მაია მიმინოშვილი “ქართულ ოცნებაში” დასაქმდა

მაია მიმინოშვილი "ქართულ ოცნებაში" დასაქმდაგამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მუშაობას პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაგრძობს.

მაია მიმინოშვილი პარტიაში ახალი სახეების შერჩევის საკითხს კურირებს.

მაია მიმინოშვილის „ქართულ ოცნებაში“ დასაქმებას ადასტურებს პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, თუმცა მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას არ დააკონკრეტა, რა პოზიცია უკავია მიმინოშვილს პარტიაში.

„მაია პარტიაში მუშაობს, თუმცა რაც შეეხება კადრების მიღებას, ამას პოლიტსაბჭო წყვეტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავად მაია მიმინოშვილი „ინტერპრესნიუსის“ ზარებს არ პასუხობს.

“ქართულ ოცნებაში” პოლიტიკოსებს მაია მიმინოშვილი არჩევს”