კატეგორია: პოლიტიკა

“ვერ ხვდება რა ხდება დღეს” – ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტს არ გამორიცხავს

ეკა ბესელიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე სათანადოდ ვერ აცნობიერებს რეალობას. და პარლამენტი 5 კაცის სათარეშო ადგილად აქცია. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტსაც არ გამორიცხავს. „მე მგონი ვერ ხვდება რა ხდება დღეს, რა პროცესი მიმდინარეობს, სამწუხაროდ. ის, რომ ამ პროცესს ისე აფასებდეს, როგორც უნდა აფასებდეს, სამწუხაროდ, არ დაუშვებდა ასეთ ფატალურ შეცდომებს და პარლამენტი არ გახდებოდა […]

სალომე ზურაბიშვილი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველო და აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში სოლიდარობას უცხადებენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებიდან მოკლე ხანში ჩავიდა აზერბაიჯანში, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ილჰამ ალიევის თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობებს […]

რომან კაკულიამ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბოდიში მოუხადა – “მე არ მინდოდა მათთვის სიტყვის არმიცემა”

ბოდიშს ვუხდი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ჩემი ჩანაფიქრი არ იყო მათთვის სიტყვის არ მიცემა, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი განმარტებით, დღევანდელ კომიტეტზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე იმიტომ არ შედგა, რომ საკუთარ თავზე არ აიღო ბანკზე უარყოფითი გავლენის შესაძლო რისკი. […]

ხათუნა ლაგაზიძე – ”ხაზარაძის პოლიტიკაში წასვლა არც ”ოცნებას” სჭირდება და არც ნაციონალებს”

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე მიდის როგორც სამეთვალყურეო საბჭოდან ისე ბანკიდან. ბანკს მასთან ერთად ტოვებს „თიბისის“ თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძეც. ისინი არ აპირებენ აქციების დათმობას. ბადრი ჯაფარიძე გეგმავს, პერსონალურად დაამტკიცოს სიმართლე. კერძოდ ის, რომ 10 წლის წინ ფულის გათეთრებაში მონაწილეობა არ მიუძღვით. ხაზარაძე იმედს გამოთქვამს, რომ საქმიანობას გააგრძელებს ანაკლიის პორტის მშენებლობის კონსორციუმში. რას ნიშნავს […]

მამუკა ხაზარაძე – ”მე და ბადრი თიბისიდან ძალით გაგვაგდეს, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ“

„ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებით დავტოვეთ ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ,“ – ეს განცხადება „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა. ხაზარაძე დღეს პარლამენტში ბანკის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ იმყოფებოდა, თუმცა კომიტეტის სხდომა ჩაიშალა და დეპუტატებს არც ბანკისდამფუძნებლებისთვის და არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის არმოუსმენიათ. მამუკა ხაზარაძემ უკმაყოფილება გამოთქვა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და […]

მამუკა ხაზარაძე – კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ პარლამენტში გამოსვლით „თიბისის“ რაიმე ზიანი მიადგებოდა

მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ „თიბისის“ მათი კომიტეტზე გამოსვლით ზიანი მიადგებოდა, არ ეთანხმება,- ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც კომიტეტის სხდომა, რომელზეც ის და ბადრი ჯაფარიძე უნდა გამოსულიყვნენ, ჩაიშალა. „კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რაიმე ზიანი შეიძლება მიყენებოდა აქ გამოსვლით. ჩვენ აქ არ ვართ, როგორც კერძო […]

“თიბისი ბანკის” საქმეზე მიმდინარე სხდომა განხილვის გარეშე დასრულდა

„თიბისი ბანკის“ საქმეზე ჩანიშნული კომიტეტის სხდომა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და „თიბისი ბანკის“ ხელმძძღვანელები ესწრებოდნენ განხილვის გარეშე დასრულდა. სხდომის ფარგლებში ვერ შეთანხმდნენ ფორმატზე, თუ რა სახით უნდა ჩატარებულიყო სხდომა, ამიტომ ყოველგვარი განხილვის გარეშე დასრულდა. კომიტეტზე სიტყვით მხოლოდ სებ-ის პრეზიდენტი გამოვიდა, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი განცხადებების გაკეთების საშუალება არ მიეცათ.

“იმ ანეგდოტამდე ვართ მისული, რომ მოიფიქრე რამე თორემ დაგვენგრა ოჯახიო ” – ნუკრი ქანთარია “ოცნებაში” არსებულ დაძაბულ ვითარებაზე

“ქართული ოცნების” წევრმა, ნუკრი ქანთარიამ მმართველ გუნდში მიმდინარე დაძაბულ პროცესებთან დაკავშირებით კომენატარი გააკეთა. მისი თქმით, არსებული პროცესები სასიამოვნო ნამდვილად არ არის და პოზიციას, რომელიც უმრავლესობაში დარჩენის გადაწყვეტილებას უმყარებს ის საქმეა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მოკიდა ხელი. “სასიამოვნო პროცესები არ მიდის, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ ანეგდოტამდე ვართ მისული, რომ მოიფიქრე რამე თორემ დაგვენგრა ოჯახიო, […]

მამუკა ხაზარაძე პარლამენტში მივიდა

მამუკა ხაზარაძე პარლამენტში მივიდა. ის და „თიბისი ბანკის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე დეპუტატებს საქმესთან დაკავშირებით დეპუტატებს ინფორმაციას მიაწვდიან. მამუკა ხაზარაძეს კომიტეტის სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მან თქვა, რომ განცხადებას, პარლამენტში სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გააკეთებს. „შევალ სხდომაზე, ვიტყვი სიტყვას და მერე გამოვალ,“ – განუცხადა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს. პარლამენტში იმყოფება ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც, […]

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში მივიდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში მივიდა. გვენეტაძე საკანონმდებლო ორგანოში მისვლის მიზეზებს და გუშინ გავრცელებულ განცხადებას განმარტავს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, განცხადებაში არ იყო ნათქვამი, რომ ის საკანონმდებლო ორგანოში არ მივიდოდა. მისივე თქმით, ნათქვამი იყო, რომ არ მიიჩნევდა კომიტეტის სხდომაზე “თიბისი” ბანკის საკითხის განხილვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა. „არ დაგეთანხმებით, რომ მე არ ვაპირებდი, ამ სხდომაზე მონაწილეობის მიღებას. […]