ნიკა გვარამია უმრავლების მიერ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელზე აცხაებს: „იგეგმება ირაკლი კობახიძის გაპრეზიდენტება…”
კატეგორია: პოლიტიკა
მარგველაშვილი – “სააკაშვილი, მე და ზურაბიშვილი კონსტიტუციის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ”
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს საქართველო რუსეთს გადაუფორმოს და ამ პროცესში ყველა გააჩუმოს. მისივე თქმით, სასამართლო მეგობრის ინსტიტუტს გამოიყენებს. მარგველაშვილი ფიქრობს, რომ კარგი იქნება თუ კონსტიტუციის დასაცავად 3 პრეზიდენტი გაერთიანდება. “ჩვენ ვხედავთ კაპიტულანტური მთავრობის მცდელობას, რომ ყველა გააჩეროს და გააჩუმოს იმ […]
“ოცნებამ” პრეზიდენტ ზურაბიშვილს ღია ომი გამოუცხადა – “ის კონსტიტუციას ვერ კითხულობს”
„ქართული ოცნება” პრეზიდენტ ზურაბიშვილს ღიად დაუპირისპირდა. მეტიც, კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვა. “საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა, ან ის ამ შემთხვევაშიც კონსტიტუციის თავისებურად გადაწერას ცდილობს”- ვკითხულობთ “ოცნების” განცხადებაში. “საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის […]
ფრიდონ ინჯიას, მის ცოლსა და ორ შვილს რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ
„ხომ არ დადგა დრო, „Мир-ის“ სისტემას შევუერთდეთ?,”- მოგვცა რჩევა პარლამენტარმა ფრიდონ ინჯიამ. მისი აზრით, საქართველოში „მასტერქარდთან” და “ვიზასთან” ერთად უნდა ვიყენებდეთ რუსულ ბარათ „მირსაც”. „გადავიდეთ და დავიწყოთ ამ მხრივ მოლაპარაკება, რომ ფეხზე დავდგეთ და რაღაცა მოგება მივიღოთ ჩვენი ჭკუით და გაგებით,” – თქვა “ევროპელი სოციალისტების” ლიდერმა. „აი, ფაქტმა” გამოიკვლია და გიზიარებთ, რა კავშირი აქვს ფრიდონ […]
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს _ „პარლამენტის უპატივცემულობა გამოამჟღავნეთ“
გარკვეული საყვედურნარევი ტონი მქონდა პროცედურასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ გაუფრთხილებლად შემოიყვანეთ პატივცემული წარმომადგენელი სხდომათა დარბაზში, გაუფრთხილებლად მიწერეთ წერილი საქართველოს პარლამენტს და ეს ჩემი აზრით, ინსტიტუტის უპატივცემულობაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მდინარაძის თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენლებმა სიტყვა „გაუფრთხილებლობა“ გამოტოვეს და თქვეს, თითქოს უმრავლესობამ უკრაინის წარმომადგენელთან ერთად პრეზიდენტის […]
პრეზიდენტი – “მოვუწოდებ მთავრობას, ოპოზიციის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატი”
მოვუწოდებ მთავრობას, რომ ოპოზიციურ სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული, ან სხვა ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა სენსიტიური საკითხი. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ ყველასათვის უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, წლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა მიმართა მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. „ამ ურთულეს პერიოდში […]
ალუდა ღუდუშაური – “პრეზიდენტი ზურაბიშვილი ნაციონალების ბულინგის ქვეშ მოექცა”
ფაქტებს სჭირდება შესწავლა და თუ ნებისმიერი პირის მოქმედება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და კანონთან, ასეთ შემთხვევაში ამას ადეკვატური და შესაბამისი მოქმედებები მოჰყვება, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტების კითხვას, შეიძლება თუ არა დადგეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი იმის გამო, რომ მან უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტი მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც განახორციელა. რაც შეეხება უშუალოდ სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენების შინაარსს, ღუდუშაურის […]
სალომე ზურაბიშვილი – „ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე“
„ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: „ძალა ერთობაშია“! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს, უმძიმესი დღეები […]
მამუკა მდინარაძე – “მოსახლეობაში იარაღს არ დავარიგებთ, გირჩის ინიციატივა არ გავა”
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე უარყოფითად აფასებს „გირჩის“ ინიციატივას, რომელიც იარაღის ტარებაზე კანონმდებლობის ლიბერალიზებას გულისხმობს და აცხადებს, რომ მას “პერსპექტივა არ ექნება”. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა ისეთი ნარატივის შემოტანა, რაც “შიშებს გააჩენს” , არაადეკვატურია. „ძალიან უარყოფითად ვაფასებ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს და პრინციპში ეს ასეც მოხდა, ახლა ახალი და ისეთი ნარატივის შემოტანა, […]
ირაკლი კობახიძე – “დემნა დევდარიანის გამოსვლა ნედ პრაისის პრესკონფერენციაზე სამარცხვინო იყო”
ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, დემნა დევდარიანის კითხვას, რომელიც მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს დაუსვა, სამარცხვინო უწოდა. ოცნების თავმჯდომარემ 11 მარტს ამ თემას საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა. – სამარცხვინო და მოღალატეობრივი იყო ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ტელევიზიის, მთავარი არხის წარმომადგენლის გუშინდელი გამოსვლა ნედ პრაისის პრესკონფერენციაზე, რომელიც ასევე სიცრუეზე იყო აგებული და საქართველოს სახელმწიფოსა და ხელისუფლების იმიჯის დაზიანებას […]









