ოთარ ფარცხალაძე ანაკლიის პორტის სკანდალში მთავარი ფიგურა ხდება. ირკვევა, რომ სწორედ ყოფილი გენერალური პროკურორის და ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის რუხი კარდინალის ინტერესები უკავშირდება ფოთში პორტის მშენებლობას. ეკონომიკის სამინისტრომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გასცა. დოკუმენტი 2019 წლის 2 მაისით თარიღდება. დოკუმენტი გუშინ საღამოს გასაჯაროვდა, რასაც ანაკლიის უცხოელი ინვესტორების მხრიდან სრული პანიკა მოჰყვა. მამუკა ხაზარაძემ […]
კატეგორია: პოლიტიკა
მთაწმინდის ამომრჩეველმა საცხოვრებელ ადგილად ბუჩქის ძირი მიუთითა
მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურის წინ სიების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს, ცესკო-ს სიაში მისამართად მითითებული აქვს იუსტიცის სახლის მიმდებარე ბუჩქის ძირი. თავდაპირველად ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა. გადამოწმებით გაირკვა, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოქალაქე, მართლაც, ბუჩქის ძირას არის რეგისტრირებული.
“კახეთში მინერალური რესურსების დიდი მარაგები არსებობს” – ეკონომიკის მინისტრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, კახეთში მინერალური რესურსების დიდი მარაგები არსებობს. „კახეთი მდიდარია წიაღისეულით. მისი ტერიტორია ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ მცირედით არის შესწავლილი – სულ 1,5 პროცენტით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი წინასწარი ინფორმაციით, კახეთში დიდი მარაგები არსებობს მინერალური რესურსების მიმართულებით”, – განაცხადა ნათია თურნავამ კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ეკონომიკის მინისტრმა […]
ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი ხმალაძეს – „შენღა მაკლიხარ რა, გადამიწყვიტო, პარლამენტში რამდენს ვილაპარაკებ”
სივრცითი დაგეგმარების კოდექსში შესატან ცვლილებებს კანონმდებლებმა დღეს სესიაზე კენჭი უნდა უყარონ. საკითხის განხილვა გუშინ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საკითხს, რომელსაც დეპუტატები დაჩქარებული წესით იხილავდნენ, ოპოზიცია აპროტესტებდა. კომიტეტზე ლევან გოგიჩაიშვილსა და ვიცე-მერს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. სივრცითი მოწყობის კოდექსს, რომელიც 3 ივნისს უნდა ამოქმედდეს, დედაქალაქის მერია სხვა მუნიციპლიტეტებთან ერთად ვადის გადაწევას ითხოვს. მიზეზად გენგეგმის კოდექსთან შეუსაბამობას ასახელებენ. ოპოზიციას […]
ივანიშვილი ხელისუფლებაში დარჩენას 2024 წლამდე აპირებს
ყველა მიმართულებით რეიტინგშეზანზარებული “ოცნება” კატასავით ზურგზე არ ეცემა და შემდეგი არჩევნების მოგებასაც გეგმავს. ეტყობა მათ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ როგორც მადრიდის “რეალმა” მოიგო ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, თავადაც ეგრე მოაგებინოს “ოცნებას” არჩევნები. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაზე ზედიზედ სამჯერ არჩევნები არცერთ ხელისუფლებას არ მოუგია. შევარდნაძეც და სააკაშვილიც ორი წრის შემდეგ წავიდნენ. ივანიშვილს კი წასვლა აღარ უნდა. […]
სააკაშვილი – ”ზელენსკი დამოუკიდებელი მოთამაშეა და ბევრს გააოცებს, ჩემ დანიშვნაზე მოლაპარაკება არ მქონია””
„მე არ ვარ აქ ჩამოსული არანაირი თანამდებობისთვის და არ ვეძებ არანაირ თანამდებობას,” – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტში გააკეთა. სააკაშვილმა პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ დღეს მთავარი უკრაინის განვითარება და უკრაინელი ხალხია. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინელ ხალხს მიმართა, მისცენ შანსი მათთან ერთად განახორციელოს რეფორმები. სააკაშვილის თქმით, ის გეგმავს, დაეხმაროს ახალ პოლიტიკურ გუნდს, […]
სააკაშვილი კიევში ჩაფრინდა – ”მესაზღვრე გოგონამ მითხრა, მოგვენატრეთო”
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ წუთებში კიევში, ბორისპოლის აეროპორტში იმყოფება. ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, მხარდამჭერები და თანამოაზრეები დახვდნენ. ვარშავიდან გამოფრენილი თვითმფრინავი ბორისპოლის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. მიხეილ სააკაშვილმა ეროპორტში “კურიერთან” პირველი კომენტარი გააკეთა. „ხომ ხედავთ, ხალხის ემოცია როგორია, როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრს ვუყვარვარ. მესაზღვრეებიც ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ. მესაზღვრე გოგონამ […]
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიდის – კადრები აეროპორტიდან – ვიდეო
საქართველოს მესამე პრეზიუდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიდის, აეროპორტში გადაღებულ კადრებს სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. სააკაშვილმა ეს მას შემდეგ მოახერხა, რაც უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. უკრაინის მოქალაქეობა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს 2017 წლის 26 ივლისს ჩამოართვა. ოფიციალურ მიზეზად მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოდესის ყოფილი გუბერნატორის მეირ კონსტიტუციის მე-19 […]
“მე ამათ ვათქმევინებ, რომ სახელმწიფომ დააშავა ჩემ წინააღმდეგ” – მალხაზ მაჩალიკაშვილი
პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნას მალხაზ მაჩალიკაშვილი აფასებს. მისი თქმით, ის უკან არ დაიხევს და მმართველი გუნდის დიდი წინააღმდეგობისა სიმართლეს მაინც დაამტკიცებს. „პატარაც რომ გაჟონოს თემირლანის სიმართლემ, მე ამაში დარწმუნებული ვარ, ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც, ამათ თავზე დაემხობათ ეს ხელისუფლება. ამიტომ ისინი არც კომისიას შექმნიან არც დაზარალებული სტატუსს მომცემენ, არც ევროპაში გამიშვებენ […]
გაძვირებული პროდუქტები, ლარის რეკორდული გაუფასურება და „ოცნების“ აღიარება – „პროცესის თავიდან ბოლომდე მართვის რესურსი ჩვენ არ გვაქვს“
ლარის რეკორდული გაუფასურება – „ქართული ოცნების“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე ოპონენტებს საკითხის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების რეალური მიზეზი რეგიონში არსებული ვითარებაა. „ჩვენს ოპონენტებს, პრაქტიკა ასეთია, ყველაფერი გადაჰყავთ პოლიტიკურ ჭრილში. რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, ეს მოსახლეობაზე არასახარბიელოდ აისახება, მაგრამ ჩვენ მთავარი მიზეზი უნდ ვიცოდეთ. თუ დავაკვირდებით რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ამ საკითხთან დაკავშირებით, აღმოვაჩენთ მთავარ […]










