კატეგორია: პოლიტიკა

ვინ დგას ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების უკან 

ეკა ბესელიას სკანდალური განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” გუნდის წევრები მას პარტიიდან წასვლის წინ აფრთხილებდნენ. ბესელია ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს ვინ გააფრთხილა, რომ “ოცნებიდან” წასვლის შემთხვევაში, მასზე ზეწოლა და მორალური ტერორი მოხდებოდა. მისი თქმით, მთავარი კითხვაა, ვინ იყო მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების დამკვეთი. ​”მასთანაც (ბიძინა ივანიშვილი) მქონდა ამ თემაზე საუბარი წამოსვლამდე. […]

უკრაინაში საქართველოს ელჩად თეიმურაზ შარაშენიძე ინიშნება

უკრაინაში საქართველოს ელჩად სავარაუდოდ, თეიმურაზ შარაშენიძე ინიშნება. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, შარაშენიძის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ინფორმაციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ და მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ „მიმდინარეობს შესაბამისი კანდიდატის შერჩევის პროცესი, რომლის დასრულების შემდეგაც საზოგადოებას გააცნობენ ახალი ელჩის ვინაობას“. შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ შარაშენიძეს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის […]

თინა ხიდაშელი – “ბიძინა ივანიშვილმა ემოციურად გამანადგურა, პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ ვაპირებ” 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს – ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “7vs1”-ში განაცხადა. თინა ხიდაშელის თქმით, ის ბიძინა ივანიშვილმა ემოციურად გაანადგურა, რადგან მასზე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია პირადი ცხოვრების კადრების არსებობის  შესახებ. “2016 წლის არჩევნები, იყო პრინციპულად განსხვავებული არჩევნები, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა ყველაზე მთავარი და ეს უნდა ვაღიარო, რომ ჩემთან […]

ლევან ჩაჩუა – “გვარამია არ დაიკარგება, ძველი რუსთავი 2-ის მაგივრად კი შეიქმნება ასეთივე ყაიდის არხი”

რა ხდება რუსთავი 2-ზე? გაამყარებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოზიციებს მისი ბოლოდროინდელი შეფასებები? ხომ არ ექცევიან კონსერვატორი ქართველები პუტინის ბანაკში? ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერ ლევან ჩაჩუას. ლევან ჩაჩუა: – სოციალურ ქსელშიც დავწერე, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. გვარამია იქნება თუ სალია რუსთავი 2-ის გენდირექტორი, ამას მნიშვნელობა არა […]

რამაზ საყვარელიძე – “ივანიშვილი მიხვდა, რომ ნაციონალებთან ცეცხლს ეთამაშება”

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, რუსთავი 2-ის ირგვლივ ვნებათაღელვა ჩაცხრა თუ შეიძლება გეგმა ბე არსებობდეს? – მე მაინც მგონია, რომ ვნებათაღელვა ჩაცხრა და პიკმა გადაიარა. თუმცა, ეს ვნებათაღელვა არსად არ გამქრალა და ერთი პატარა ბიძგია საჭირო, რომ ეს ტალღა კვლავ წამოვიდეს. – სააკაშვილიც შეეგუა? მისი განცხადებები […]

ჯოხთაბერიძე თუ ჩხარტიშვილი – ვის მიჰყიდის ხალვაში “რუსთავი 2”-ს

“პირველი რადიოს” ინფორმაციით, ქიბარ ხალვაშმა შესაძლოა უახლოეს მომავალში “რუსთავი2” გაყიდოს. ხალვაშმა მინიშნება იმის შესახებ, რომ ის სამომავლოდ კომპანიის გაყიდვას გეგმავდა, ჯერ კიდევ სასმართლო დავების მიმდინარეობისას 2017 წლის 2 მარტს ტვ პირველის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ის მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი არ იქნებოდა. “მე ვარ კომერსანტი. ვარ ბიზნესმენი, რომელიც აკეთებს ბიზნესს იმისთვის, რომ თავისი ქონება გამრავლდეს. […]

თორნიკე შარაშენიძე – “რუსთავი 2 მთლიანად სხვა არხზე გადავა”

“ახალი თაობის” კითხვებს სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს. – ბატონო თორნიკე, საზოგადოების ნაწილს მოსწონს ეს გადაწყვეტილება, ნაწილი უკმაყოფილოა. როგორია თქვენი შეფასებები? – რაც არის, ეგ არის. გადაწყვეტილება მიღებულია. როგორც მე ვუყურებ, გასაჩივრებას აპირებენ, მაგრამ უკვე ცხადია, რომ ამით დიდი არაფერი შეიცვლება. ეს უნდა მიიღოს რუსთავი 2-ს ხელმძღვანელობამ, ეს უნდა მიიღოს […]

ირაკლი ოქრუაშვილი – სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიტინგები უმეტესწილად დაფინანსებული იყო ჩემს მიერ, არა ჩემი ფულით

“სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიმდინარე მთელი მიტინგების პროცესი უმეტესწილად დაფინანსებული იყო ჩემს მიერ. ამას ვაკეთებდი არა ჩემი ფულით,”-ეს განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა „შაბათის კურიერში“ გააკეთა და განმარტა, რომ ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ, მას ყოველთვის ჰქონდა იმისა საშუალება, რომ მოეზიდა საჭირო თანხები სხვადასხვა საქმეებისთვის, მათ შორის იყო “რუსთავი 2”-ის წილების ყიდვაც. “ყოველთვის მქონდა გარკვეული სახის ბერკეტები […]

ირაკლი ოქრუაშვილი – “რუსთავი 2” იყო ჩემი საკუთრება… ის ქიბარ ხალვაშის არასდროს ყოფილა“

„რუსთავი 2“ არასამართლიანად დაათმობინეს მე და არა ხალვაშს, ძაღლის თავი ამაშია დამარხული“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოქრუაშვილი საქართველოშია – მან „შაბათის კურიერს“ ინტერვიუ მისცა და დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გადაფორმდა „რუსთავი 2“ ვარდების რევოლუციის შემდეგ. ოქრუაშვილის განცხადებით, ოქრუაშვილი ამბობს, რომ 2004 წელს, სამაუწყებლო კომპანიის შეძენის მიზნით, მოლაპარაკებები ქიბარ ხალვაშს არასდროს უწარმოებია და ამ პროცესში ის თავად […]

გურამ ჩალაგაშვილი – “ირაკლი ოქრუაშვილი გავლენიანი ფიგურაა ოპოზიციაში. ხელისუფლებას მისი ეშინია”

17 ივლისს პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიტიკურ ძალაში ამბობენ, რომ მას იარაღი ჩაუდეს და ბიძინა ივანიშვილი ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიებს იწყებს. თავად ოქრუაშვილი კი ამბობს, რომ შეატყობინეს, საქართველოში არ ჩამოვიდეს, თორემ დაიჭერენ, რაზეც მან უარი განაცხადა და შედეგად მისი დაცვის წევრი დააკავეს. ამ და […]