კატეგორია: პოლიტიკა

ირაკლი ოქრუაშვილი – „ჩემო ბერა! იმ გზააბნეულ პოლიტიკოსს უთხარი, დასაჭერად მცალია დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ და მომდევნო სამშაბათს“

„ჩემო ბერა! იმ ერთ გზააბნეულ ქართველ პოლოტიკოსს, სახლში რომ გყავს, უთხარი – იქით კვირას საზღვარგარეთ ვარ ოთხი დღით საქმეზე წასასვლელი და შესაბამისად დასაჭერად მცალია დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ და მომდევნო სამშაბათს“ – წერს სოციალურ ქსელში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

“ეს იყო ბოლო გაფრთხილება” – აქციამ ივანიშვილის სახლი დატოვა

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია დასრულდა. მისი მონაწილეები ბიზნესცენტრის ტერიტორიას უკვე ტოვებენ. ტერიტორიის დატოვებამდე, აქტივისტებმა გყვითელი ბარათები კიდევ ერთხელ ასწიეს და რამდენიმე სიმღერა შეასრულეს. “ბოლო გაფრთხილებაა, ბატონო ბიძინა”, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა. მისივე თქმით, აქცია 28 ივნისს, 19:00 საათზე პარლამენტთან განაახლდება.

“მე შენთან მოვალ” – მიტინგი ივანიშვილს სახლში მიადგა

აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მივიდნენ. მსვლელობა პარლამენტის შენობიდან 22:30 საათზე დაიწყო. აქციაზე ისმის შეძახილები. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. აქციის მონაწილეები მღერიან ირაკლი ჩარკვიანის ცნობილ ჰიტს “მე შენთან მოვალ”.

საღამოს 10 საათზე მიტინგი ივანიშვილს სახლში მიადგება

აქციის მონაწილეები 22:00 საათზე, პარლამენტის შენობიდან, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობის გამართვას აპირებენ. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დღევანდელი გამოსვლიდან გამოჩნდა, რომ ის ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, ამიტომ საჭიროა, ვისაც გადაწყვეტილების მიღება შუუძლია, იმას მიმართონ მოთხოვნის შესრულებისთვის. მისივე თქმით, აქცია- მსვლელობა მშვიდობიანია იქნება. “დღეს, 22:00 საათზე, მივდივართ ბიძინა ივანიშვილის […]

მამუკა ბახტაძე – ”20-21 ივნისის ღამეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას „მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს“ აკისრებს. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ბოლო მომენტამდე სამართალდამცველები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ არ მომხდარიყო ჩარევა, მაგრამ როდეასაც ვერ აკავებდა პასიური კორდონი აგრესიას, ისინი იძულებულები იყვნენ, გადაედგათ ნაბიჯები და გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა. „პასუხისმგებლობა […]

გახარია დღეს 8 საათზე ჟურნალისტებს შეხვდება

შს მინისტრი გიორგი გახარია მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. პრესკონფერენცია 20:00 საათზეა ჩანიშნული. შეხვედრის თემა უცნობია. სავარაუდოდ, საუბარი 20 ივნისის ღამის აქციის დარბევა და ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებს შეეხება. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია, პარლამენტში მისი ინიციტივით ხვალ უნდა მისულიყო. თუმცა მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში მისვლის გადაწყვეტილება დღეს შეცვალა. მედიის წარმომადგენლებს ხვდება პრემიერ-მინისტრიც. მთავრობის ხელმძღვანელის ბრიფინგი 19:00 საათზეა ჩანიშნული.

გიორგი გახარია ხვალ პარლამენტში აღარ მივა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხვალ პარლამენტში აღარ მივა. რა გახდა, გახარიას გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრმა თავად მოითხოვა 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტში სიტყვით გამოსვლა.

ნიკა მელია სასამართლოში მივიდა

ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც სხდომა 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა. სასამართლოში იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და ასევე, მელიას უამრავი მხარდამჭერი.

“დამიჭერენ, ვაია, არ დამიჭერენ, უია, ქარს სთესენ და ვინც ქარს სთესავს, ამბობენ, რომ ქარიშხალს მოიმკის”- ნიკა მელია სასამართლოში წავიდა

ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ ის დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ დააკავონ. მელიას თქმით, სხვაგვარად ვერ გაამართლებენ გუშინდელ დღეს. მელიას თქმით, მისი დაკავებაც და არდაკავებაც ხელისუფლების თავის ტკივილია, რადგან დაჭერის შემთხვევაში ხელისუფლება ვერაფრით ახსნის იმას, რომ გავრილოვის გამო ვინმე, და მითუმეტეს პოლიტიკოსი დააკავეს. „იმ ყველაფრის შემდეგ რაც მათ გუშინ იკადრეს და ივანიშვილმა გააკეთებინა ქართული ოცნების დეპუტაციის […]

ანზორ მელია – “მეგონა, რომ კობა კობალაძე გვერდით დაუდგებოდა ჩემს შვილს, და ბევრი სხვაც, მაგრამ…”

მე ყოველთვის ველოდებოდი ამას, რომ მოხდებოდა ნიკას დაჭერა, მაგრამ ასე უსინდისოდ, ასე არაკაცურად ამას არ მოველოდი, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“ ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ განაცხადა. ანზორ მელიამ აღნიშნა, რომ მას ჰქონდა მოლოდინი პარლამენტის დარბაზში იქნებოდა 10 ადამიანი მაინც, მისი პაციენტი ან პაციენტის ახლობელი და არ მისცემდა ხმას მისი შვილის ციხეში გაშვებას. „რაც გახმოვანდა, რომ […]