კატეგორია: პოლიტიკა

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს – პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე გადაწყვეტილება მიიღო. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უმრავლესობა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ბესელიასა და მისი თანამოაზრეების კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. ეკა ბესელიას თქმით, არასწორი დასკვნების გამოტანის მთავარი მიზეზი ის არის, რომ აღნიშნული პროექტის ირგვლივ უმრავლესობის შიგნით მსჯელობა არ ყოფილა. „არასწორია ის ინფორმაცია, […]

„გამომძიებლებს პოლიტიკაზე სასაუბროდ ჩემს სამუშაო ოთახში ვეპატიჟები“ – ზვიად კუპრავა არ გამორიცხავს, რომ დღეს დააკაონ

მას შემდეგ, რაც „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში არ მივიდა, მას უწყებიდან მიმართვის წერილი კიდევ ერთხელ მიუვიდა. კუპრავას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივრის საფუძველზე ელოდებიან, სწორედ ამ მიზეზის გათვალისწინებით, კუპრავა ამბობს, რომ ეს პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებულია და შესაბამისად, განყოფილებაში არც 2 საათის შემდეგაც მივა. „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი გამომძიებლებს მის სამუშაო […]

ბესელია, გოგიჩაიშვილი და ფოფხაძე უმრავლესობას დღეს დატოვებენ

პოლიტიკურ კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა შესაძლოა, ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვონ. მართალია, ამ სამი ადამიანსა და „ოცნებას“ შორის შავმა კატა კარგა ხნის წინ გაირბინა, მაგრამ სამეული „ოცნების“ დატოვებას არ ჩქარობდა, თუმცას პოლიტსაბჭოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, რომლითაც უვადო მოსამართლეებზე ბესელიას კანონპროექტი საბოლოოდ დაიბლოკა, სამეულს უმრავლესობის დღესვე დატოვების გადაწყვეტილება მიაღებინა. ასევე, […]

“ოცნება” ბესელიას გუნდს გაემიჯნა – “მათ კანონპროექტს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს”

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს. პარტიის პოლიტსაბჭოს ინფორმაციით, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას. „ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „საჯარო სივრცეში […]

ნუკრი ქანთარია – “ოცნებისადმი” ხალხის მოლოდინი თანდათან იწურება… მამუკა ხაზარაძე შეიძლება პოლიტიკაში მოვიდეს”

“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ნუკრი, ლევან გოგიჩაიშვილსა და ანრი ოხანაშვილს შორის კომიტეტზე დაპირისპირება იყო. “ოცნების” ნაწილის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის გაჭიანურება ხდება. თქვენი პოზიცია როგორია აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით? – ერთი მხრივ, ცოტა უხერხულობა შეიძლება შეიქმნას, როდესაც მოსამართლეების ნაწილმა უკვე შეასწრო და ნაწილის წინ […]

“ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს უსაფრთხოების საბჭოში შეიყვანს”

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი წარმოდგენილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში. – ბატონო ავთანდილ, სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოში მისი, როგორც პრეზიდენტის, მონაწილეობას ითხოვს. “ქართული ოცნების” დეპუტატები, კონსტიტუციონალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის არბიტრია და არ უნდა იღებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობას. თქვენი პოზიცია როგორია? – სალომე ზურაბიშვილის ეს პოზიცია ახალი არ არის. […]

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მორიგ განცხადებას ავრცელებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მორიგ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, „თიბისი ბანკთან“ დაკავშრებით და 11 წლის განხორციელებულ ტრანზაქციაზე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს ინფორმაცია მიაწოდონ. “მივესალმებით პარლამენტის წევრების მზაობას, შესაბამის კომიტეტებში მოსმენილ იქნას ინფორმაცია 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანსაქციებთან დაკავშირებით. მზად ვართ, დეპუტატებისთვის ხელსაყრელ დროს მივიღოთ მონაწილეობა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაში,”- აღნიშნულია განცხადებაში.

“იურიდიულმა კომიტეტმა პირდაპირ ეთერში საკუთარი რეპუტაცია ააორთქლა” – ლევან გოგიჩაიშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ამომრჩევლის დაკვეთა გადახაზა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ინტერესით მოიქცა. აღნიშნული შესახებ გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „გუშინ უნიკალური შემთხვევა მოხდა. ადამიანები, რომლებიც ხმალამოღებით ამბობდნენ, რომ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, თავი შეიკავეს. თუ გჯერა შენი სიმართლის, ეს თავშეკავებულობა უკვე ახალი მიმდინარეობაა. როდესაც არ შეგიძლია პოზიციის დაფიქსირება, თავს […]

კობა დავითაშვილი მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრის

კობა დავითაშვილი მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში იყრის კენჭს. ამის შესახებ მან მედიაცენტრში “მთავარი” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც დავითაშვილმა “ნეტგაზეთს” პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ განუცხადა, არჩევნებში დამოუკიდებლად იყრის კენჭს, თუმცა მისი ამოცანა “კონსერვატიული პოლიტიკური ძალის ფორმირება” იქნება. “დამოუკიდებლად ვიყრი კენჭს, თუმცა ჩემი ამოცანა იქნება კონსერვატიული ძალის ფორმირება, რომ 2020 წელს ქართულ საზოგადოებას აღარ ჰქონდეს არჩევანი ცუდსა და უარესს […]

ნიკა მელია: „ხაზარაძე და ჯაფარიძე ყოველდღე უნდა ელოდონ დაპატიმრებას“

„თიბისი ბანკის“ საქმე – გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძე და აბდრი ჯაფარიძე დააკავონ. მელიას თქმით, ივანიშვილის ერთადერთი მიზანი ბანკის ხელში ჩაგდებაა. მისი სურვილია ასევე ანაკლიის პროექტის ჩაშლა: „ადამიანი, პრაქტიკულად, ძებნაზე დასვეს, ფულის გამთეთრებლად გამოაცხადეს, ობიექტური ვარაუდი არსებობს,რომ 600 მილიონი დოლარის გამოყოფის სურვილი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს აღარ გაუჩნდება, […]