პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მამუკა ხაზარაძის მიერ “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს. – ბატონო მამუკა, თქვენ როგორ ხსნით მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას? რატომ თმობს პოზიციებს? – მართალი გითხრათ, ძალიან ბუნდოვანი ისტორიაა. ბევრი კითხვაა, რომელიც პასუხგაუცემელია. თუმცა, მამუკა ხაზარაძის ამ გადაწყვეტილებით, ერთ კითხვას პასუხი ნამდვილად გაეცა. – რას გულისხმობთ? – საზოგადოების ნაწილი, […]
კატეგორია: პოლიტიკა
“ასეთ დროს რჩება მხოლოდ – კბილი კბილის წილ” – გიგი უგულავა კუპრავას დაკავებაზე
სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას დაკავების ფაქტს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ეხმაურება: “ყოჩაღ! სოჭი კი არა, სტავროპოლი აიღეს! ყველა ავტორიტარული რეჟიმი თავის მურუსიძის სასამართლოს განჩინებას იშველიებს. ყველაზე ამაზრზენი ახლა დაიწყება – ფუf არ მევასება კუპრავა. პ.ს. მეორე ლოყის მიშვერა ამოიწურა. ასეთ დროს რჩება მხოლოდ – კბილი კბილის წილ.”
ზვიად კუპრავა დააკავეს – ვიდეო
„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დააკავეს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთასამინისტროს პრესსამსხურიდან აცნობეს. “2019 წლის 24 თებერვალს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა ზვიად კუპრავას დაკავება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). აღნიშნული დანაშაულისთვის ზვიად […]
ალეკო ელისაშვილი – “ხაზარაძეს გვერდში დავუდგები ყველა ბრძოლაში, თიბისის ხელში ჩაგდება რუსულ ალფა ბანკს უნდა”
“ახალი თაობის” კითხვებს ალეკო ელისაშვილი პასუხობს. ინტერვიუ ჩაწერილია მამუკა ხაზარაძის განცხადებამდე თიბისი ბანკიდან წასვლის შესახებ. – ალეკო სულ უფრო ხშირად გვესმის შეფასებები, რომ ქვეყანაში სიტუაცია ძალიან აირია, რომ მოიშალა სასამართლო სისტემა, რომ უტევენ და ატერორებენ ბიზნესს. როგორია თქვენი შეფასებები ამ ყველაფერზე? – პირველ რიგში მე მაინტერესებს, ნეტა ვინმე ვინც ივანიშვილის გარემოცვაშია, თუ უსვამს ივანიშვილს კითხვას, […]
“ბესელია ივანიშვილზე ჭკვიანურად იქცევა, ბიძინამ, შესაძლოა, კობახიძის გუნდი გაწიროს”
“ახალი თაობის” კითხვებს ფსიქოლოგი, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე პასუხობს. – ბატონო რამაზ, ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა და დამოუკიდებელი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აპირებს. როგორც ამბობენ, ბიძინა განრისხებულია ბესელიაზე და ყველაფერი ამიტომ მოხდა. როგორია თქვენი შეფასებები? – ამ საკითხს შევხედოთ პოლიტიკური კუთხით, იმიტომ, რომ ადამიანური ურთიერთობის კუთხით ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ემოციები ცუდი მრჩევლები არიან პოლიტიკაში. ისედაც […]
შოთა მალაშხია – “ქართულ ოცნებაში” მიხვდნენ, რომ ივანიშვილი არაფრის გარანტორი აღარაა”
პარლამენტის უმრავლესობაში გაჩაღებულ რღვევის პროცესსა და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერ შოთა მალაშხიას. შოთა მალაშხია: – ის, რაც ახლა პარლამენტში, ასევე მის გარეთ ხდება, საპრეზიდენტო არჩევნების გაგრძელებაა. ეს არჩევნები რომ გაყალბდა და ძალადობის ფონზე გაიმართა, მსოფლიომ შეიტყო. ამაზე მეტყველებს საერთაშორისო და ევროპული ორგანიზაციების საშინლად უარყოფითი დასკვნები ამ არჩევნების თაობაზე. […]
რა უთხრა გაბრაზებულმა ეკა ბესელიამ თამარ ჩუგოშვილს? – ვიდეო
ეკა ბესელიამ კომენტარი გააკეთა ინტერნეტში გავრცელებულ ცნობილ ვიდეოკადრზე, როდესაც ის თამარ ჩუგოშვილს გაბრაზებული გამოელაპარაკა რამდენიმე წამით. “გაბრაზებული მივდიოდი ტრიბუნისკენ, თამარს ვუთხარი, რომ აღარ არის რომანტიზმის და განცხადებების დრო, ვუთხარი, თამარ, გადადგი ეს ნაბიჯი და მე მოვაწერ ხელს თქო. ეს იყო ჩემი ნათქვამი.” – განაცხადა ეკა ბესელიამ. მარშალპრესი
მამუკა მდინარაძემ ბესელიას ინიციატივას არაკონსტიტუციური უწოდა
ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პარტიაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. მდინარაძემ ბესელის კანონპროექტზე საუბრისას თქვა, რომ ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობდა, “ანტიკონსტიტუციურია”. „ძალიან ცუდი ტრენდია ის, რომ გარკვეული პირობის არშესრულების შემდეგ რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ ჩვენი გუნდი დატოვა. როდესაც ჩვენი გუნდის წევრები ტოვებენ გუნდს, არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ ჩვენ […]
„ყველას ვურჩევ, რომ ემოციურ ფონზე განცხადებები არ გააკეთონ” – ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე ქართულ ოცნებაში მიმდინარე პროცესებს და სამი დეპუტატის მიერ გუნდის დატოვებას გამოეხმაურა. ის ბესელიას განცხადებებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ემოციურ შეფასებებზე კომენტარს არ გააკეთებს. „ყველას ვურჩევ, რომ ემოციურ ფონზე განცხადებები არ გააკეთონ,“ – თქვა მან. „ეს იყო პროცესების ლოგიკური გაგრძელება. ამ პროცესებს ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებდით ყველა ერთად. რაც შეეხება განცხადებებს, ემოციურ ფონზე გაკეთებულ […]
გედევან ფოფხაძე ქართულ ოცნებას ტოვებს
გედევან ფოფხაძემ ფრაქცია ქართულ ოცნებას წასვლის განცხადებით მიმართა. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ფოფხაძემ პარტიასაც მიმართა წასვლის განცხადებით. „როგორც ფრაქციის ხელმძღვანელს, განცხადებით მომმართა ფრაქციის დატოვებაზე გედევან ფოფხაძემ. როგორც ვიცი, მან პარტიასაც მიმართა ასეთი განცხადებით. ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პარტიას ტოვებენ ჩვენი კოლეგები, ჩვენი თანაგუნდელები, მაგრამ მათ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ასევე, ძალიან […]










