გედევან ფოფხაძე ქართულ ოცნებას ტოვებს

გედევან ფოფხაძე ქართულ ოცნებას ტოვებსგედევან ფოფხაძემ ფრაქცია ქართულ ოცნებას წასვლის განცხადებით მიმართა. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ფოფხაძემ პარტიასაც მიმართა წასვლის განცხადებით.

„როგორც ფრაქციის ხელმძღვანელს, განცხადებით მომმართა ფრაქციის დატოვებაზე გედევან ფოფხაძემ. როგორც ვიცი, მან პარტიასაც მიმართა ასეთი განცხადებით. ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პარტიას ტოვებენ ჩვენი კოლეგები, ჩვენი თანაგუნდელები, მაგრამ მათ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ასევე, ძალიან სამწუხაროდ, იმ მიზეზით, რომ მმართველმა გუნდმა არ მისცა ხმა არაკონსტიტუციურ კანონს. იმის იქით, რაც უნდა ლეგიტიმური მიზნები იყოს, რაც უნდა ემოციებზე და პიარზე დაგეგმილი კამპანია იყოს, ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური შეცდომა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გედევან ფოფხაძე ერთ-ერთია იმ 9 დეპუტატიდან, რომელთა კანონპროექტი მოსამართლეების უვადო დანიშვნის შეჩერების თაობაზე პარლამენტმა 21 თებერვალს ჩააგდო. კანონპროექტს მხარი მხოლოდ 45-მ დეპუტატმა დაუჭირა, როცა მის მისაღებად 76 ხმა იყო საჭირო.

მანამდე უმრავლესობა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმაც დატოვეს.

დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა ბექა ნაცვლიშვილიც, თუმცა მისი გადაწყვეტილება სულ სხვა კანონპროექტის ჩავარდნას მოჰყვა. პარლამენტმა არც ნაცვლიშვილის ალტერნატიული ვერსია მიიღო დაგროვებით პენსიაზე.