რატომ ამარაგებს საქართველო აფხაზებს ელექტროენერგიით, რა კითხვის ნიშნები ჩნდება ამ საქმეში, რატომ ემუქრება მოსკოვი ბიძინა ივანიშვილს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია ესაუბრება. პაატა დავითაია: – ენგურჰესის მართვის პულტი არის აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო იმ ტერიტორიას, სადაც კაშხალია, აკონტროლებს საქართველო. ამიტომ თბილისსა და სოხუმს შორის მოხდა შეთანხმება, რომ აფხაზებს ელექტროენერგიას […]
კატეგორია: პოლიტიკა
“ქართუს” სკანდალი და ფულის შესაძლო გათეთრება – ოპოზიცია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს
„ნაციონალური მოძრაობა“ „ბანკი ქართუს“ მიერ ფულის გათეთრების სავარაუდო სქემის შესწავლას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს რა კავშირი ჰქონდა „ქართული ოცნების“ წევრს, შოთა შალელაშვილს და მის შვილს გარი შალონს “ქართუ ბანკთან.“ გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატის შვილი ამერიკული ბანკიდან მოპარულ ფულს, სწორედ „ქართუ ბანკში“ ინახავდა. საბოლოოდ დეპუტატის ძებნილი შვილის ანგარიშები ამერიკის პროკურატურამ დააყადაღა, თუმცა მანამდე, […]
“საზოგადოებაში განცდაა, რომ საჭიროა მესამე პოლიტიკური ძალა“ – ნარჩემაშვილმა უმრავლესობა დატოვა
კობა ნარჩემაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მისი თქმით, „საზოგადოებაში განცდაა, რომ საჭიროა მესამე პოლიტიკური ძალა“. ნარჩემაშვილი ამბობს, რომ ის არცერთ გუნდს არ უერთდება. „უმრავლესობა დავტოვე, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვუერთდები არც ერთ პოლიტიკურ ძალას, ჯერჯერობით ვაგრძელებ მუშაობას დამოუკიდებელ რეჟიმში, შემდეგ ვნახოთ. ჯერ გარკვეულ გადაჯგუფებაზე ჩემი მხრიდან საუბარი ნაადრევია“- განაცხადა ნარჩემაშვილმა.
ღარიბაშვილის დაბრუნება და წულუკიანის შესაძლო წასვლა – “ხელისუფლება აგონიაშია”
გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრი თანამდებობას დატოვებს, ირაკლი ღარიბაშვილს კი, შესაძლოა ერთ-ერთი უწყება ჩააბარონ.ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება აგონიაში. გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს დასაყრდენი არ ჰყავს. „აგონიაში მყოფი ხელისუფლება უნდა იყო, რომ გამოაცხადო კასტინგი რომ გადაიბიროს ხალხი. დასაყრდენი აღარ ჰყავს, ამიტომ წავიდა ვაბანკზე, დააბრუნა ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე დიდი […]
სააკაშვილი – “ხაზარაძეს არც თავმოყვარეობა აქვს და არც ჭკუა, ამიტომ ნუ შეიცოდებთ, როდესაც ბოლომდე შეახრამუნებს ზვიგენთა მფლობელი”
მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ნაციონალების საწინააღმდეგო განცხადებას დღესაც ხელს მოაწერდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასე გამოეხმაურა: “თურმე, კრედიტორებზე წნეხის შემცირების მოთხოვნა და ზემოგებებზე უარის თქმა “განკულაკება” ყოფილა და არა – ცივილიზებული საბანკო ურთიერთობები. მინდა მათ ვუთხრა, ვინც მამუკა ხაზარაძეში ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პოტენციურ მოკავშირეს ხედავს. იგივე შეცდომა დავუშვი მე, როდესაც პატარკაციშვილის საფრთხის გამო, ივანიშვილის […]
ირაკლი იაშვილმა გიგი უგულავას “ოცნების” ბოზი უწოდა – “შენი ადგილი საქათმეშია”
გიგი უგულავას პოსტს ირაკლი იაშვილის წინააღმდეგ ირაკლი იაშვილმა უპასუხა. “უგულავა, ეს რა დაგიწერია?! გინდა აგიხსნა რა განსხვავებაა შენს და ჩემს შორის და რატომ არ ხარ შენ ჩემი ტოლი და რატომ ვერ იქნები ვერც ამ და ვერც იმ ცხოვრებაში? მე ვიყავი “ოცნების” მხარდამჭერი (მომავალში არ ვიცი ვიქნები თუ არა იმიტომ, რომ არავის ვალი არ მაქვს), ხოლო […]
მამუკა ხაზარაძე – “ნაციონალების წინააღმდეგ დაწერილ იმ წერილს დღესაც ხელს მოვაწერდი”
იმ წერილს დღესაც ხელს მოვაწერ. გულწრფელი ვიყავი. ერთი მხრივ, ყოფილი ლიდერი გაკულაკებით გვემუქრებოდა, მეორე ამბობდა, რომ გადავჭამეთ მოსახლეობა, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ განცხადების გავრცელებით მამუკა ხაზარაძემ მუქარის წერილის ერთ-ერთი პირობა შეასრულა, თუ მართლა გულწრფელად ფიქრობდა რევანშის საფრთხეზე, ბიზნესმენი პასუხობს, რომ ის აბსოლუტურად […]
თაკო ჩარკვიანი – ”ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს და მოვიდეს კოალიციური მთავრობა”
„კანონი და სამართალი“ – ასე ჰქვია თაკო ჩარკვიანის პარტიას, რომლის დამფუძნებელი ყრილობა დღეს ჩატარდა. ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარტიის ლიდერმა. მან იმ ღრმა კრიზისზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ქვეყანაში დგას და რამაც აიძულა პარტია შეექმნა. თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციიის გაერთიანებამ აჩვენა, რომ შესაძლებელია გამარჯვება და სწორედ მაშინ დაიგეგმა პარტიის შექმნა. თაკო ჩარკვიანის […]
დავით ბაქრაძე – „ჩვენი ამოცანაა, „ოცნების“ ყველა ნაწილი სახლში გავუშვათ“
საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტია „ქართული ოცნების“ რიგებს წევრები ყოველდღე ტოვებენ. პარალელურად არ ცხრება ვნებათაღელვა სასამართლო სისტემის ირგვლივ. ამ ფონზე თითქმის სრული ოპოზიციური სპექტრი ერთიანია და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს. თუმცა, დასუსტებული მმართველი გუნდი პოზიციებს ისევ არ თმობს. რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, გაერთიანდება თუ არა „ევროპული საქართველო“ ნაცმოძრაობასთან, ითანამშრომლებენ თუ არა „ოცნებიდან“ წამოსულებთან და რატომ […]
ნუკრი ქანთარია – “ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება კარგი ამბავია”
“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ირაკლი ღრაიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბრობს. – ბატონო ნუკრი, ღარიბაშვილის დაბრუნება პარტიაში თქვენთვის რა მესიჯია, თქვენ როგორ აღიქვით? – ირაკლი ღარიბაშვილმა როდესაც პრემიერის პოსტი დატოვა, დიდი სიმპატია გაიყოლა. ეს აშკარა იყო, ერთ-ერთ დიდ შეხვედრაზე სპორტის სასახლეში მას ხალხი ოვაციებით შეხვდა. მას აქვს გარკვეული რესურსი, მას ჰყავს […]










