„თუ ასე აღელვებთ კორუფციის ფაქტები და თავდაცვის ძალებში არსებული სიტუაცია, მოვიდნენ, კარი ყველასთვის ღიაა“ – ლევან იზორიას მიმართვა ოპოზიციას

„თუ ასე აღელვებთ კორუფციის ფაქტები და თავდაცვის ძალებში არსებული სიტუაცია, მოვიდნენ, კარი ყველასთვის ღიაა“ - ლევან იზორიას მიმართვა ოპოზიციასსაქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა. იზორია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში იმყოფება.

იზორიას განცხადებით, ოპოზიციის ბრალდებები თავდაცვის სამინისტროში კორუფციასთან დაკავშირებით ტყუილი და აბსურდია.

„მაინტერესებს, რა კონკრეტულ ინფორმაციასა და ფაქტს ეფუძნებიან. ვფიქრობ, ეს არ არის სერიოზული ადამიანების განცხადებები, რომლებსაც ამბიცია აქვთ, ხალხს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ და აქვთ ამბიცია, პარლამენტში ხალხის სახელით იყვნენ წარმოდგენილი. ძალიან მაინტერესებს და თქვენთან ერთად მოვისმენდი ამ ე.წ კორუფციის ფაქტებს. ორ წელზე მეტია, რაც თავდაცვის უწყებაში ვართ, ჯერ არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ მინახავს ამ სფეროთი დაინტერესებული. ვიღაც გამოდის და ამბობს, რომ ჯარში ხორცი არ არის, ჯარი შიმშილობის პირასაა, თითქოსდა კორუფციული ინტერესების გამო, ტენდერი ჩავარდა, თუმცა აღნიშნულზე ტენდერი საერთოდ არ ჩაგვიტარებია. დიდი თხოვნა მაქვს, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.