მამუკა ხაზარაძე გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება, თუმცა წარმატებებს მიაღწევს – ასეთია ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეფასება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხაზარაძე არჩევნებში გარკვეულ წარმატებებს მიაღწევს და ის „ქართულ ოცნებას“დააზარალებს, რადგან ხმებს სწორედ მმართველ პარტიას წაართმევს. „ხაზარაძეს მე ვუყურებ როგორც ღირსეულ კონკურენტს ან ღირსეულ პარტნიორს,“ – განაცხადა “შენების მოძრაობის” დამფუძნებელმა დავით უსუფაშვილმა. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მამუკა ხაზარაძე “ქართულ ოცნებასთან” კოალიციაში არ იქნება. […]
კატეგორია: პოლიტიკა
ოთარ კვირიკაშვილი – “ივანიშვილმა ოპოზიციის ნაწილი უკვე ჯიბეში ჩაისვა”
რატომ გადავიდა ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმიდან შეტევაზე, იგეგმება თუ არა ოპოზიციის ლიდერების დაკავება, ვის უპირებს ჯიბეში ჩასმას ივანიშვილი? ამის შესახებ “ახალ თაობას” “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ოთარ კვირიკაშვილი ესაუბრება. – ხელისუფლება კარგა ხანს დუმდა და თავის მართლების რეჟიმში იმყოფებოდა. ახლა ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდნენ და აგრესიული განცხადებების გაკეთება დაიწყეს – იმ კვირაში გახარიამ გაგვაოცა, ამ კვირაში […]
ხათუნა ხოფერია – “გვარამია ემიჯნება სააკაშვილს და საკუთარ ამბიციებზე იწყებს მუშაობას”
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” “კითხვებს ხათუნა ხოფერია პასუხობს. – ქალბატონო ხათუნა, ბოლო პერიოდში ხელისუფლებას თქვენც ხშირად საყვედურობთ. როგორ აფასებთ იმ პროცესებს, რაც ივნისის ბოლოდან ვითარდება? – სადაც კრიტიკაა საჭირო, მე არ ვერიდები ამას. დღეს კი ხდება ის, რაც დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, რასაც ყველანი ველოდით. ველოდით იმიტომ, რომ მუდმივად ქვეყნდებოდა საუბრები […]
გრიგოლ ვაშაძე გამოკითხვაზე დაიბარეს
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გროგოლ ვაშაძე, გამოკითხვაზე დაიბარეს. ვაშაძე 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოიკითხება. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი სამართალდამცველების შეკითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხებს.
ირმა ინაშვილი – რუსთაველზე იყო ბოკერია-სააკაშვილის აქცია, რომელიც კრახით დასრულდა
“თქვენ რას მთავაზობთ, რომ რუსთაველზე ბოკერია-სააკაშვილის აქციაზე დავდგე? იქ არავინ სხვები არ ყოფილან. ეს იყო მათი აქცია, რომელიც კრახით დასრულდა. ახლა ბოკერიას ნაც.მოძრაობა და სააკაშვილის ნაც. მორაობა ერთმანეთს დაერივნენ და იმედია, ბოლომდე შეჭამენ ერთმანეთს. ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი” “პატრიოტთა ალიანსის” ლდიერი ირმა ინაშვილი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში; რუსთაველზე 25 დღეა ანტისაოკუპაციო აქცია “სირცხვილია” მიმდინარეობს. […]
გია ხუხაშვილი – “კოალიციური მთავრობა გარდაუვალია”
პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც ბახტაძემ არ გამორიცხა პროპორციული არჩევნების პირობებში კოალიციური მთავრობის ფორმირება, გია ხუხაშვილი ეხმაურება. პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, იმას, რომ კოალიციური მთავრობის ფორმირება მესამე ძალის ირგვლივ მოხდეს. მისი აზრით, ეს მესამე ძალა კი შესაძლოა, მამუკა ხაზარაძის ახალშექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა იყოს.„პროპორციული არჩევნების შემთხვევაში მთელი რესურსების მონოპოლიზებაც რომ მოახდინოს ხელისუფლებამ და მაქსიმალურად რომ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი, […]
ფიქრია ჩიხრაძე – მამუკა ხაზარაძესთან ინდივიდუალურ თანამშრომლობას არ ვაპირებ
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგელაშვილის მრჩეველი, პარტია “ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ყოფილ თანამებრძოლთან, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესთან სამომავლო პოლიტიკურ თანამშრომლობას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ ჩიხაძემ 2020NEWS – თან განაცხადა. – ქალბატონო ფიქრია, სექტემბერში ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს. თქვენი მოსაზრებით, ქვეყანაში განვითარებული პროცესებისა და მით უფრო, ხაზარაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოების ფონზე, […]
„ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ – რუსი ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ
საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ. საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები მოგზაურობას უსაფრთხოდ განაგრძობენ და აცხადებენ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. 2008 წლის აგვისტოს ომი კი რუსეთის ამბიციის შედეგია. რუსთავი 2
კახა საბანაძე აღიარებს, რომ მომიტინგეები არ გაუფრთხილებიათ
შს მინისტრის მოადგილე აღიარებს, რომ 20 ივნისის ღამეს მომიტინგეები არ გაუფრთხილებიათ. ipn-სთვის მიცემულ ინტერვიუში კახა საბანაძე ამბობს, რომ პარლამენტის წინ დაძაბული ვითარების გამო, მშვიდობიანი მომიტინგეების გაფრთხილების დრო არ ჰქონდათ. საბანაძის ეს განცხადება, ეწინააღმდეგება გიორგი გახარიას ტელეინტერვიუს, სადაც პირველი პოლიციელი ამბობდა, რომ გადაწყვეტილების შემდეგ აქციის მონაწილეები 4-ჯერ გააფრთხილეს. გახარიას მოადგილე იმასაც აცხადებს, რომ 20 ივნისის რუსთაველის […]
ზაალ კასრელიშვილი – “ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება უკვე აუცილებელია”
საქართველოში დიდი ხანია, ითხოვენ ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღებას. ყოველი ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ პოლიტიკაში ბევრი აგენტია, მაგრამ ამის მიუხედავად მათი ლუსტრირებისთვის არაფერი კეთდება. მალე ეს საკითხი საქართველოში კიდევ ერთხელ გახდება აქტუალური. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელინსკიმ რადაში ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტი შეიტანა. ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღებას უკვე 27 წელია, რაც ითხოვს. მისი თქმით, […]









