კატეგორია: პოლიტიკა

სააკაშვილის პარტიას უკრაინის უზენაესმა სასამართლომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა

რამდენიმე წუთის წინ უკრაინის უზენაესმა სასამართლომ მიხელი საააკაშვილის პარტიას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

რუსთაველზე აქციას ველომრბოლელები შეუერთდნენ

ძლიერი წვიმის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ველომრბოლელები შეუერთდნენ. მათი თქმით, ისინი თბილისის რამდენიმე ადგილას იმყოფებოდნენ და მსვლელობა პარლამენტის შენობის წინ დაასრულეს. „აქ ყველა ქართველი უნდა იდგეს. ისეთი რამ მოხდა, რომ საქართველო ყველამ უნდა დავიცვათ,“ – აცხადებენ ველომრბოლელები. რუსთაველის გამზირზე აქცია კვლავ გრძელდება. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. ახალგაზრდები ამბობენ, […]

ევროკავშირის ელჩი – ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ჩაატაროს გამჭვირვალე და სწრაფი გამოძიება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი 20 ივნისის აქციას ეხმიანება და ხელისუფლებას პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამჭვირვალე და სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს. ელჩის მიაჩნია, რომ ამ პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებთი, პოლიციის ძალის გადამეტების შესაძლო შემთხვევებზე გამჭვირვალე და სწრაფი გამოძიების ჩატარებისკენ. ამ პროცესში სახალხო დამცველის ჩართვა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ კვლავ […]

შოთა დიღმელაშვილი – ”როგორც კი გახარია გადადგება, მაშინვე წავალთ სახლში”

„ჩვენ აქ ვქმნით ახალ ქართულ პოლიტიკას, ეს არის სამოქალაქო საზოგადოებაზე დაყრდნობილი პოლიტიკა,“ – ეს განცხადება აქციის ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა გააკეთა. დიღმელაშვილის თქმით, ახლა ერთადერთი მოთხოვნაა, რომ გადადგეს შს მინისტრი. ის ამბობს, რომ მათი მოთხოვნის შესრულების შემდეგ, პარლამენტის წინ აქცია დაიშლება. „ჩვენ გვინდა შევქმნათ პრეცენდენტი, რომ კონკრეტული მოთხოვნებით გამოვედით, შესრულდება და დავიხურავთ ქუდს და წავალთ სახლში, […]

აქცია პარლამენტთან ძლიერ წვიმაშიც გრძელდება

ძლიერი წვიმის მიუხედავად, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. მათი განცხადებით, , ისინი, ვინც გუშინ 37 გრადუს სიცხეში იდგნენ, დღეს წვიმაში იდგებიან. აქციის მონაწილეები გახარიას მისამართით კვლავ სკანდირებენ: “წადი”. იპნ

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრიმამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებიან. როგორც ცნობილია, უმრავლესობის წევრები იმსჯელებენ იმ დეპუტატთა გადაწყვეტილებაზე, რომლებმაც ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. საპარლამენიტო უმრავლესობის ნაწილის განცხადებით, მნიშვნელოვანია გუნდურობის პრინციპის შენარჩუნება, რაც შეეხება მოსალოდნელ სანქციებს, როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, არანაირი […]

მაია ცქიტიშვილი – ”20-21 ივნისის მოვლენებზე კითხვები დილეტანტებს აქვთ”

20-21 ივნისის მოვლენებზე როდესაც დილეტანტებს აქვს კითხვები, კითხვებზე პასუხის გაცემა უნდა ვაცადოთ ექსპერტებს, სპეციალისტებს, გამომძიებლებს, – ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რატომ იყო გამოყენებული რეზინის ტყვიები დემონსტრანტების მიმართ და ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება. როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, აქციის დასაშლელად არავითარი ცხოველებზე სანადირო ტყვიები და ლეტალური იარაღი გამოყენებული არ ყოფილა. „როდესაც […]

სერგეი გავრილოვი საქართველოში მოსალოცად ჩამოსვლას აპირებს

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის თბილისში ვიზიტიც ანტისაოკუპაციო, მასშტაბური საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, თბილისში ჩამოსვლას ისევ აპირებს. „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტის კითხვაზე, კიდევ აპირებს თუ არა თბილისში ჩასვლას გავრილოვმა დადებითი პასუხი გასცა, თუმცა დრო არ დააკონკრეტა „დიახ, ხვალაც კი წავიდოდი“ „მე ძალიან მინდა, იქ პირადი გეგმები მაქვს. ჩვენ ვგეგმავდით რომ შემოდგომაზე ბავშვებთან ერთად მოსალოცად […]

მამუკა ბახტაძემ „ვარდების რევოლუცია“ 90-იანი წლების თბილისის სამოქალაქო ომს შეადარა

მამუკა ბახტაძემ 1991 წლის და 2003 წლის მოვლენები ერთ კონტექსტში მოიხსენია და „ვარდების რევოლუციის“ დროს პარლამენტში ხალხის შესვლა 1991 წლის სამოქალაქო ომს შეადარა.მისი თქმით, ამ ორ შემთხვევაში შსს-ს ვერ შეძლო პარლამენტის დაცვა, განსხვავებით მესამე შემთხვევისა. პრემიერის თქმითვე, 2019 წლის 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანას უმძიმესი სცენარი ააცილა, რისთვისაც მისნისტრსაც და უწყებასაც მადლობა ეკუთვნით.

“გახარია წადი!” – საპროტესტო მსვლელობა კანცელარიისკენ

ამ წუთებში რესპუბლიკური მოედნიდან მთავრობის კანცელარიამდე მსვლელობა იწყება. მოსახლეობა შს მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს.ცნობისთვის აქციის პარალელურად კანცელარიაში მთავრობის საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა დღეს მამუკა ბახტაძე გადადგეს.