“თიბისი ბანკის” საქმეზე მიმდინარე სხდომა განხილვის გარეშე დასრულდა

"თიბისი ბანკის" საქმეზე მიმდინარე სხდომა განხილვის გარეშე დასრულდა„თიბისი ბანკის“ საქმეზე ჩანიშნული კომიტეტის სხდომა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და „თიბისი ბანკის“ ხელმძძღვანელები ესწრებოდნენ განხილვის გარეშე დასრულდა.

სხდომის ფარგლებში ვერ შეთანხმდნენ ფორმატზე, თუ რა სახით უნდა ჩატარებულიყო სხდომა, ამიტომ ყოველგვარი განხილვის გარეშე დასრულდა. კომიტეტზე სიტყვით მხოლოდ სებ-ის პრეზიდენტი გამოვიდა, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი განცხადებების გაკეთების საშუალება არ მიეცათ.