“პასუხისმგებლობა ეკისრებათ კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერებს” – კახი კალაძე “გავრილოვის სისხლიან ღამეზე”

"პასუხისმგებლობა ეკისრებათ კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერებს" - კახი კალაძე "გავრილოვის სისხლიან ღამეზე"თბილისის მერის კახი კალაძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოების მოთხოვნა იყო.

მისივე თქმით, “გავრილოვის სისხლიან ღამეზე” პოლიტიკური პასუხიმგებლობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს ეკისრებათ.

„მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენი პარტია იქნება პარლამენტში. „ნაციონალური მოძრაობის“, რომელიც ემიჯნება ფაქტიურად ამ გადაწყვეტილებას და მოვისმინეთ მათი ლიდერის განცხადება, სატყუარა თუ რაღაც დაარქვა ამ პროცესებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია და გაუგებარია ჩემთვის, მათთვის ერთ-ერთი ამოცანა არის როგორმე დააზიანონ ქვეყანა, მოაწყონ გადატრიალება, ხალხი დააპირისპირონ ერთმანეთს, ეს არავის გამოუვა მეგობრებო. შინაგან საქმეთა მინისტრმა ძალიან მკაფიოდ უპასუხა დასმულ შეკითხვას. პასუხისმგებლობას რაც შეეხება, პოლიტიკური პასუხიმგებლობა ეკისრებათ იმ კონკრეტულ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერებს, ვინც იმ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდა, შევარდნილიყვნენ, შტურმით აეღოთ პარლამენტი და თვითონ გაიპარნენ. ეს იყო რეალური” – აღნიშნა თბილისის მერმა.