“არ არსებობს ბიძინა ივანიშილის არც ერთი საჯარო გამოსვლა, რომელშიც ის არ საუბრობს, რომ “ნატოში” აუცილებლად უნდა შევიდეთ, მან იცის, როგორ უნდა ილაპარაკოს, ის არ არის პოლიტიკური თვითმკვლელი, ის არ გააკეთებს არცერთ განცხადებას, რომელიც მას პოლიტიკურად დააზარალებს”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა “TV პირველის” ეთერში. მეტრონომი
კატეგორია: პოლიტიკა
ემზარ კვიციანი: გამოვაცხადებ შიმშილს ბიძინა ივანიშვილის სახლთან სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით
საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ პარლამენტისა და კანცელარიის წინ არანაირი აქციის გამართვა შედეგიანი არ იქნება. ამის გამო, პარლამენტარმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, ბიძინა ივანიშვილის სახლთან შიმშილობა გამოაცხადოს. “გადავწყვიტე არ შევუერთდე არცერთ აქციას, რომელიც არ იქნება მიმართული შედეგზე! არასოდეს არ იქნება შედეგიანი აქცია პარლამენტისა და კანცელარიის წინ, რადგან არაფერს დღეს […]
გიორგი ბოტკოველი – “თელავში შეიძლება მერის ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს”
კახეთის გულში დიდი ამბები ტრიალებს – თელავში შეიძლება მერის ვადამდელი არჩევნების ჩატარება გახდეს საჭირო. ქალაქის მერი შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნების გამო დაისაჯოს. ერეკლეს ქალაქმა სალომე ზურაბიშვილის არჩევაზე ორივე ტურში უარი განაცხადა. თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს მერის სამმა მოადგილემ და საქალაქო სამსახურის უფროსებმა. მიუხედავად იმისა, რომ წასვლის საფრთხე მერსაც ემუქრება, ის მაინც ნათესავების მომადლიერებაზე ფიქრობს. […]
ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს ტოვებს
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ნანა კოსტავა, რომელმაც სიძულვილის ენა გამოიყენა, საკრებულოს წევრის მანდატსაც დატოვებს. როგორც ნანა კოსტავამ თავად განაცხადა, ის საკრებულოს დეპუტატის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით ორშაბათს მიმართავს. დღეს ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს, საკრებულოს თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ ის ნანა კოსტავასთან ერთად მუშაობას არ აპირებს, რადგან მისი განცხადებები მისთვის მიუღებელია. […]
თორნიკე შარაშენიძე – “სააკაშვილის გაძლიერება ნაცმოძრაობის გაძლიერებას ნიშნავს”
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს – სააკაშვილს ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. რას შეცვლის ეს პროცესი და რისი მოლოდინი აქვს ნაცმოძრაობას? – ნაცმოძრაობა ძირითადად მაინც დგას მიშას რეიტინგზე. ამ ადამიანს ძალიან ბევრი ხმა მოაქვს ნაცმოძრაობისთვის. არ მგონია, რომ ისინი ცდილობდნენ მიშასგან დისტანცირებას, უბრალოდ, არ ეთანხმებოდნენ რაღაცეებში. დღეს მიშას გაძლიერება ავტომატურად ნიშნავს ნაცმოძრაობის […]
„რომელს აქვს გაკეთებული იმაზე მეტი, ერთი, ძალიან მაინტერესებს“ – ბახტაძე ანაკლიის პორტზე
პარლამენტში მისულმა პრემირმა ანაკლიაზე ისაუბრა და განაცხადა: „როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის სტრატეგიული პროექტი, ეს ნიშნავს, რომ არის და ამისთვის ყველაფერი კეთდება“. მამუკა ბახტაძე არ საუბრობს ეკონომიკის სამინისტროს სკანდალზე, ამბობს მხოლოდ იმას, რომ ანაკლიის პროექტი პრიორიტეტულ პროექტთა ნუსხაშია და მისი განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან არ შეფერხება. პრემიერი მოუწოდებს ანაკლიის კონსორციუმსა და კერძო სექტორს, პროექტთან დაკავშირებით აღებული […]
დავით კირკიტაძე გაათავისუფლეს
„ირაკლი რუხაძე დადანაშაულებულია ორგანიზებულ შეთქმულებაში“
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი მამუკა ჩიქოვანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს კითხვით მიმართავს. კითხვა „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეეხება. კერძოდ, ჩიქოვანი ამბობს, რომ ირაკლი რუხაძე დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს კომერციული პალატის 2018 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებით დამნაშავედ ცნეს. საქმე ეხება ფინანსური ინტერესების დაცვის ვალდებულების დარღვევას და ორგანიზებულ შეთქმულებას, ერთ-ერთი კომპანიის წინააღდეგ. „ირაკლი რუხაძე გამოცხადებული არის […]
ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
ქუთაისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე, ნანა კოსტავა სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებულია. თუმცა კოსტავა, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ქსენოფობიური, ჰომოფობიური და სიძულვილის შემცველი განცხადების გამო დაუპირისპირდა, “ქართული ოცნების” ფრაქციის წევრად და საკრებულოს დეპუტატად რჩება. სამოქალაქო სექტორი კოსტავას პარტიიდან გარიცხვას და შესაბამისად საკრებულოს დეპუტატის სტატუსის შეჩერებას ითხოვს. ამ მოთხოვნით ქუთაისში დღეს რამდენიმე აქციაა დაგეგმილი. […]
გედევან ფოფხაძე – “ოცნებას” კიდევ ბევრი ადამიანი დატოვებს”
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო გედევან, თქვენ, ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნით. ეს სამეული ახალი პლატფორმით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იწყებს ბრძოლას? – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თუ რა კონფიგურაციით გავალთ, ამაზე დღეს საუბარი ნაადრევია. ცხადია, ჩვენი პოლიტიკური განაცხადი […]










