“აუცილებლად უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც 20 ივნისის ღამეს დანაშაული ჩაიდინა” – სოფო კილაძე

"აუცილებლად უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც 20 ივნისის ღამეს დანაშაული ჩაიდინა" - სოფო კილაძეპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე “გავრილოვის ღამესთან” დაკავშირებით ამბობს, რომ ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლიც უხეში ჩარევით ადამიანები დაშავდნენ.

“აუცილებლად უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც 20 ივნისის ღამეს დანაშაული ჩაიდინა და ვის გამოც დაშავებულები გვყავს. თუ გვსურს, რომ განვვითარდეთ, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, აუცილებლად უნდა დადგეს იმ პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც 20 ივნისის ღამეს დანაშაული ჩაიდინა და ვის გამოც დაშავებულები გვყავს. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას საკითხს, თუ ვინმეს მტკიცებულება აქვს, რომ გახარიამ რამე უკანონო ბრძანება გასცა, შეიძლება, პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, მაგრამ არ აქვს არც ოპოზიციას და არც სხვას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ამ საკითხით სპეკულირებს, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, მინისტრია თუ დეპუტატი, ვინც დააშავა, პასუხი უნდა აგოს. თუ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ, მაშინ აუცილებელია თითოეულ ადამიანს ისე მოვექცეთ, როგორც ამას სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტები ითვალისწინებს” – აღნიშნა კილაძემ.