კატეგორია: პოლიტიკა

ოთარ შამუგია – “შაქრით მომარაგება არ შეფერხდება”

ოთარ შამუგია - "შაქრით მომარაგება არ შეფერხდება"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია აცხადებს, რომ შაქრის მომარაგების კუთხით შეფერხების არანაირი საფუძველი არ არსებობს. მისი განმარტებით, საქართველოს ძირითადი მომწოდებელი არა რუსეთი ან უკრაინა, არამედ ბრაზილია, პოლონეთი და თურქეთია. მინისტრი ამბობს, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. “რადგანაც გაიზარდა მოთხოვნა და გაიზარდა შესყიდვები მოსახლეობის მხრიდან, დისტრიბუცია ლოგისტიკურ ჯაჭვში ამ პროცესებს ვერ აყვა, რაც […]

აჭარაში თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ

აჭარაში თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. მათ ერთობლივი ბრიფინგი აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართეს. როგორც მათ აღნიშნეს, აჭარის მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოსაცხადებლად შესაბამის პროცედურებს იწყებენ. “მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ კომენტარში ერთხელაც ვერ გაბედა, რომ ეთქვა – რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და რუსეთი არის აგრესორი. ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგაც რუსეთს ოკუპანტს და აგრესორად თორნიკე […]

გურამ ჩალაგაშვილი – „რომ დავბრუნდები არ ვაპირებ სახლში ჯდომას და ყურებას, როდის შეჭამს ქვეყანას ღარიბაშვილი, ივანიშვილი და კობახიძე“

გურამ ჩალაგაშვილი - „რომ დავბრუნდები არ ვაპირებ სახლში ჯდომას და ყურებას, როდის შეჭამს ქვეყანას ღარიბაშვილი, ივანიშვილი და კობახიძე“

„რომ დავბრუნდები არ ვაპირებ სახლში ჯდომას და ყურებას, როდის შეჭამს ქვეყანას ღარიბაშვილი, ივანიშვილი და კობახიძე“, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა გურამ ჩალაგშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, უკრაინიდან ჩართვისას განაცხადა. „ომი ალბათ მალე დამთავრდება – ერთ თვეში ან თვენახევარში. დასრულდება უკრაინელების გამარჯვებით და ჩვენი გამარჯვებით. მაგრამ, არ ვიტყვი, რომ მხოლოდ უკრაინისთვის ვიბრძვი, ჩემი შვილებისა და ჩემი […]

„უკრაინის ხელისუფლებაზე უკვე აღარ მაქვს კარგი წარმოდგენა“ – გორის საკრებულოს თავმჯდომარე

„უკრაინის ხელისუფლებაზე უკვე აღარ მაქვს კარგი წარმოდგენა“ - გორის საკრებულოს თავმჯდომარე

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე უკრაინის მთავრობაზე აცხადებს: „უკრაინის ხელისუფლებაზე უკვე აღარ მაქვს კარგი წარმოდგენა, იმიტომ, რომ როცა საქართველო უამრავ დახმარებას უწევს, ამ დროს რაღაცა თემებით არიან დაინტერესებული. მიხედეთ იქ უკრაინაში… 45-მილიონიან სახელმწიფოს ის ძალა არ ჰქონდა, რომ დაჟანგებული რუსული არმიისთვის ელემენტარული წინააღმდეგობა გაეწია.“

უსაფრთხოების სამსახური – “ვრცელდება დეზინფორმაცია რუსი და ბელარუსი მოქალაქეების მასობრივი შემოდინების შესახებ”

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ფეისბუქში დაწერა: “გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების, კერძოდ, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეების ე.წ. მასობრივი და უკონტროლო შემოდინების შესახებ. მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ. არსებობის შესახებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება. […]

იაგო ხვიჩია – სოფლის მეურნეობის მინისტრი და პრემიერი უნდა გადადგნენ

იაგო ხვიჩიამ ოპოზიციის შეხვედრა დატოვა - "ისინი მიშას თამაშს თამაშობენ"

“ქართულ ოცნებას” ვურჩევდი, ჰქონდეთ ასეთი წესი გუნდის შიგნით, რომ თუ ასეთ სისულელეს იტყვი, როგორიც იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადება, პირადი პასუხისმგებლობის გამო მაინც მიდიოდნენ თანამდებობიდან,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგი ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. იაგო ხვიჩიას თქმით, ამავე პრინციპით თანადებობა უნდა დატოვოს პრემიერ-მინისტრმაც. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი განცხადებები […]

პრეზიდენტი ზურაბიშვილი პარლამენტს 14 მარტს მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი - "მზად ვარ, ეროვნული თანხმობის პროცესი დავიწყო"

პრეზიდენტი პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით 14 მარტს მიმართავს. სალომე ზურაბიშვილის პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის თარიღი შეთანხმებულია. როგორც “ინტერპრესნიუსს” საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, 9 მარტს ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც 14 მარტისთვის პლენარული სხდომის მოწვევის გადაწყვეტილებას მიიღებენ. სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა სურვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე 5 მარტს გამოსულიყო, თუმცა მისი ეს ინიციატივა “ქართული ოცნების” უმრავლესობამ […]

სააკაშვილს სიცხეები ჰქონდა, ტესტი გაუკეთეს, კოვიდი არ დაუდასტურდა

სააკაშვილმა უვადო შიმშილობა დაიწყო

“ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ აცხა­დე­ბენ, რომ ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჰქო­ნი­ათ. “მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში ჰყავთ, რაც ბევრ კი­თხვის ნი­შანს აჩენს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამის მი­ზე­ზი ში­შის ფაქ­ტო­რია“, – გვი­თხრა ამ დი­ლით “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა, ნონა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა. დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მო­ნა­ხუ­ლე­ბა გრი­გოლ ვა­შა­ძემ და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა შეძ­ლეს. “თან­და­თან ვარ­კვევთ მის მდგო­მა­რე­ო­ბას. ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან არა­ვის […]

რუსეთის მთავრობის არამეგობრული ქვეყნების სიაში საქართველო არ შედის

რუსეთმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა

რუსეთის მთავრობამ „არამეგობრული ქვეყნების“ სია გამოაქვეყნა – მათ შორის საქართველო არაა. სიაში შევიდნენ: ავსტრალია, ალბანეთი, ანდორა, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტაინი, მიკრონეზია, ​მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, კორეის რესპუბლიკა, სან მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, იაპონია. ფორმულა

ელენე ხოშტარია მთავრობასთან დააკავეს

ელენე ხოშტარია მთავრობასთან დააკავეს

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მთავრობის ადმინისტრაციასთან დააკავეს. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, მან კანცელარიის შენობას „რუსული კეტჩუპი შეასხა და რუსული ბრინჯი შეაყარა“. როგორც ის აცხადებს, მისი დაკავება სწორედ ამ მიზეზით მოხდა. „კანცელარიას შევასხი რუსული კეჩუპი და დავყარეთ რუსული ბრინჯი. დამიჭირეს. თქვენც მიდით დაყარეთ“, – წერს ელენე ხოშტარია. როგორც ცნობილია, ასევე დაკავებულია „დროას“ რამდენიმე წევრი. იპნ