ზურაბიშვილის რეიტინგი გაიზარდა, ღარიბაშვილის – შემცირდა

ზურაბიშვილის რეიტინგი გაიზარდა, ღარიბაშვილის - შემცირდაპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი იზრდება, პრემიერ ღარიბაშვილმა ისტორიული ანტირეკორდი მოხსნა – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მთავრობის მეთაურის საქმიანობას გამოკითხულთა 36% უარყოფითად აფასებს. ღარიბაშვილის საქმიანობას კარგად გამოკითხულთა მხოლოდ 26% აფასებს.

კვლევის თანახმად, ინსტიტუციებს შორის ყველაზე კარგ ვითარებაში პრეზიდენტი იმყოფება, მის მიმართ დადებითი განწყობა გაორმაგებულია. გამოკითხულთა 24% ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს. წინა კვლევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14%-ს შეადგენდა.

სოციოლოგიური გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

საველე სამუშაოები სამ ნაწილად ჩატარდა –  3-15 თებერვალსა და 9-20 მარტს შემთხვევითი სატელეფონო გამოკითხვების, ხოლო 15-22 მარტს – ფოკუს ჯგუფების მეშვეობით.

საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ტვ პირველი