სააკაშვილი კიევში ჩაფრინდა – ”მესაზღვრე გოგონამ მითხრა, მოგვენატრეთო”

სააკაშვილი კიევში ჩაფრინდა - ”მესაზღვრე გოგონამ მითხრა, მოგვენატრეთო”მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ წუთებში კიევში, ბორისპოლის აეროპორტში იმყოფება. ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, მხარდამჭერები და თანამოაზრეები დახვდნენ. ვარშავიდან გამოფრენილი თვითმფრინავი ბორისპოლის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. მიხეილ სააკაშვილმა ეროპორტში “კურიერთან” პირველი კომენტარი გააკეთა.

„ხომ ხედავთ, ხალხის ემოცია როგორია, როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრს ვუყვარვარ. მესაზღვრეებიც ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ. მესაზღვრე გოგონამ მითხრა, რომ მოგვენატრეთო,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პოლონეთში მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც მას უკრაინის კონსულმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გადასცა.

გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ გუშინ მიიღო, რომელმაც პეტრო პოროშენკოს 2017 წლის განკარგულება გააუქმა.