ნინო ზამბახიძე პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა – ვიდეო

ნინო ზამბახიძე პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა - ვიდეოსაქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე თეთრ სახლში ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივის გახსნას დაესწრო.

ხელმოწერის ცერემონიაზე ნინო ზამბახიძემ პრეზიდენტ ტრამპსა და დამსწრე საზოგადოებას უამბო, როგორ შეცვალა აშშ-ის მთავრობის გრანტმა მისი ცხოვრება.

სულ 2 კვირის წინ ნინო ზამბახიძემ განაცხადა, რომ გაუსაძლისი ვითარების გამო იძულებულია, საკუთარი ფერმერული მეურნეობა გაყიდოს.

ამასთან დაკავშირებით ფეისბუქში გიორგი გიგანი წერს:

“მხოლოდ საქართველოში შეიძლება ადამიანს ერთ დღეს მთელი ცხოვრების ნაშრომზე ლამის ხელი ჩააქნევინო და ორ კვირაში ის ტრამპტთან ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოდიოდეს”

ჯერჯერობით, უცნობია, შეცვალა თუ არა ნინო ზამბახიძემ 2 კვირის წინ გამოცხადებული განცხადება.

https://www.facebook.com/usingeo/videos/301712673865298/