კატეგორია: პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი მივიდნენ

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინ გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი მივიდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, ისინი აპირებენ ყურადღება გაამახვილონ „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ გუშინდელ განცხადებაზე, რომელიც ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის და შეუთავსებელია საზოგადოების მოთხოვნასთან. ასევე ყურადღებას გაამახვილებენ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის ამოცანაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა. […]

თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად კახა ბუხრაძე დაინიშნა

თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. ამ თანამდებობაზე კახა ბუხრაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მანამდე, კახა ბუხრაძე ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსი იყო. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორისა და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობა აქამდე ვასილ პეტრიაშვილს ეკავა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელად დაინიშნა. კახა […]

„გედის გადაწყვეტილება გასაგებია იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში გუნდის შიგნით დაპირისპირება იყო“ – თამარ ჩუგოშვილი

ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მისთვის გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება გასაგებია და ის საკუთარ გადაწყვეტილებაში თავისუფალია. „გედის გადაწყვეტილება გასაგებია იმიტომ, რომ საკმაოდ დიდ ხნის განმავლობაში ხედავდით, რომ გუნდის შიგნით დაპირისპირება იყო,“ – ამბობს თამარ ჩუგოშვილი. გედევან ფოფხაძემ დღეს გააკეთა განცხადება რომ შესაძლოა “ქართული ოცნების” რიგები დატოვოს.

“თუ ვინმეს უნდა უმრავლესობის დატოვება კარი ღიაა და შეუძლია დატოვოს” – კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდიბანი კახა კალაძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გედევან ფოფხაძის შესაძლო წასვლას ეხმაურება. მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პროტესტისა და უკმაყოფილების გრძნობა, შეუძლიათ წავიდნენ. “თუ ვინმეს უნდა უმრავლესობის დატოვება კარი ღიაა და შეუძლია დატოვოს” – ამბობს პარტიის გენერალური მდივანი, თუმცა არ ამბობს კონკრეტულად ვის გულისხმობს.

“ საქართველო არის ივანიშვილის და სააკაშვილის ხაფანგში”

„ამერიკის ხმის” ქართული ბიურო ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორის მარკ ბერენტის განცხადებას ავრცელებს: “მართლა მგონია, რომ საქართველო არის ამ ორი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის ხაფანგში, ეს ხელს უშლის პოლიტიკის განვითარებას უფრო სტაბილური და ნორმალური გზით”. მეტრონომე.გე

რუსმა ოკუპანტებმა ნიქოზიდან მღვდელი დავით დურგლიშვილი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზიდან ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მოძღვარი, მამა დავით დურგლიშვილი გაიტაცეს. სასულიერო პირი ე.წ მესაზღვრეებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც მამა დავითი გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა. მასთან ერთად მყოგებმა გაქცევა შეძლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სასულიერო პირი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია. […]

“ასეთი ტიპის ბრალდებები უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა და დისონანსი შემოაქვს გუნდში” -“ოცნების” ე.წ. ახლების გუნდი ბესელიას წინააღმდეგ

“ქართული ოცნების” ე.წ. ახლების გუნდში აცხადებენ, რომ უნდა დადგინდეს ვინ იყო ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ინიციატორი და პირველწყარო. რაც შეეხება ეკა ბესელიას მინიშნებებს, რომ კადრები შესაძლოა გავრცელებული ყოფილიყო მოსამართლეების მხრიდან ან “ნაციონალური მოძრაობიდან” “ქართულ ოცნებაში” პორტირებული პირებისგან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად აფასებს. „ასეთი ტიპის „ბრალდებები“ არის […]

ლევან ხაბეიშვილმა ვაკის გამგეობაში პატრული გამოიძახა

საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ვაკის რაიონის გამგებლის ნოდარ ტურძელაძისგან იმ დოკუმენტაციის გადაცემას ითხოვს, რომლითაც ნათელი გახდება თუ რის საფუძველზე გაიცა „სოციალური მიზნით გათვალისწინებული თანხები „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისთვის“. ლევან ხაბეიშვილის თქმით, რადგან მას გამგებელი არ აძლევს დოკუმენტაციის გაცნობის უფლებას, იძულებული გახდა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახოს. „გამგებელმა საბიუჯეტო სახსრები გამოიყენა „ქართული ოცნების“ კოორდინატორების დასახმარებლად. ეს დასტურდება კონკრეტული დოკუმენტაციით. […]

“კახა კალაძე ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს გაემიჯნა”

რას აკეთებდა ზარდიაშვილი სკვერში მოსამართლეებთან ერთად, რა თქვა კალაძემ კობახიძეზე, ვისთან ერთად ქმნის “ოცნების” ძველი გვარდია ალიანსს, ვინ ავრცელებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. ლადო სადღობელაშვილი: – ის, რაც ქვეყანაში ხდება, უკვე არანაირ ჩარჩოებში აღარ ჯდება. ოპონენტის წინააღმდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას არანაირი გამართლება არ […]

“ირაკლი ღარიბაშვილს ის ფარული ჩანაწერები არ უნდა გაენადგურებინა”

იურისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში უკანონოდ გაკეთებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბრობს. – ბატონო ლევან, უკანონო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შსს-მ 17 პირი დააკავა. კვალი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტამდე მიდის. ხელისუფლებამ შეიძლება თითი სწორედ ნაციონალური მოძრაობისკენ გაიშვიროს და მათ ის კასრები შეახსენოს? – ეს არის დანაშაული, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ერთიანად ანგრევს. ამ შემთხვევაში ყველა ერთად […]