]

“არ ვაპირებთ, შევწყვიტოთ კორუმპირებულების მხილება”- ,,ანტიკორუფციული მოძრაობა” მამაცაშვილს პასუხობს

"არ ვაპირებთ, შევწყვიტოთ კორუმპირებულების მხილება"- ,,ანტიკორუფციული მოძრაობა" მამაცაშვილს პასუხობს

“არ ვაპირებთ, შევწყვიტოთ კორუმპირებული ჩინოვნიკების მხილება”- ასე პასუხობს ,,ანტიკორუფციული მოძრაობა” ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციას “მორალური ზიანისთვის” დიდ ფულს სთხოვს. ვასო ურუშაძის განცხადებით, ისინი კვლავ გააგრძელებენ არაფორმალური პირების მხილებას, მათ შორის ტრანსნაციონალურ დანაშაულებში. როგორც ჩანს, სწორედ ეს ეწყინა და ეტკინა ბატონ მამაცაშვილს, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ამ ქვეყანაში ტრანბსნაციონალური […]

ბესიკ დონაძე – “ივანიშვილის დასანქცირება შეიძლება მოხდეს”

კიტრი ბიძინასგან, სასმელი ალექსანდრესგან, საპონი უჩასგან - სანქცირებულ რუსულ ბაზარს ივანიშვილები მოამარაგებენ

კორუფციის მკვლევარი და “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი ბესიკ დონაძე დასავლეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, მტკიცებულებები, რომელიც “ნოდარ მელაძის შაბათში” გასაჯაროვდა, ამის საშუალებას იძლევა. სანამ ივანიშვილი არის არაფორმალური მმართველი, საფრთხე ემუქრება ქვეყნის თავისუფლებას, ქვეყნის განვითარებას და დემოკრატიას. მისი პირდაპირი თუ ირიბი კავშირები უკვე ამ წამს არსებული ინფორმაციით და მტკიცებულებებით იძლევა იმის […]

ზურაბიშვილი – “არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი დღეს მნიშვნელოვანი საკითხია”

"პრეზიდენტ ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებაზე დაელაპარაკნენ" - მირიან მირიანაშვილი

“არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია”,- ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Foreign Policy-სთან ინტერვიუში  მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. სააკაშვილის შეწყალება საქართველოში მუდმივი პოლარიზაციის საკითხი იქნება, რადგან არის ქვეყნის, შესაძლოა, ნახევარი, რომელიც ერთ მხარეს მტკიცედ დგას და, ალბათ, უმრავლესობა, რომელიც ნებისმიერი სახით შეწყალების წინააღმდეგია. სხვა საკითხია, რომ თუ მას ნამდვილად დაუსვეს სერიოზული დაავადების დიაგნოზი, ვფიქრობ, რომ […]

ნიკა მელია – “სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე არაადამიანურ განცხადებებს აკეთებს”

მელია - "არჩევნები გაუქმებულია, ხვალ კონკრეტული გეგმით წარვსდგებით"

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ანტისახელმწიფოებრივს და არაჰუმანურს უწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „სააკაშვილის შეწყალება მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს“. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების, საზღვარგარეთ ჰოსპიტალში გადაყვანის პროცესში ჩართულობა აუცილებელია ადამიანური და პოლიტიკური კუთხიდანაც. „ქალბატონმა ზურაბიშვილმა ორივე მხრივ არასწორი განცხადებები გააკეთა და დარწმუნებული ვარ, ამას ის ძალიან კარგად მიხვდება. არც ადამიანური და არც პოლიტიკური თვალსაზრისითაც ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადებები ვერ […]

„მიხეილ სააკაშვილმა უაზრო დრამებს თავი უნდა დაანებოს“ – იაგო ხვიჩია

„მოფერებაზეც შემიძლია გადავიდე და ბულინგზეც, გააჩნია ვიზე რა გაჭრის” - იაგო ხვიჩია

„მიხეილ სააკაშვილმა უაზრო დრამებს თავი უნდა დაანებოს. თუ ის ჯანმრთელობის გაუარესების მეთოდით იბრძვის, მაშინ უარი უნდა თქვას ციხეში ყოველგვარ სამედიცინო შემოწმებაზე, საკვების მიღებაზე და მართლა გახდეს ავად”,  – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა. „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ისეთი ფაქტი უნდა იყოს, რასაც „ქართული ოცნება“ ვერ უარყოფს. ამაზე სერიოზული ლაპარაკი ამის შემდეგ […]

ევტუშენკოვი – “ღარიბაშვილი ჩემი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა და დასვენებაზე ისაუბრეს“

ევტუშენკოვი - "ღარიბაშვილი ჩემი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა და დასვენებაზე ისაუბრეს“

რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი, ვლადიმერ ევტუშენკოვი „ფორმულასთან“ ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. როგორც ვლადიმერ ევტუშენკოვი განმარტავს, ალი უზდენოვმა და პრემიერმა “დასვენებასთან დაკავშირებით” ისაუბრეს. რაც შეეხება ევტუშენკოვის და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობას, ევტუშენკოვი აღნიშნავს, რომ ივანიშვილთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. “ბოლოს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან „ფეიკია“. საქართველოში […]

ელისაშვილი – „ომის შემთხვევაში მარტო ჯარის ანაბარად არ უნდა ვიყოთ“

ელისაშვილი - „ომის შემთხვევაში მარტო ჯარის ანაბარად არ უნდა ვიყოთ“

„ომის შემთხვევაში მარტო ჯარის ანაბარად არ უნდა ვიყოთ, მარტო ჯარი არ უნდა იყოს და ჩვენი თავდაცვის ძალები, ვინც პირველ ხაზზე უნდა იყოს, ნებისმიერ მტერს უნდა დახვდეს საქართველოში ეროვნული წინააღმდეგობა”, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „მოქალაქეების” თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისასვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, გვერდზეა გადასადები „იარაღთან დაკავშირებით ზედმეტი ჭმუნვები და კეკლუცობები”, ვინაიდან უკრაინაში საქმე საქმეზე […]