კატეგორია: პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – “სააკაშვილზე პარლამენტში კომისიის შექმნას შეიძლება მხარი დავუჭიროთ”

ირაკლი კობახიძე - "მილიონზე მეტ ხმას მივიღებთ ამ არჩევნებში"

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წინააღმდეგი არაა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კომისიის შექმნა შესაძლოა, კარგიც იყოს, რადგან ის დაადგენს, რომ სააკაშვილის მიმართ „არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“. „შეიძლება პირადად მე ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ ვყოფილიყავი. როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ასეთი […]

ლონდა თოლორაია – “პრეზიდენტის ვეტოს დიდი იმედი მაქვს”

ლონდა თოლორაია - "პრეზიდენტის ვეტოს დიდი იმედი მაქვს"

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, აშშ-ის საელჩოს მკაცრ განცხადებას ეხმაურება. ფორმულასთან სატელეფონო საუბარში თოლორაია ამბობს, რომ საელჩო აგრძელებს კრიტიკის იმ ხაზს, რაზეც თავად აკეთებდა აქცენტს – რატომ მოხდა ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და ჩანაცვლება ასე სწრაფად, გამჭვირვალობისა და ღრმა ანალიზის გარეშე, რომ ეს არის ძირის გამოთხრა დემოკრატიისთვის და საზედამხედველო უწყების დასჯა განსხვავებული აზრის გამო. თოლორაიას თქმით, მას ახლა […]

გიორგი ჯანჯღავა – “საქართველო 3+3 პლატფორმის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს”

გიორგი ჯანჯღავა - "საქართველო 3+3 პლატფორმის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს"

საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას 3+3 პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილ მომავალ შეხვედრაში, რომელიც თურქეთში გაიმართება. ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას daily sabah-ი ავრცელებს. “საქართველო ნამდვილად არ დაესწრება 3+3 შეხვედრას“, – განუცხადა ჯანჯღავამ Daily Sabah-ს. გამოცემის თანახმად, გიორგი ჯანჯღავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო თურქეთსაც და აზერბაიჯანსაც „სტრატეგიულ პარტნიორებად“ მიიჩნევს, ხოლო სომხეთს „ისტორიულ და კარგ […]

აშშ-ის საელჩო – “ოცნებამ” ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას”

აშშ-ის საელჩომ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების გამო შეშფოთება გამოთქვა

გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით. „გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის […]

ჯანდაცვის მინისტრის ახალ მოადგილედ ილია ღუდუშაური დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრის ახალ მოადგილედ ილია ღუდუშაური დაინიშნა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, თანამშრომლებს ახალი მოადგილე ილია ღუდუშაური წარუდგინა. სამინისტროს ინფორმაციით, ილია ღუდუშაური მანამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო. 2017-2018 წლებში იკავებდა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც. უწყებაში განმარტავენ, რომ ახალი მოადგილე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. მის საკურატოროში შევა სამინისტროს სხვადასხვა საჯარო სამართლის […]

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური გადადგა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური გადადგა

“პირველი არხის” ინფორმაციით, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა. ის მინისტრის მოადგილის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა და დევნილების თემას კურირებდა. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკატერინე ტიკარაძემ გასული წლის დეკემბერში დატოვა. ის ზურაბ აზარაშვილმა შეცვალა. მთავარი

მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმი – რას ითხოვს ექსპრეზიდენტი 6 იანვრამდე

სააკაშვილი - "2 ოქტომბრის არჩევნებში საქართველოში ჩავალ, დაპატიმრების არ მეშინია"

პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე მოთხოვნას აყენებს და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში კვლავ აანონსებს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. სააკაშვილი ითხოვს აღუდგეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, ასევე, მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში ჩაერთონ ცენტრი „ემპათია“, კონსილიუმი და უცხოელ ექსპერტთა ჯგუფები. მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას პირობების შესრულების ვადას 6 იანვრამდე აძლევს.

“ივანიშვილი კობახიძესაც თამაშგარეთ დატოვებს” – გედი ფოფხაძე

"ივანიშვილი კობახიძის კლანს იმიტომ აძლიერებს, რომ მოიშოროს"

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პროცესებს საქართველოში ისევ ივანიშვილი მართავს. – კობახიძე ისეთივე ნომინალურია, ისეთივე მარიონეტია, როგორც ნებისმიერი სხვა “ქართულ ოცნებაში”. თუ კობახიძეც რაიმე ისეთს გააკეთებს, რაც  ივანიშვილს არ მოეწონება, თამაშგარეთ დარჩება. – თქვენ რას უკავშირებთ პარლამენტის თავმჯდომარეების ასე ხშირ ცვლილებას? თუ ივანიშვილის ერთგულებაზეა საუბარი, ყველა ერთგული იყო.  – […]

სააკაშვილის თხოვნით, ნაციონალებმა შიმშილობა შეწყვიტეს

სააკაშვილის თხოვნით, ნაციონალებმა შიმშილობა შეწყვიტეს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მყოფი მოშიმშილეები მოინახულა და მათ მესამე პრეზიდენტის გზავნილი გააცნო. მიხეილ სააკაშვილმა თხოვნით მიმართა მოშიმშილეებს, რომ იგი თავად მიმართავს შიმშილობას, თუკი ისინი არ შეწყვეტენ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის თხოვნას ითვალისწინებენ და შიმშილობას წყვეტენ, თუმცა ამავე დროს, ბრძოლის ახალ […]

“შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა!” – სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვა

სალომე ზურაბიშვილი - „კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან... დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა“

“…უკიდეგანო შური და ბოღმა, სიძულვილი და დაპირისპირება, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლემჭვრეტელი ხედვა, სამაგიეროდ, გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები! ამ დღეებში ჩემი მთელი ძალისხმევა და რასაც მომავალ წელსაც გავაგრძელებ (და სანამ ამ თანამდებობაზე ვიქნები, რამეთუ ამ თანამდებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ვარ) მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზა თუ გზები მოვნახოთ. მოვახერხოთ ის, რომ […]