შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შეკრებილი აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ. “გახარია წადი”, “რუსეთი ოკუპანტია”, “საქართველოს გაუმარჯოს” – დემონსტრანტებმა „თავისუფლების მარში“ ამ შეძახილებით მოაწყვეს. ამ დროისთვის პარლამენტთან საპროტესტო აქცია იწყება, სადაც აქციის მონაწილეეებს სიტყვით მიმართავენ. იპნ
კატეგორია: პოლიტიკა
ნუკრი ქანთარია – “გახარიას გარეშე დაშლის ბრძანება როგორ გაიცემოდა?! ახლა მისი გადადგომა არ შეიძლება!”
“ქართული ოცნების” წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი გახარიაზე საუბრობს. – ბატონო ნუკრი, როდესაც უსმენდით გიორგი გახარიას გამოსვლას რა შთაბეჭდილება დაგრჩათ? უნდა გადადგეს გახარია? – კატეგორიული წინააღმდეგი ვარ გიორგი გახარიას გადადგომის და ამისთვის არგუმენტებიც მაქვს: პირველი, მან თავი გაართვა და დაიცვა საკანონმდებლო ორგანო. რომ ყოფილიყო შევარდნა და პარლამენტის შენობის შტურმით აღება, […]
„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ მაისურებით „გახარია წადი“
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეები უკვე შეიკრიბნენ. მათ რამდენიმე წუთის წინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს“ წევრები და მხარდამჭერები შეუერთდნენ. ისინი ცოტა ხანში თავისუფლების მოედნისკენ „თავისუფლების მარშსს“ გამართავენ. აქციის მონაწილეებს თეთრი მაისურები აცვიათ წარწერით- „გახარია წადი”, “რუსეთი ოკუპანტია”. დემონსტრანტებს წინ ბაიკერები გაუძღვებიან. იპნ
ირაკლი ოქრუაშვილი – “სამთავრობოელებო”, მე მჯერა, ჩუბინიძეს საკადრის ადგილს მიუჩენთ, მან თქვენი პრესტიჟი და მუნდირის ღირსება შელახა“
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს მიმართავს: „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური შევარდნაძის დროს ამერიკელების დახმარებით შეიქმნა. ორი ათეული წლის განმავლობაში ეს სტრუქტურა ყოველთვის ინარჩუნებდა “სუფთა” უწყების იმიჯს, მიუხედავად შევარდნაძისდროინდელი კორუფციისა თუ პოლიტიკური ბატალიებისა, რომელიც ქვეყანაში ხდებოდა. სააკაშვილის მმართველობის დროსაც კი, როდესაც შეიარაღებული ძალების მაშინდელმა გენშტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ რის ვაივაგლახით რამდენიმე ათეული […]
დავით ჭიჭინაძე – „გახარია და ბახტაძე ხელს ივანიშვილს დაადებენ”
დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, გახარია და ბახტაძე ხელს ივანიშვილს დაადებენ – ეს განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. ” გახარიამ “პასუხისმგებლობა კი არ უნდა აიღოს” თავის თავზე და ამის გამო საგანგებოდ ჩამომწკრივებული დანარჩენი მინისტრებისგან წინასწარ გამზადებული მადლობები ისმინოს, უნდა თქვას, რომ ბრძანება მან გასცა. სხვა შემთხვევაში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისიც და უმრავლესობის დანარჩენი ლიდერებიც, არაპირდაპირ, მაგრამ კონკრეტულ, მინიშნებას […]
ნიკა მელია – “არ იყო ადვილი, რაც ემზარ კვიციანმა გააკეთა”
“მძიმე ატმოსფერო იყო იმ დარბაზში, ნამდვილად ვგრძნობდი რამდენიმე ადამიანის ტკივილს, ძალიან ბევრს ჰქონდა სურვილი, რომ მხარი არ დაეჭირა პროკურატურის წინადადებისთვის. მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. იმ სამმა დეპუტატა კი “ქართული ოცნებიდან” არა მხოლოდ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს, არამედ გაბედეს, გაბედეს დიდი რამ, ყოველგვარი პირფერობის გარეშე. აშკარად, “შავი თეთრიაო” უთხრეს და ისე დააჭერინეს იმ 91 პირს. სად […]
გერმანიის ელჩი – ძალადობრივი დემონსტრაცია ჰგავს ღვინოს, რომელიც ძმრად იქცევა
შეკრების უფლება, თავისუფლების ქონა შეკრებისა და დემონსტრაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლებაა. ამის, როგორც საყოველთაო უფლების გარანტირება, აუცილებელია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს უფლება ბოროტად არ იყოს გამოყენებული, მაგალითად დემონსტრაციების ძალადობაში გადაყვანის გზით. ძალადობრივი დემონსტრაცია ჰგავს ღვინოს, რომელიც ძმრად იქცევა. იმავე წამს ასეთი დემონსტრაცია საკუთარ მიზანს ცდება და აზიანებს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში საქართველოში გერმანიის ელჩმა […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „ივანიშვილი შეგნებულად ურევს ქვეყანას და ამისთვის მალე დაისჯება!“
„ვინც ბიძინას ბრძენობა დააბრალა ყველა დროის ყველაზე დიდი იდიოტია. 2003 წელს შევარდნაძემ კონტრაქცია მოაწყო და მის მხარდასაჭერად ასლან აბაშიძეს აჭარიდან ხალხი ჩამოაყვანინა. შედეგი – შევარდნაძე გავაპანღურეთ და აბაშიძეც ზედ მივაყოლეთ. 2007, 2011 წლებში სააკაშვილმა ქართველების სისხლი დაღვარა. შედეგი – სააკაშვილიც გავაპანღურეთ “უვადო შვებულებაში”. ივანიშვილმა ქართველების სისხლიც დაღვარა და ეხლა კონტრაქციის მოწყობასაც “ჩალიჩობს”. მიდი ბიძინა! ჩამოაყვანინე […]
შალვა ნათელაშვილი – „მიტინგზე ჩემთვის ბოთლის მსროლელი „იმედს“ მოუყვანია“
„აგერ ახლა წავაწყდი ტელეკომპანია „იმედის“ გადაღებულ ამ დაუვიწყარ კადრს. როგორც გაირკვა ბოთლის მსროლელიც ამ ტელევიზიას მოუყვანია მიტინგზე რა თქმა უნდა უშიშროების კანტორიდან. ეს არაფერია. უბრალოდ გამახსენდა 2007 წლის 7 ნოემბერი, ზუსტად „იმედის“ კამერა როგორც კი მოვიდა ოფისში მაშინ დაიწყო სპეცოპერაცია ჩემს ოჯახში და პარტიის ოფისში. რას წარმოვიდგენდი, რომ პატარკაციშვილის ოჯახი გაურიგდებოდა თავიაანთი მამის მკვლელ ივანიშვილს, […]
2020 წლის არჩევნები ბლოკების გარეშე – „ქართული ოცნების“ კანონპროექტი პარლამენტში უკვე შევიდა
“ქართული ოცნება” 2020 წლის არჩევნებში საარჩევნო ბლოკების გაუქმებას აპირებს – მმართველი პარტიის ახალი გეგმების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. “ქართული ოცნები” საკნაონმდებლო ინიციატივა უკვე გამოქვეყნდა პარლამენტის ვებგვერდზე.ინიციატივის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომლის ჩატარებასაც მმართველი გუნდი პროპორციული სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით გეგმავს, საარჩევნო ბლოკების შექმნა გათვალისწინებული არ იქნება. ცვლილებები კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში ხორციელდება. პროექტის მიხედვით, ამოღებულია […]








