კატეგორია: პოლიტიკა

ბიძინა გუჯაბიძე – “კეზერაშვილის საქმეზე პროკურატურამ რაღაც იმაიმუნა”

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა პარლამენტის ყოფილი წევრი ბიძინა გუჯაბიძე “ახალი თაობის” კითხვებს პასუხობს. – ბატონო ბიძინა, ბოლო დროს გახშირდა დაპატიმრებები. ზოგს გირაოთი უშვებენ, ზოგს პატიმრობაში ტოვებენ. ეს პროცესი საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილებასაც იწვევს. თქვენ რა აზრი შეგექმნათ? – საერთოდ, მე დაპატიმრებისა და რაღაც მსგავსი სანქციების მომხრე არ ვარ ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მაგრამ სახელმწიფოს თავისი კანონები აქვს […]

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მანამდე, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია კახაბერ ქემოკლიძეს ეკავა, რომელიც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად დაინიშნა. დღეიდან კი, ამ ფუნქციას მიხეილ დაუშვილი შეასრულებს, რომელიც მანამდე ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. „მიხეილ დაუშვილი, 2008-2012 წლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის […]

სემეკის თავმჯდომარედ დავით ნარმანია ინიშნება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკ) თავჯდომარედ დავით ნარმანია ინიშნება. ამის შესახებ “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. ირინა მილორავას ქალაქ თბილისის ყოფილი მერი შეცვლის, რომელიც 2017 წლის 22 დეკემბრს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დაინიშნა. მილორავას თავმჯდომარის პოსტზე ექვსწლიანი მუშაობა, სავარაუდოდ სექტემბერში ეწურება. საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, სემეკის თავმჯდომარეს პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერი ნიშნავს. […]

სამეგრელოს გუბერნატორად გახარიას მარჯვენა ხელი, ლევან კაკავა, ინიშნება?

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა “ახალი თაობა” უკვე წერდა, რომ მთავრობაში სერიოზული ცვლილებები იგეგმება და ეს ცვლილებები გუბერნატორებსაც შეეხება. შესაცვლელთა სიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორიც მოხვდა. რომელიც ამ თანამდებობაზე გასულ წელს დაინიშნა. ალექსანდრე მოწერელიამ სამეგრელოს გუბერნატორის პოსტზე ლევან შონია ჩაანაცვლა, რომელიც არაერთ სკანდალში იყო გახვეული. როგორც ამბობენ, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ შონიას მოხსნას დიდი ძალისხმევა შეალია. სამეგრელო-ზემო […]

დავით კეზერაშვილის ტელევიზიას ბიზნესმენი დავით იაკობაშვილიც დააფინანსებს?

“2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ დავით კეზერაშვილის ახალი ტელევიზიის ერთ-ერთი თანადამფინანსებელი შესაძლოა, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი იყოს. იაკობაშვილი ერთ-ერთი საინტერესო ბიზნესმენია, მსხვილი კაპიტალით და კარგი კავშირებით მსოფლიოს მასშტაბით. “2020NEWS“ წყაროს ცნობით, დავით იაკობაშვილს და დავით კეზერაშვილს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. მეტიც, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დავით იაკობაშვილი დავით კეზერაშვილს ძალიან დაეხმარა, რომ ქართულ მართლმსაჯულებასაც არიდებოდა […]

ანზორ აბრალავა – “სააკაშვილის ბიძა ზის მოსკოვში, სააკაშვილიც რუსეთის დავალებებს ასრულებს”

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს ანზორ აბრალავას. – ლარი კურსი დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაეცა. ხელისუფლება ამას სხვებს აბრალებს. ლარი ჯერ კიდევ მაშინ უფასურდებოდა, როცა გავრილოვს არავინ ახსენებდა. ამაში ხელისუფლებას ბრალი არ მიუძღვის? – როგორ არ მიუძღვის! ლარის გაუფასურებაზე, პირველ რიგში, პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი. მან უნდა გაატაროს ზომები […]

გია ხუხაშვილი – “ოქრუაშვილი, როგორც საშიში მოწმე, ხელისუფლებამ ციხეში განამწესა”

,,ახალგაზრდა სოციოლოგთა კლუბი“ უკანასკნელი თვის კვლევებს აქვეყნებს, რომელშიც ,,ქართული ოცნების“ რეიტინგი, უკანასკნელი თვის მონაცემებით, 13%-ით შემცირდა. გამოკითხულთა უმრავლესობა ამის მიზეზად გავრილოვის ვიზიტს, საპროტესტო დემონსტრაციას, პოლიციის სადამსჯელო ოპერაციას, პოლიტპატიმრების არსებობასა და ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას ასახელებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით გთავაზობთ პოლიტიკური ექსპერტის, გია ხუხაშვილის ინტერვიუს. -ხელისუფლებამ ხალხის ნდობა დაკარგა, ამიტომაც, ახალგაზრდა სოციოლოგთა კლუბის“ კვლევის შედეგები სრულიად […]

ლაშა ჟვანია ისრაელში საქართველოს ელჩად დაინიშნა

ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა ჟვანია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ლაშა ჟვანიას აქვს მდიდარი დიპლომატიური გამოცდილება. “1995 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში, მათ შორის 2004 წელს გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე, შორის 2005-2008 წლებში ისრაელის სახელმწიფოში და კვიპროსის რესპუბლიკაში […]

ლევან ხაბეიშვილი – “მოსამართლეც, პროკურორიც, შს მინისტრიც არის ბიძინა ივანიშვილი”

 „ქვეყანა არის განსაცდელში და ჩვენი ქვეყანაა დასაცავი, ეს აქლემი ყველას კართან მოვა და დაიჩოქებს”, – აცხადებს ნაციონალური მოზრაობის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. “მოსამართლეც, პროკურორიც, შს მინისტრიც არის ბიძინა ივანიშვილი. ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით რომ სამართლებრივი პროცესი არ მიმდინარეობს და ცდილობს ნიკა გვარამია გააჩეროს, ეს ალბათ საქართველოსთვის ნათელია. ქვეყანაში არის ოფიციალური დიქტატურა დამყარებული. ამ დრომდე, საქართველოში ამდენი პოლიტიკოსი […]

ივანიშვილი სექტემბერში მთავრობას დაითხოვს – დიდი კრიზისი და დაპირისპირება ოცნებაში

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი პოლიტიკურ კრიზისს საჯაროდ არ აღიარებს, სამთავრობო წრეებიდან „ნიუპოსტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ „ოცნების“ თავმჯდომარემ და ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამავე წყაროს ინფორმაციით, მთავრობა შემოდგომაზე, კერძოდ, სექტემბრის ბოლოს შეიცვლება და ამ ცვლილების სქემა, დაახლოებით, ასეთი იქნება: ლარის კურსის რეკორდულად გაუფასურების საბაბით პრემიერი მამუკა ბახტაძე თანამდებობას დატოვებს. […]