“საზოგადოებაში განცდაა, რომ საჭიროა მესამე პოლიტიკური ძალა“ – ნარჩემაშვილმა უმრავლესობა დატოვა

"საზოგადოებაში განცდაა, რომ საჭიროა მესამე პოლიტიკური ძალა“ - ნარჩემაშვილმა უმრავლესობა დატოვაკობა ნარჩემაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მისი თქმით, „საზოგადოებაში განცდაა, რომ საჭიროა მესამე პოლიტიკური ძალა“. ნარჩემაშვილი ამბობს, რომ ის არცერთ გუნდს არ უერთდება.

„უმრავლესობა დავტოვე, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვუერთდები არც ერთ პოლიტიკურ ძალას, ჯერჯერობით ვაგრძელებ მუშაობას დამოუკიდებელ რეჟიმში, შემდეგ ვნახოთ. ჯერ გარკვეულ გადაჯგუფებაზე ჩემი მხრიდან საუბარი ნაადრევია“- განაცხადა ნარჩემაშვილმა.