მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაბა” ესაუბრა მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერ ლევან ჩაჩუას. – ხალხის უმძიმეს მდგომარეობას სოციოლოგიური გამოკითხვებიც ადასტურებს. ამავე დროს, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ზოგიერთი ექსპერტი გადაჭრით აცხადებენ, რომ ახლანდელი მმართველი პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავა. უფრო მეტიც, შეიძლება მთავრობა თვითონ დააკომპლექტოს. – ეს ადამიანები მართლაც გაბადრულები აკეთებენ […]
კატეგორია: პოლიტიკა
გია ხუხაშვილი – “არჩევნებზე ივანიშვილს ანტიგმირი გახარია სჭირდება, რომელიც საზოგადოებას გახლეჩს”
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას აფასებს. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს დისკრედიტორებული პრემიერი სჭირდება, რომელიც არჩევნებზე ყველაფერზე წავა: “ავტორიტეტი ყოველთვის საშიშია, აქიდან გამომდინარე, კომპრომიტირებული ადამიანის მართვა ბევრად უფრო უსაფრთხოა. სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, წმინდა პოლიტექნოლოგიურად, ვფიქრობ, რომ გახარია ივანიშვილმა შეარჩია იმიტომ, რომ დღეს მას არ სჭირდება გმირი, რომელიც მოახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, […]
მალხაზ მაჩალიკაშვილი – “გიორგი გახარია ჩემთან დიდ ვალშია”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ახალი თაობის” კითხვებს მალხაზ მაჩალიკაშვილი პასუხობს. – ბატონო მალხაზ, თქვენ გქონდათ მოლოდინი, რომ სასამართლო თქვენს ძმიშვილს არ დატოვებდა პატიმრობაში და გირაოს შეუფარდებდა, თუმცა ის პატიმრობაში დარჩა. რატომ მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება? – ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ მორის მაჩალიკაშვილი არ არის დამნაშავე. – მაშინ რა მოხდა? – ეს არის პოლიტიკური თავდასხმა, […]
ნათია მეზვრიშვილი გახარიას აპარატის უფროსად დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2017 წლიდან მუშაობდა. მანამდე კი, 2013 წლიდან საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო.
დღეს თორნიკე მამალაძე პარლამენტთან კარავს გაშლის
რა ქონებას ფლობს დავით ნარმანია, რომელიც ზურაბიშვილმა სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინა
პარლამენტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა წარედგინა. სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. შეგახსენებთ, რომ სემეკ-ის წინა თავმჯდომარეს ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა. ცნობისთვის, დავით ნარმანია 2014 – 2017 წლებში თბილისის მერის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2017 წლის 22 დეკემბერს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების […]
“ოცნება” – 20%, ნაციონალები – 9%, ევროპული საქართველო და პატრიოტთა ალიანსი – 4-4% – ენდიაის კვლევა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას” მხარს მოსახლეობის 20% დაუჭერდა მხარს. “ოცნება” პირველ არჩევნად გამოკითხულთა სწორედ ამ ნაწილმა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი, 26% ამბობს, რომ არ იცის, ვის მისცემდა ხმას, 19% ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – […]
კალაძე რეიტინგით პრემიერსაც უსწრებს და პარლამენტის თავმჯდომარესაც
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს. უფრო კონკრეტულად, კახა კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 11 % „ძალიან კარგად“, 34 % – „კარგად“, 37 % – „საშუალოდ“, 10 % – „ცუდად“ და 5 % – „ძალიან ცუდად“ აფასებს. ლიდერების რეიტინგში მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელსაც შემდეგი მაჩვენებელი აქვს: 1 % […]
ზვიად ძიძიგური – “რა საჭიროა საერთოდ პრეზიდენტი?”
“ქართული ოცნების” წევრის ზვიად ძიძიგურის თქმით, თუკი კანონში გაიწერება, ვისი შეწყალება შეიძლება და ვისი არა, პრეზიდენტი მაშინ საჭირო აღარ იქნება. „თუ პარლამენტმა დაადგინა პარამეტრები, რომ ვისი შეწყალება შეიძლება და ვისი არა, თუკი ეს კანონში გაიწერა, პირდაპირ კანონმა შეიწყალოს, რა საჭიროა მაშინ პრეზიდენტი ანდა პრეზიდენტისთვის ასეთი ტიპის კონსტიტუციური უფლების მინიჭება. ჩემს კოლეგებთან, ვისთანაც კი საუბარი მქონდა, […]
მამუკა გვაძაბია – “ნატოში უნდა შევიდეთ იმ ტერიტორიებით, რომელთაც დღეს ვაკონტროლებთ”
გულიკო ბალაძე, ახალი თაობა დამოუკიდებელი ექსპერტი და აფხაზეთიდან დევნილი მამუკა გვაძაბია “ახალ თაობასთან” რასმუსენის ცნობილ განცხადებასა და ამასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა. მამუკა გვაძაბია: – ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია საკმაოდ მკაცრია. როგორც კი ამის თაობაზე ინფორმაცია ფეისბუქზე გამოჩნდა, მაშინვე ვნახე განცხადება ორიგინალ ვნაზე. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდა. – რას […]










