თბილისის მერის კახი კალაძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოების მოთხოვნა იყო. მისივე თქმით, “გავრილოვის სისხლიან ღამეზე” პოლიტიკური პასუხიმგებლობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს ეკისრებათ. „მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენი პარტია იქნება პარლამენტში. „ნაციონალური მოძრაობის“, რომელიც ემიჯნება ფაქტიურად ამ გადაწყვეტილებას და მოვისმინეთ მათი ლიდერის განცხადება, სატყუარა თუ რაღაც დაარქვა ამ […]
კატეგორია: პოლიტიკა
“აუცილებლად უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც 20 ივნისის ღამეს დანაშაული ჩაიდინა” – სოფო კილაძე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე “გავრილოვის ღამესთან” დაკავშირებით ამბობს, რომ ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლიც უხეში ჩარევით ადამიანები დაშავდნენ. “აუცილებლად უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც 20 ივნისის ღამეს დანაშაული ჩაიდინა და ვის გამოც დაშავებულები გვყავს. თუ გვსურს, რომ განვვითარდეთ, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, აუცილებლად უნდა დადგეს იმ […]
“სადაც გახარია იქნება, ყველგან მივალთ” – აქცია მიმართულებას იცვლის
შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციების პარალელურად, ახალგაზრდების ჯგუფები პარტიზანულად მოძრაობას და ყველა იმ ადგილზე შეკრებას გეგმავენ, სადაც გიორგი გახარია მივა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა განუცხადა, საპროტესტო გამოსვლები გარკვეულ ცვლილებებს განიცდის და სიახლე იქნება ის, რომ გარკვეული ჯგუფები შეიკრიბებიან იქ, სადაც მივლენ შს მინისტრი და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები. „იქ, სადაც გიორგი გახარია იქნება, ყველგან ჩატარდება აქციები […]
ელისაშვილი – ივანიშვილიც უნდა დავამარცხოთ, ისე რომ სააკაშვილი არ შემოჭენდეს იქ და არ მოაწყოს სისხლის კალო
ბიძინა ივანიშვილიც უნდა დავამარცხოთ, ისე რომ სააკაშვილი არ შემოჭენდეს იქ და არ მოაწყოს სისხლის კალო – აღნიშნული განცხადება “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიციას ახლა აქვს რეალური შანსი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი დაამარცხოს. “გაჩნდა შანსი რეალურად არჩევნებით ივანიშვილის დამარცხების, რეალური შანსი გაჩნდა და ამ შანსსაც ნუ ჩავაგდებთ […]
დავით ჭიჭინაძე – „გახარიას ძლევამოსილობა მითია, მისი საიდუმლო მისი მონობა და დაბეზღებაა“
მოძრაობის „სახალხო ტრიბუნა“ ლიდერი, ისნის მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე იმ ადამიანების დასახელებას აანონსებს, რომლებმაც „გავრილოვის ღამე“ დაგეგმეს. „ვაპირებ, ნიღაბი ჩამოვხსნა იმ საკმაოდ სერიოზულ, გავლენიან თანამდებობის პირებს, რომლებიც დღეს არ ჩანან, მაგრამ 20-21 ივნისის მოვლენები დაგეგმეს და რადგან მათ დანაშაული ჩაიდინეს, მათი პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს. ასეთები კი, ორივე მხარეს იკვეთებიან. მელიას საშუალებით “ქართული ოცნების“ ბოლომდე დისკრედიტირება […]
“მშვენივრად შეგფუთავთ ის ბიძინა”… „გუბაზ, შეფუთულები გარშემო სხვაგან ნახე რა“ – რაზე იკამათეს გუბაზ სანიკიძემ და დავით უსუფაშვილმა
„თუ ბიძინა ივანიშვილი კობახიძეს გისვამს მოსალაპარაკებლად და შენ კობახიძეს ელაპარაკები, ჩათვალე, მის ველზე ხარ უკვე,“ – ამ სიტყვებით მიმართა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ „შენების მოძრაობის“ ლიდერს, დავით უსუფაშვილს. გუბაზ სანიკიძის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ივანიშვილი რეალურად არ გეგმავს. მისივე განცხადებით, „ოცნების“ ლიდერი შეეცდება, რომ პატარა პარტიებზე გავლენა მოახდინოს. „ისე მშვენივრად შეგფუთავთ ის ბიძინა […]
დეკანოიძე ელისაშვილს – “ოცნების” ორბიტაზე ხარ, იმეორებ იმას, რასაც ამბობენ რუსები და კარასინი”
“ბიძინა ივანიშვილიც უნდა დავამარცხოთ ისე, რომ არ შემოჭენდეს სააკაშვილი იქ,“ – ეს განცხადება „არჩევანის“ ეთერში ალეკო ელისაშვილმა გააკეთა. ამ მოსაზრების გაჟღერების შემდეგ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერსა და ხატია დეკანოიძეს შორის კამათი მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ ორბიტაზეა და ის რუსეთისა და კარასინის მესიჯებს იმეორებს. მათ ერთმანეთი პოპულიზმში დაადანაშაულეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ის […]
“გადადგეს ჯალათი გახარია” – გორში შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ახალგაზრდებმა აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს
“გადადგეს ჯალათი გახარია” – ამ სლოგანით, გორში ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს და შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გზა გადაკეტეს. “ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 20 ივნისის ღამეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი გიორგი გახარიაა და მან თანამდებობა უნდა დატოვოს. სტალინის ქუჩის გახსნის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა სკვერში გადაინაცვლეს სადაც საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.
“გახარია წადი!”- ბანერები ხიდზე, ახალგაზრდების აქცია თბილისში
“ქართული ოცნების” წევრი – “რუსეთი კარგია, აბა, ევროპა სჯობია? პიდარასტების, ცისფერების და ლესბოსელების ქვეყანა?”
“ქართული ოცნების” წევრი, სოფელ მელითაურის თემში მერის წარმომადგენელი სოფო კიკაჩეიშვილი, 20 ივნისის აქციასა და ასევე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას კიდევ ერთხელ იმეორებს. კიკაჩეიშვილი “კურიერთან” სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა და მასთან მეგობრობა ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად, საჭირო და აუცილებელია. მერის წარმომადგენელს მაგალითად თურქეთი მოჰყავს, რომელიც მისი თქმით, საქართველოს მტერი იყო და დღეს მასთან […]










