“იმ ანეგდოტამდე ვართ მისული, რომ მოიფიქრე რამე თორემ დაგვენგრა ოჯახიო ” – ნუკრი ქანთარია “ოცნებაში” არსებულ დაძაბულ ვითარებაზე

"იმ ანეგდოტამდე ვართ მისული, რომ მოიფიქრე რამე თორემ დაგვენგრა ოჯახიო " - ნუკრი ქანთარია "ოცნებაში" არსებულ დაძაბულ ვითარებაზე“ქართული ოცნების” წევრმა, ნუკრი ქანთარიამ მმართველ გუნდში მიმდინარე დაძაბულ პროცესებთან დაკავშირებით კომენატარი გააკეთა.

მისი თქმით, არსებული პროცესები სასიამოვნო ნამდვილად არ არის და პოზიციას, რომელიც უმრავლესობაში დარჩენის გადაწყვეტილებას უმყარებს ის საქმეა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მოკიდა ხელი.

“სასიამოვნო პროცესები არ მიდის, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ ანეგდოტამდე ვართ მისული, რომ მოიფიქრე რამე თორემ დაგვენგრა ოჯახიო, გახსოვთ ალბათ. ჩემი გასვლა-არგასვლის საკითხი არ დგას ახლა. მე მგონი, ყოველ შემთხვევაში, ჩემში ეს არ დგას და ამის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი არის ბიძინა ივანიშვილი, რადგან ჩვენი საუბრების შემდეგ მე გამიჩნდა რწმენა, რომ თანადგომა მას კი არა პირადად, არამედ რა საქმესაც მან მოკიდა ხელი, გაცილებით უფრო სჭირდება ახლა სწორედ” – აღნიშნა ქანთარიამ.