კატეგორია: პოლიტიკა

მირიან მირიანაშვილი – “რუსული პოლიტიკური თამაშების ხანა მთავრდება, რეგიონში სრულმასშტაბიანი ძვრებია”

ბოლო დღეებში საქართველოს პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემა საგარეო ორიენტაცია და რუსეთის პროპაგანდის გაძლიერება გახდა. ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის”ლიდერ მირიან მირიანაშვილს. მირიან მირიანაშვილი: – რუსეთის პროპაგანდა საქართველოში პირველად არ ვრცელდება. საზოგადოება იმაზეც ინფორმირებულია, რომ კრემლი დგამს ხელისუფლების გადაბარების სცენარებს და აწყობს სხვადასხვა პროვოკაციას. საქმე ისაა, რომ ინსპირატორებს საქართველოში […]

„ქართული ოცნება“ ზუგდიდში ატარებს ოპერაციას “სვავი”

გაერთიანებული ოპოზიციის იფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა მედიას იმ პირების ვინაობა წარუდგინა, რომლებიც სამეგრელოში ამომრჩევლების მოსყიდვასა და დაშინებას ცდილობენ. ოპოზიციის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის სანაცვლოდ ამომრჩეველს 150 ლარს სთავაზობს, 200 ლარს კი იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს: „ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება არის პანიკურ შიშში. იმიტომ, რომ ისინი ზუგდიდში აგებენ […]

„ძალიან გავანაწყენეთ ღმერთი ქართველებმა… უფალმა ერთი ჭიქა შავი ღვინო ასვა ქვეყნის პრემიერს და მეტყველების უნარი წაართვა“ – გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე მახათას მთაზე პრემიერის ინციდენტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: „ძალიან გავანაწყენეთ ღმერთი ქართველებმა. ჩვეულებრივი მკრეხელობა ხომ არ იყო, მშობელი დედის პრივატიზება სახელმწიფო დონეზე მოვინდომეთ. ჯერ იყო და, იმ დღესვე გაგვაფრთხილა, როცა პარლამენტმა კანონი მიიღო – „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბს მეხი დასცა. არაო, არ ირწმუნეს, დენის მოკლე ჩართვა […]

მაია მიმინოშვილი “ქართულ ოცნებაში” დასაქმდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მუშაობას პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაგრძობს. მაია მიმინოშვილი პარტიაში ახალი სახეების შერჩევის საკითხს კურირებს. მაია მიმინოშვილის „ქართულ ოცნებაში“ დასაქმებას ადასტურებს პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, თუმცა მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას არ დააკონკრეტა, რა პოზიცია უკავია მიმინოშვილს პარტიაში. „მაია პარტიაში მუშაობს, თუმცა რაც შეეხება კადრების მიღებას, ამას პოლიტსაბჭო წყვეტს“, – განაცხადა კახა კალაძემ. […]

“ხალხმა შინაგანად, ემოციურად ივანიშვილი გაუშვა სახლში”

“საზოგადოების განწყობა არის ის, რომ მზად არიან ივანიშვილი გაგლიჯონ იმ ტყუილებისთვის და იმედგაცრუებისთვის რაც არის. ხალხმა შინაგანად, ემოციურად ივანიშვილი გაუშვა სახლში. ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი მატყუარა, ატყუებს ხალხს და ხალხის ხარჯზე მისი მოყვანილი ადამიანები მდიდრდებიან. ეს არის ფაქტი, ეს არის საზოგადოების განცდა და ეს არის საზოგადოების ტკივილი. საზოგადოება ამას არ შეარჩენს ივანიშვილს”, – განაცხადა გიგი უგულავამ. მეტრონომი

ლაშა ჩხარტიშვილი – “ოცნებას” და ალიევს გარეჯთან დაკავშირებული გარიგება ჩავუშალეთ”

ვინ შთააგონა “გირჩი”, რომ პარტიულ ოფისში ბორდელი გაეხსნა, რაში სჯობია ივანიშვილი ეშმაკს, რა გარიგება იყო დადებული ალიევთან, რომელიც ხალხმა ჩაშალა? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება. – თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს არჩევნების წინ განსაკუთრებული სიმძაფრით ახსენდებათ ეკლესია. ამ დღეებში ივანიშვილმა აწყურის ტაძარი მოინახულა და მის აღსადგენად […]

“გიგი უგულავას ვურჩევდი, საერთოდ არ მიიღოს მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში” 

“გიგი უგულავას ვურჩევდი, საერთოდ არ მიიღოს მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში”, – ასე გამოეხმაურა ოზურგეთელი ეკატერინე ბერანძე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას გურიაში დღევანდელ სტუმრობას, ამავე პარტიის კანდიდატის, იაკობ ზაქარეიშვილის მხარდასაჭერად . მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთელი მოსახლეობის ნაწილი გიგი უგულავას კეთილგანწყობით და დადებითად შეხვდა, მრავლად იყო მათი რიცხვი, ვინც უგულავას გამოჩენამ გააღიზიანა და მათში უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან, გურულების […]

მექა მარგოშვილი – “წარმოუდგენელია, მალხაზ მაჩალიკაშვილს სასაფლაოზე ტერაქტი დაეგეგმა”

პანკისის ხეობის მკვიდრი მექა მარგოშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე და პანკისის მოსახლეობის განწყობაზე საუბრობს. – ქალბატონო მექა, მალხაზ მაჩალიკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე რა განწყობაა პანკისის ხეობაში? – ძალიან ცუდი რამ ხდება. ამ შემთხვევაში მე მხოლოდ ჩემს აზრს არ გამოვხატავ, ეს არის მთელი ხეობის აზრი: პანკისის ხეობით მანიპულირება ხდება, ხალხი დაიღალა. დაიღალა ეს ოჯახი. […]

მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას ფეხი მოუქნია – რა სკანდალის გამხელას აპირებს ყოფილი მინისტრი

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია რომელიც თავისი უცნაური განცხადებებით ერს აგიჟებდა, ბოლო რამდენიმე კვირაა, ხალხის ჯილა გახდა. მას შემდეგ, რაც ქობულია თანამდებობიდან გააგდეს, ლამისაა, მთელი საქართველო მასზე დაეცეს. ამ ეტაპზე ქობულიამ მხოლოდ ის აღიარა, რომ თანამდებობიდან თავისი ნებით არ წასულა. ქობულიას რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებდნენ, ეს “ახალმა თაობამ” ჯერ კიდევ მის გადადგომამდე […]

წულუკიანი – ”მერაბიშვილი ციხიდან მაქსიმალურად ჯანმრთელი უნდა გავიდეს”

„ვანო მერაბიშვილი ჩვენი სისტემიდან მაქსიმალურად ჯანმრთელი უნდა გავიდეს და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ასე იყოს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილზე განაცხადა. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ პატიმარს არ ეკუთვნოდა გათავისუფლება. პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონ რეაბილიტაცია პატიმარს გავლილი აქვს თუ არა. ამგვარი განხილვა მოხდა და ამ საბჭომ დაასკვნა, რომ […]