სანდრა რულოვსი ზუგდიდის მცხოვრები გახდა

სანდრა რულოვსი ზუგდიდის მცხოვრები გახდაგაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდის იუსტიციის სახლში იმყოფებოდა და საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა, რაც იმას ნიშნავს, ის უკვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრები გახდა.

,,ჩამოვედი და უკვე ვიცხოვრებ აქ, რომ დავეხმარო ზუგდიდელებს და ერთად გადავჭრათ პრობლემები. ვიქნები ჩემს ზუგდიდელებთან ერთად“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ნიუპოსტი