“გადადგეს ჯალათი გახარია” – ამ სლოგანით, გორში ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს და შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გზა გადაკეტეს.
“ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 20 ივნისის ღამეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი გიორგი გახარიაა და მან თანამდებობა უნდა დატოვოს.
სტალინის ქუჩის გახსნის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა სკვერში გადაინაცვლეს სადაც საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

