ოქრუაშვილს, მე მგონი, ერთი მსოფლიო რევოლუციაში არ მიუღია მონაწილეობა თავის ჩვენებების მიხედვით, დანარჩენში ყველაფერში მონაწილეობა აქ მიღებული, მათ შორის „ვარდების რევოლუციის“ დაფინანსებაში. ერთი კითხვა არ გაგჩენიათ საიდან ატრიალებდა ათეულობით მილიონებს, საიდან ცხოვრობს კომფორტში და მოგზაურობს ეს ადამიანი საერთაშორისო ავიახაზებით,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა. ვოლკის თქმით, ოქრუაშვილის განცხადებებით გამოძიება უფრო ინტენსიურად უნდა […]
კატეგორია: პოლიტიკა
შალვა თადუმაძე – “მე შევძელი, რომ პროკურატურა დღეს არ არის უკანასკნელ რიგებში ნდობის ხარისხის მიხედვით”
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე განაცხადა, რომ პროკურატურა ნდობის ხარისხით რეიტინგებში აღარ არის უკანასკნელ რიგებში შალვა თადუმაძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ საგამოძიებო უწყებას საზოგადოებრივი ნდობის ხარისხის მიხედვით სერიოზული პრობლემა ჰქონდა. „საქართველოს პროკურატურაში მივედი იმ დროს, როდესაც საქართველოს […]
ვერშბოუ – “მე არ ვარ არჩეული შეერთებული შტატების ელჩად“
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ საქართველოში აშშ-ს ელჩად დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. გავრცელებულ ინფორმაციას ვერშბოუ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება. „ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და მხარს ვუჭერ მის მისწრაფებებს ნატო-ში, მაგრამ მე არ ვარ არჩეული შეერთებული შტატების ელჩად“, – წერს ვერშბოუ ქართველი ჟურნალისტის, კახა დგებუაძის შეკითხვაზე საპასუხოდ. საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ალექსანდერ […]
აშშ-ის ელჩად საქართველოში ალექსანდრ ვერშბოუ ინიშნება
დიპლომატიური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, მიიღო გადაწყვეტილება დანიშნოს საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ამით სრულდება მეტისმეტად გახანრძლივებული უცნაური ვითარება, როდესაც პოსტსაბჭოურ სივრცეში ერთ-ერთ უმთავრეს პარნტიორ ქვეყანაში ვაშინგტონს არ ჰყავდა სრულუფლებიანი წარმომადგენელი. „2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით საქართველოში ამერიკის სრულუფლებიან ელჩად NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ ინიშნება. სააგენტოს ინფორმაციით აღნიშნული გადაწყვეტილების […]
ლადო სადღობელაშვილი – “კალაძე ნოღაიდელთან და იაკობაშვილთან ერთად პარტიას ქმნის”
ვისთან ერთად აპირებს ივანიშვილი კოალიციის შექმნას, რას შეცვლის მამუკა ხაზარაძე, რატომ არის შარში კახა კალაძე, რატომ იყო საქართველოში რუსეთის ეფესბეს მაღალჩინოსანი ჩამოსული? – ამ თემებზე “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. – ლადო, თქვენ პირველი იყავით, ვინც თქვა, რომ ივანიშვილი 2020 წელს კოალიციურ მთავრობას შექმნის. მაშინ ამ შეფასებას ყველამ ირონიული კომენტარი გაუკეთა. რამდენიმე დღის […]
„2012 წლიდან რუსთავი 2-ს ივანიშვილის დავალებით აფინანსებენ“
რუსთავი 2-ის გარშემო პროცესები გრძელდება. ყოფილი დეპუტატი, „საქართველოს გადარჩენის მოძრაობის“ ლიდერი მირიან მირიანაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მოსახდენი უკვე მოხდა და როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ამ დღებში რუსთავი 2-ისთვის ნიღბის ჩამოხსნით საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდატეხა დაიწყო. მირიან მირიანაშვილი: – სტრასბურის სასამართლოს 17 ივლისის გადაწყვეტილებით ბევრი რამ შეიცვალა. ქიბარ ხალვაშმა სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ […]
უსუფაშვილი – ”ოქრუაშვილი დამიკავშირდა 2014 წელს და ივანიშვილთან თანამშრომლობის სურვილი დამაბარა”
თუ ოქრუაშვილი ცდილობს, რომ გამრიოს ამ საქმეში, ეს იქნება მორიგი „საამაყო“ ფურცელი მის ისტორიაში, – ასე შეაფასა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დღევანდელი განცხადება. დავით უსუფაშვილმა დეტალურად გაიხსენა 2014 წლის მოვლენები, როდესაც ოქრუაშვილსა და ღარიბაშვილ-ივანიშვილს შორის შუამავლის ფუნქცია შეასრულა. „მე ოქრუაშვილი თავისი სურვილით დამიკავშირდა 2014 წელს. მთხოვა შეხვედრა და შეხვედრაზე […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „რუსთავი 2“-ის შესაძენად თანამდებობა არ გამომიყენებია“
მილიონ ორასი ათასი დოლარი ჯემალ ინაიშვილის მეშვეობიოთ გადავუხადე დვალს და აქიმიძეს და პლუს ამას უსასყიდლოდ გადავუფორმე „ჯორჯია ონლაინის“ ათ პროცენტიანი წილი, რომელიც მე მეკუთვნოდა, – ამის შესახებ პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. ოქრუაშვილის თქმით, 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ და მის გარშემო ჩატარებული კამპანია, მისი დაფინანსებულია. „არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, მილიონ ორასი […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „დავიწყე ურთიერთობის დალაგება ივანიშვილთან, შუამავალი იყო უსუფაშვილი“
ირაკლი ოქრუაშვილმა იმ ჩვენებაზე ისაუბრა, რომელშიც ის აღიარებდა, რომ დვალსა და აქიმიძეს რუსთავი2-ის წილები ხელისუფლების ზეწოლით ჩამოერთვა და ის ერთ-ერთი მოქმედი პირი იყო. ოქრუაშვილის თქმით, ეს ჩვენება ივანიშვილთან გარიგების შედეგი იყო: „სიადან ჩაუვარდა დვალს ჩემი დაკითხვის ოქმი, ე,ი პროკურატურამ მისცა.”- აღნიშნა ოქრუაშვილმა. “მე დავიწყე ურთიერთობის გარკვევა და დალაგება ივანიშვილთან, რომ მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში, მინიმუმ ხელი […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „მე ვაპირებ ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას“
მე ვაპირებ ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას, ქართულ სასამართლოში, სარჩელის შეტანის მეშვეობით, – ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არ შეიტანა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სარჩელი პარიზის ან ლონდონის სასამართლოებში. „ჩემთვის ეს არ არის იურიდიული პროცესი, ჩემთვის ეს არის პოლიტიკური პროცესი. ძალიან მარტივი მიზეზის გამო არ შევიტანე – ლონდონში ან პარიზში რომ […]






