სკანდალური ფარული ჩანაწერი გურჯაანის მერის კაბინეტიდან – არჩილ ხანდაშვილმა თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა

სკანდალური ფარული ჩანაწერი გურჯაანის მერის კაბინეტიდან - არჩილ ხანდაშვილმა თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლამორიგი სკანდალი – პოლიტიკური დევნა გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშიამ“ გურჯაანის მერის სამუშაო კაბინეტში ჩაწერილი სკანდალური მასალა გაასაჯაროვა.

ჩანაწერით ირკვევა, თუ როგორ აიძულებს არჩილ ხანდამაშვილი საკუთარ თანამშრომელს სამსახურიდან წასვლას, ამის მიზეზი კი პოლიტიკური შეხედულებებია.

ჩანაწერში ისმის, რომ იზოლდა ხარაზიშვილი განმარტებებს სწორედ გურჯაანის მერისგან არჩილ ხანდამაშვილისგან ითხოვს.

„რას გიშავებ იქნებ მითხრა?“-მიმართავს ჩანაწერში იზოლდა ხარაზიშვილი არჩილ ხანდამაშვილს, რომელიც მას პასუხობს, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის” შეკრებებზე დადის.

„ნაციონალური მოძრაობის” შეკრებებზე დადიხარ და დედას გვაგინებ და მეტი რაღა უნდა უნდა დამიშაო. „ქართული ოცნების“ წევრი ვარ, კბილებით დავიცავ ჩემს პოზიციას,“-განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.