გარისკავს თუ არა კიდევ ერთხელ ივანიშვილი არჩევნების გაყალბებას, რა გაფრთხილება მისცა დასავლეთმა “ქართულ ოცნებას”, რატომ არის სისულელე სააკაშვილით ხალხის დაშინება. რას გადაწყვეტს ზუგდიდის არჩევნები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია ესაუბრება. – დიდი მცდელობის მიუხედავად, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ოლიგარქმა ვერ მოიგო, ხალხმა ის არჩევანი გააკეთა, რაც თავად სურდა. ეს განწყობა საქართველოსაც […]
კატეგორია: პოლიტიკა
ზაალ კასრელიშვილი – “ინგუშეთი საქართველოს შემადგენლობაში შესვლას ითხოვს”
რა ხდება ინგუშეთში, აქვთ თუ არა უფლება ინგუშებს, შეურთდნენ საქართველოს, დაკარგავს თუ არა კრემლი კავკასიას? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება. ზაალ კასრელიშვილი: – კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის, კავკასიურ დიასპორათა ევროპული წარმომადგენლობის და კავკასიის სახალხო ფორუმის სახელით მინდა, ინგუში ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო. უფლებამოსილი ვარ მათ ვუთხრა – ძმებო ინგუშებო, თქვენ […]
“სირცხვილია!.. ფიქრობთ, რომ ამოეფარებით ქართულ ჯარს და შეკითხვებს არ დავსვამთ კორუფციაზე ქართულ ჯარში?”- სალომე სამადაშვილი ლევან იზორიას
თავდაცვის მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები ქართულ ჯარს აზიანებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სამარცხვინოს უწოდებს. სამადაშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ ქართულ ჯარს ამოეფაროს და ამით აიცილოს ის კრიტიკა და შეკითხვები, რომელიც სამხედრო უწყებაში არსებულ კორუფციას და კანონდარღვევებს უკავშირდება. „ბატონო მინისტრო, სრულიად უპრეცენდენტო ფაქტის მომსწრე გავხდით აქ, […]
„თუ ასე აღელვებთ კორუფციის ფაქტები და თავდაცვის ძალებში არსებული სიტუაცია, მოვიდნენ, კარი ყველასთვის ღიაა“ – ლევან იზორიას მიმართვა ოპოზიციას
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა. იზორია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში იმყოფება. იზორიას განცხადებით, ოპოზიციის ბრალდებები თავდაცვის სამინისტროში კორუფციასთან დაკავშირებით ტყუილი და აბსურდია. „მაინტერესებს, რა კონკრეტულ ინფორმაციასა და ფაქტს ეფუძნებიან. ვფიქრობ, ეს არ არის სერიოზული ადამიანების განცხადებები, რომლებსაც ამბიცია აქვთ, ხალხს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ და აქვთ ამბიცია, პარლამენტში ხალხის […]
ჯარიდან პროტესტით წასული მფრინავი პარლამენტის სხდომაზე არ შეუშვეს
პარლამენტის სხდომაზე, სადაც მინისტრი ლევან იზორია მოხსენებით გამოდის, თავდაცვის სამინისტროდან პროტესტის ნიშნად წასული მფრინავი ქალი არ შეუშვეს. ეკატერინე ქვლივიძე სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ვერ მოხვდა. ირაკლი კობახიძეს ეკატერინე ქველიძის დარბაზში დაშვების შესახებ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ მიმართა. კობახიძემ გადაწყვეტილება, არ დაეშვა ქვლივიძე დარბაზში, რისკების თავიდან აცილებით ახსნა. თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი ეკატერინე ქვლივიძე ხელმძღვანელობას გენდერული ნიშნით […]
თორნიკე შარაშენიძე – “კომიკური იყო, ერთ დღეში “ოცნება” ზვიადისტებად რომ გადაიქცა”
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს. – ბატონო თორნიკე, საპროტესტო მუხტი საზოგადოებაში საგრძნობლად მატულობს. ეს ყველაფერი მალე მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და შესაძლოა სიტუაცია უკონტროლო გახდეს, ხელისუფლება კი გასულია მომსახურების ზონიდან. რას იტყვით თქვენ? – ხელისუფლების პრობლემა არის ის, რომ თვითონ უშუალოდ მინისტრთა კაბინეტი, ერთი-ორი ადამიანის გამოკლებით, არის ძალიან სუსტი, არა აქვთ ხედვა, […]
ნინო ბურჯანაძე – „თუ ვინმე სააკაშვილთან გარიგებას დააპირებს, ჩემი პარტიის წევრი აღარ იქნება“
რაც უფრო ცოტა დრო რჩება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მით უფრო აქტიურდება სხვადასხვა სახის თანამშრომლობა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ზოგმა პარტიამ უკვე დაიწყო ბლოკების შექმნაზე ზრუნვაც. ვისთან მართავს კონსულტაციებს, რა პასუხი აქვს სააკაშვილთან მისი გარიგების შესახებ ჭორზე, აქვს თუ არა აზრთა სხვადასხვაობა თანაპარტიელ გუბაზ სანიკიძესთან, რას ფიქრობს მისი ვაჟის პოლიტიკაში მოსვლაზე და ხომ არ შეუცვლია […]
ივანიშვილი კვირიკაშვილს შეურიგდა
აშკარაა, რომ “ოცნების” მამამთავარი პარტიაში ძველი სახეების დაბრუნებაზე სერიოზულად მუშაობს. ახალი სახეების გამოხდომებმა ხალხს არც თუ კარგად დავიწყებული ძველები მოანატრა. ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ “ოცნების” ცის კაბადონზე შესაძლოა, კიდევ ერთი ექსპრემიერის ვარსკვლავი აციმციმდეს. საუბარია გიორგი კვირიკაშვილზე, რომელიც მმართველი პარტიიდან და მთავრობიდან სკანდალებით წავიდა. “ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ უცხოელი ბიზნესმენების და სასულიერო […]
”სააკაშვილს გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების დროს საკუთარი გარემოცვა დაუპირისპირდა”
რატომ არ გამოიძია მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას მკვლელობა? დღევანდელ ვითარებაში შესაძლებელია თუ არა ამ საქმის გამოძიება? – ამ კითხვებს პასუხობს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ 2004 წელს შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრი იყო. – ბატონო ტარიელ, რატომ არ გამოიძია წინა ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა? როგორც ვიცი, სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომლის წევრი […]
სანდრა რულოვსი ზუგდიდის მცხოვრები გახდა
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდის იუსტიციის სახლში იმყოფებოდა და საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა, რაც იმას ნიშნავს, ის უკვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრები გახდა. ,,ჩამოვედი და უკვე ვიცხოვრებ აქ, რომ დავეხმარო ზუგდიდელებს და ერთად გადავჭრათ პრობლემები. ვიქნები ჩემს ზუგდიდელებთან ერთად“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა. ნიუპოსტი










