ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ? – ასე მიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, გარდაცვლილი ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ. ბაჩანა შენგელიამ კომიტეტის სხდომაზე საგამოძიებო უწყებებს და განათლების მინისტრს მისი დედის გარდაცვალების საკითხით დაინტერესებისკენ და მორალური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა. „ამ სხდომამდე მე იმედი მქონდა, რომ […]
კატეგორია: პოლიტიკა
ნინო ზამბახიძე პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა – ვიდეო
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე თეთრ სახლში ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივის გახსნას დაესწრო. ხელმოწერის ცერემონიაზე ნინო ზამბახიძემ პრეზიდენტ ტრამპსა და დამსწრე საზოგადოებას უამბო, როგორ შეცვალა აშშ-ის მთავრობის გრანტმა მისი ცხოვრება. სულ 2 კვირის წინ ნინო ზამბახიძემ განაცხადა, რომ გაუსაძლისი ვითარების გამო იძულებულია, საკუთარი ფერმერული მეურნეობა გაყიდოს. ამასთან დაკავშირებით ფეისბუქში გიორგი გიგანი წერს: “მხოლოდ […]
ანა დოლიძე – „იუსტიციის საბჭოს წევრებისგან თავდასხმებს ველოდები – სასამართლოს ყველა ნეგატივი მარიონეტ კობახიძეზე აისახება”
5 თებერვალს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ სასამართლოს თემაზე ვრცელი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ყველა ის ადამიანი, არასამთავრობო სექტორი თუ პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან არის გაიგივებული, ვინც სისტემის გაჯანსაღებისთვის იბრძვის და სასამართლო სისტემაში კლანზე საუბრობს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს განცხადებები ნაცმოძრაობის ნარატივს წარმოადგენს. რას ნიშნავს ეს განცხადება, ბრძოლის რა გზას აირჩევენ და ელოდება თუ არა, რომ ყველაფერი გაკეთდება […]
რამაზ საყვარელიძე – “სააკაშვილი თუ ჩამოვა და ციხეში ჩაჯდება, ეროვნული გმირი გახდება”
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის მიერ გაზაფხულზე დაანონსებულ აქციებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, ნაციონალური მოძრაობა გაზაფხულზე აქციებს აანონსებს. სააკაშვილი იმუქრება, რომ ემიგრანტებთან ერთად ჩამოვა, რასაც პარლამენტის თავჯდომარემ კობახიძემ უპასუხა, რომ სააკაშვილს რეფორმირებული პენიტენციური სისტემა დახვდება. შეიძლება გაზაფხულზე ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დაიძაბოს? – ყველაფერი დამოკიდებულია ხალხის განწყობაზე და მათ რაოდენობაზე. როდესაც ნაციონალურ მოძრაობას […]
“ქართული ოცნების” ვაკის ოფისიდან 60.000 ლარამდე გაიტაცეს
მმართველი პარტია საგულდაგულოდ მალავდა ვაკის შტაბიდან ფულის მოპარვის ამბავს. ფულის მოპარვა “ოცნებამ” მხოლოდ რამდენიმე დღის წინ აღიარა. შსს-მ დამნაშავეებიც დაიჭირა. ფული, რომელიც “ოცნების” წევრებმავე მოიპარეს, “ოცნების” კოორდინატორებისთვის იყო განკუთვნილი. კოორდინატორებმა არჩევნებზე ფულის მოპოვებისა და სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის მაგრად იბრძოლეს. ეს ნაბრძოლი ხალხი, ბუნებრივია, თავის ფულს ასე იოლად არ დათმობდა. როგორც თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა […]
ქუთაისის ვიცე-მერმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს პრეზიდენტი თბილისის მერს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს შეხვდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პირველ სამუშაო შეხვედრაზე კახა კალაძემსალომე ზურაბიშვილს 2019 წელს დედაქალაქში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გაააცნო. პრეზიდენტმა თბილისის მერს მათ განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრაზე საუბარი, ასევე, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს შეეხო. შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია დაესწრო.
ბახტაძემ გახარიას მოადგილედ ვლადიმერ ბორცვაძე დაუნიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა. ვლადიმერ ბორცვაძე დაიბადა 1982 წელს, ქალაქ გორში. 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით; ვლადიმერ ბორცვაძემ სამართალდაცვით სფეროში კარიერა 2006 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის სტაჟიორის პოზიციიდან დაიწყო; 2006 წლიდან 2007 წლამდე […]
სკანდალური ფარული ჩანაწერი გურჯაანის მერის კაბინეტიდან – არჩილ ხანდაშვილმა თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა
მორიგი სკანდალი – პოლიტიკური დევნა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშიამ“ გურჯაანის მერის სამუშაო კაბინეტში ჩაწერილი სკანდალური მასალა გაასაჯაროვა. ჩანაწერით ირკვევა, თუ როგორ აიძულებს არჩილ ხანდამაშვილი საკუთარ თანამშრომელს სამსახურიდან წასვლას, ამის მიზეზი კი პოლიტიკური შეხედულებებია. ჩანაწერში ისმის, რომ იზოლდა ხარაზიშვილი განმარტებებს სწორედ გურჯაანის მერისგან არჩილ ხანდამაშვილისგან ითხოვს. „რას გიშავებ იქნებ მითხრა?“-მიმართავს ჩანაწერში იზოლდა ხარაზიშვილი არჩილ […]
ირაკლი კობახიძეზე შესაძლოა, საქმე აღიძრას – „კაბელების საქმის“ ადვოკატი პროკურატურას მიმართავს
ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატი მთავარ პროკურორს მიმართავს და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქმეზე გაკეთებულ სკანდალურ განცხადებაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. როგორც “ნიუპოსტს” ლევან სამუშიამ განუცხადა, საქმის მასალებს გრიფი „საიდუმლო“ ედო და არავის ჰქონდა მისი გაცნობის უფლება. სამუშიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ ე.წ. კაბელების საქმეს თავიდანვე პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. „ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი […]










