ზუგდიდში სანდრა რულოვსსა და მის შტაბის წევრებზე განხორციელებული თავდასხმის მონაწილე გელა კვარაცხელია დააკავეს. ის ზუგდიდის პოლიციაში რამდენიმე წუთის წინ მიიყვანეს. კვარაცხელია აცხადებს, რომ მერობის კანდიდატს ზვიად გამსახურდიას გამო დაესხა თავს. „მე ზვიად გამსახურდიას გამო ყოველთვის მზად ვიყავი და მზად ვიქნები. ზვიადის გამო ყოველთვის ვიბრძოდი. მე მაგ ქალს, სანდრას სამეგრელოში არ შემოვუშვებ. ეს სამეგრელოა, ეს არ […]
კატეგორია: პოლიტიკა
“დეტალურად გავერკვევი და წერილობით მოგახსენებთ” – გიორგი გახარია სანდრა რულოვსზე განხორციელებულ თავდასხმაზე
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, დღეს ზუგდიდში სანდრა რულოვსზე და გაერთიანებული ოპოზიციის წევრებზე განხორციელებულ თავდასხმის დროს, სამართალდამცავებმა ადგილზე მისვლა დააგვიანეს თუ არა. მინისტრის თქმით, ბრალდებაზე დეტალურ კომენტარს წერილობით აცნობებს. “პოლიცია არ იგვიანებს არსად, მერწმუნეთ ამაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად გავერკვევი და წერილობით მოგახსენებთ, დააგვიანა თუ არა,”-განაცხადა გახარიამ.
თავდასხმა სანდრა რულოვსსა და მის მხარდამჭერებზე – ზუგდიდის სამმართველოში დაზარალებული ფოტოგრაფის გამოკითხვა მიმდინარეობს
ამ წუთებში ზუგდიდის სამმართველოსთან გაერთიანებული ოპოზიცია – „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები იმყოფებიან. სამმართველოს შენობაში დადიანების სასახლეში მომხდარი თავდასხმისას დაზარალებული ფოტოგრაფის გამოკითხვა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ დღეს დადიანების სასახლის ეზოში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს, მათ მხარდამჭერებს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, სუს-ის მიერ მიგზავნილი პროვოკატორები ტავს დაესხნენ, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფებს. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
„რას ნიშნავს ყველანაირ მეთოდზე გადასვლა, რომ მივიღოთ ისევ ია კერზაია“ – სანდრა რულოვსი „ოცნების“ გეგმაზე და ფარულ ჩანაწერზე
ხმაური ზუგდიდის საკრებულოში – რიგგარეშე სხდომაზე მისულ ოპოზიციასა და მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გაერდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას სახელობის სკვერის გახსნაზე სურდა საუბარი. რა დროსაც გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გია დანელია აცხადებს, რომ მას „ოცნების“ შტაბიდან აქვს მიღებული დავალება, გამოყენებული იქნეს ყველნაირი მეთოდი არჩევნებში გასამარჯვებლად. აღნიშნული საკითხის განხილვა გაერთიანებული […]
“ჩემი ხმა არ არის, ფალსიფიცირებულია, ეს მე არ ვარ” – ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი სკანდალურ ჩანაწერში მის მონაწილეობას უარყოფს
სანდრა რულოვსს თავს დაესხნენ
თავდასხმა გაერთიანებული ოპოზიციის ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატზე – სანდრა რულოვსს “ქართული ოცნების” აგენტ პროვოკატორებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. ტელეკომპანია “ოდიში” მერობის კანდიდატზე გადაცემას ამზადებდა, როდესაც “ქართული ოცნების” აგენტ-პროვოკატორები გამოჩნდნენ. მათ მერობის კანდიდატს სიტყვიერი, ხოლოდ გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „ძალიან უხეშად მოვიდნენ გინებით, ქართულად მეგრულად. არ გვამუშავეს. ჩვენ აქ პატარა გადაღება […]
“ლევან ვასაძე ხელისუფლების დამხობას ვერ შეძლებს – სხვისი საჯდომების სადარაჯოზე დგომა უხერხულია”
ქვეყანაში უცნაური რამეები ხდება – რაინდი ლევან ვასაძე ხელისუფლებას დამხობით ემუქრება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თბილისში გეიაღლუმი გაიმართება. გეიაღლუმის წინააღმდეგ გამოდის ქართული მარშიც და წესით ისინი ვასაძესთან უნდა გაერთიანებულიყვნენ, მაგრამ მათ შორის დიდი შუღლი ჩამოვარდა. გამორიცხული არაა, გეიაღლუმის მონაწილეების ნაცვლად ერთმანეთი დაარბიონ. რატომ ემუქრება ვასაძე ხელისუფლებას, გველოდება თუ არა საჯდომების რევოლუცია, რა უნდა გადაიკითხოს […]
სოსო ცინცაძე – “გახარია ივანიშვილის ჩრდილში ყოფნას არ დათანხმდება”
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს იმაზე, შეცვლის თუ არა მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია. – უსუფაშვილმა თქვა, პრემიერი არის გახარია და არა ბახტაძეო. როგორ ფიქრობთ, გახარიას პრემიერ-მინისტრობა გადაწყვეტილია? – პერსონიფიცირების პრობლემაა. ვინ უფრო კარგად არის ქვეყნის არაფორმალურ ლიდერთან. ამერიკის მაგალითი მახსენდება: პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მრჩეველი იყო ბჟეზინსკი უშიშროების საკითხებში, მაგრამ მთელი ამერიკა ფიქრობდა, რომ […]
მამუკა გამყრელიძე – “მინისტრები ზუგდიდში დაფახფახებული ვერტმფრენით ჩამოფრინდნენ, 4 ცალი ყოლიათ, დაუშლიათ და იმ 4-დან ეს 1 ძლივს აუწყვიათ”
“ახალი თაობის” კითხვებს ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” -ს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, გასული დღეები ზუგდიდში გაატარეთ, კარდაკარი ჩაატარეთ. რა ხდება, რა სიტუაციაა? ფიქრობენ, რომ ყველაზე მწვავე წერტილი ამ შუალედურ არჩევნებში სწორედ ზუგდიდის მერის არჩევნები იქნება. რას იტყვით თქვენ? – სამეგრელო არის ყველაზე აქტიური რეგიონი პოლიტიკურად. 2003 წლის მოვლენებიც სწორედ სამეგრელოდან დაიწყო. […]
მიხეილ სააკაშვილი – “ვერ გამაჩერებენ, ბოლომდე ვიძიებ შურს ჩემი შვილის მკვლელებზე“
”მე ნამდვილად ვარ შვილმკვდარი მამა და ვიძიებს შურს ჩემი შვილის მკვლელებზე” – ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ემიგრანტებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. სააკაშვილის თქმით, ის საკუთარ შვილებად მიიჩნევდა ქუთაისის პარლამენტს, ამერიკული ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ბათუმში, ქართულ ჯარს, სამხედრო წარმოებას, რომელიც მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა გაანადგურა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის როგორ შვილმკვდარი მამა თავს ისე გრძნობს. […]










