აჭარაში თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ

აჭარაში თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენსხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. მათ ერთობლივი ბრიფინგი აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართეს.

როგორც მათ აღნიშნეს, აჭარის მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოსაცხადებლად შესაბამის პროცედურებს იწყებენ.

“მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ კომენტარში ერთხელაც ვერ გაბედა, რომ ეთქვა – რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და რუსეთი არის აგრესორი. ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგაც რუსეთს ოკუპანტს და აგრესორად თორნიკე რიჟვაძე ვერ ასახელებს. მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ირკვევა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში, საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს, შესაბამისად, მისი განცხადებები ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებთან წინააღმდეგობაშია. მან მთავრობის თავმჯდომარის პოსტი უნდა დატოვოს. აჭარის უმაღლეს საბჭოში ვიწყებთ პროცედურას მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ და მოუწოდებთ კოლეგებს, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და თუ ემიჯნებიან თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, მხარი დაუჭირონ ორი კვირის წინ ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ომის შეფასებას გულისხმობს”,- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

იპნ