“ვერ ხვდება რა ხდება დღეს” – ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტს არ გამორიცხავს

"ვერ ხვდება რა ხდება დღეს" - ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტს არ გამორიცხავსეკა ბესელიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე სათანადოდ ვერ აცნობიერებს რეალობას. და პარლამენტი 5 კაცის სათარეშო ადგილად აქცია. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტსაც არ გამორიცხავს.

„მე მგონი ვერ ხვდება რა ხდება დღეს, რა პროცესი მიმდინარეობს, სამწუხაროდ. ის, რომ ამ პროცესს ისე აფასებდეს, როგორც უნდა აფასებდეს, სამწუხაროდ, არ დაუშვებდა ასეთ ფატალურ შეცდომებს და პარლამენტი არ გახდებოდა 5 კაცის სათარეშო ადგილი. ეს არ არის ის ინსტიტუცია, სადაც საძმაკაცო, სამეგობრო და სადაქალო შეიძლება არსებობდეს. ეს არის პარლამენტი, წარმომადგენლობითი ორგანო. მე წინ პარლამენტში ძალიან ბევრი რამ გავაკეთე, რომ ეს ინსტიტუციური სიძლიერე ეჩვენებინა პარლამენტს და გული დამწყდა, როდესაც დავინახე, როგორ ინგრევა რაც ძალიან დიდი რუდუნებით, 4 წელი ვაშენეთ. მე მგონი, ამას უბრალოდ ვერ აცნობიერებს. თუ ამას განზრახ აკეთებს, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა.“ – განაცხადა ეკა ბესელიამ და ჟურნალისტის კითხვაზე მოსალოდნელია თუ არა ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტი, მმართველი გუნდი ყოფილმა წევრმა ეს შესაძლებლობა არ გამორიცხა.