სერგეი გავრილოვი საქართველოში მოსალოცად ჩამოსვლას აპირებს

სერგეი გავრილოვი საქართველოში მოსალოცად ჩამოსვლას აპირებსრუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის თბილისში ვიზიტიც ანტისაოკუპაციო, მასშტაბური საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, თბილისში ჩამოსვლას ისევ აპირებს.

„ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტის კითხვაზე, კიდევ აპირებს თუ არა თბილისში ჩასვლას გავრილოვმა დადებითი პასუხი გასცა, თუმცა დრო არ დააკონკრეტა „დიახ, ხვალაც კი წავიდოდი“

„მე ძალიან მინდა, იქ პირადი გეგმები მაქვს. ჩვენ ვგეგმავდით რომ შემოდგომაზე ბავშვებთან ერთად მოსალოცად წავიდოდით. მე მინდა რომ ჩემმა შვილებმა ამ ქვეყნის შესახებ იცოდნენ, იმიტომ რომ სხვა ასეთი ადგილი, როგოიც საქართველოა არ გვაქვს.“- განაცხადა გავრილოვმა.

ამასთან გავრილოვმა განაცხადა რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში მისი თბილისში წასვლა რუსეთის პატრიარქის კურთხევით მოხდა.

„საქართველოში წასვლამდე მე პატრიარქ კირილს აღსარება ჩავაბარე, ვეზიარე და რჩევა ვკითხე, მან ლოცვა-კურთხევა მომცა და მითხრა, რომ ჩვენ ურთირთობები სიკეთით უნდა გავაუმჯობესოთ“ – განაცხადა გავრილოვმა.