კატეგორია: პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე – “სალომე ზურაბიშვილს შეუძლია “ოცნების” სერიოზული თავის ტკივილი გახდეს”

ნინო ბურჯანაძე - "სალომე ზურაბიშვილს შეუძლია "ოცნების" სერიოზული თავის ტკივილი გახდეს"

“ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ პრეზიდენტს კარგად ესმის, რომ ახლა გაჩუმება  წარმოუდგენელია. – მას აქვს გარკვეული ბერკეტები და იმედი მინდა ვიქონიო, რომ ის ამ ბერკეტებსა და მექანიზმებს გამოიყენებს. – ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას ვეტო თუ დაადო, ამ ვეტოს დაძლევენ. ეს იქნება მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი თუ უფრო მეტი? […]

მამუკა გამყრელიძე – “ჩემთვის გამოცანაა, რატომ გააქრეს კახა კუჭავა პოლიტიკიდან”

"გახარია მე-2 ტურში რომ ვერ გავიდეს, მისთვის დიდი დარტყმა იქნება" - მამუკა გამყრელიძე

ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კახა კუჭავას საერთოდ პოლიტიკიდან გაშვება მისთვის გამოცანაა. – იმედი მქონდა, რომ კუჭავას სხვა, უფრო ცოტა სერიოზულ პოზიციაზე ვიხილავდით, რადგან მომავალში ევროპასთან, ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ზომიერი პოლიტიკოსი იქნებოდა პრემიერის სავარძელში. – ბევრი პროგნოზირებდა კუჭავას პრემიერობას, თუმცა ამ გადმოსახედიდან ეს აღარ ჩანს. – დიახ, ნამდვილად არ ჩანს. ახლა […]

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საახალწლოდ 14 მსჯავრდებული შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილი - "მზად ვარ, ეროვნული თანხმობის პროცესი დავიწყო"

საქართველოს პრეზიდენტმა 14 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 9 მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 1 მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელი, დარჩენილი 4 მსჯავრდებული შეწყალებულ იქნა სხვადასხვა სახის სასჯელისაგან, როგორიცაა პირობითი სასჯელის შემდგომი მოხდა, პირობითი სასჯელის ვადის შემცირება, შინაპატიმრობის სასჯელისგან გათავისუფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვისგან გათავისუფლება. შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა 2021 წლის […]

ლონდა თოლორაია – “იმედია, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების კანონს”

ლონდა თოლორაია - "იმედია, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების კანონს"

იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და დაადებს ვეტოს ამ ყველაზე არაევროპულ კანონს, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სამართლებრივი ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. „ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა. მინდა, მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და მე ვიტოვებ იმედს, რომ იგი გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და […]

სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. მათივე განმარტებით, პენიტენციური სამსახურის მანქანები რუსთავის ციხის ტერიტორიაზე გვიან ღამით შევიდნენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი შალვა პაპუაშვილი 88 ხმით აირჩიეს. მისი არჩევის წინააღმდეგ პარლამენტის ერთმა წევრმა მისცა ხმა. კენჭისყრამდე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტს ტრიბუნიდან სიტყვით მიმართა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ამის შემდეგ იყო პარლამენტის წევრების სიტყვით გამოსვლები. შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე თავმჯდომარეა.

კახა კალაძე: „დეზერტირების ბაზარში“ გარდაცვლილი პიროვნება არ იყო უსახლკარო, მას სახელმწიფოსგან მიღებული ჰქონდა ბინა“

"ბოდიში, რომ რაღაც დაგაკელით" - კალაძე მეორე ტურისთვის მზადაა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ, ე.წ. დეზერტირების ბაზარში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილი პიროვნება უსახლკარო არ ყოფილა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, გარდაცვლილ პიროვნებას არ ჰქონდა სახლი და ღამეს ღია ცის ქვეშ ათევდა. „ძალიან სამწუხარო ფაქტის მოწმენი გავხდით რამდენიმე დღის წინ. „დეზერტირების ბაზარში“ გარდაცვლილი […]

ნიკა მელია – „გიგა ბოკერია უსინდისო ყოფილა “

ნიკა მელია - „გიგა ბოკერია უსინდისო ყოფილა “

ნიკა მელიამ „ტვ პირველზე” გიგა ბოკერიას უსინდისო უწოდა. “ენმ”-ის თავმჯდომარის გაღიზიანება ბოკერიას განცხადებამ გამოიწვია, სადაც ის ამბობს, რომ მელიამ შიმშილობით გაიხანგრძლივა ლიდერობა. „ვინ იგულისხმა გიგა ბოკერიამ ლიდერში, თუ ასე თქვა ასე გაიხანგრძლივაო უსინდისო ყოფილა. სადმე თუ მექნება შესაძლებლობა უნდა მოისმინოს პირადადაც, თუ ეს მართლა აქვს მას ნათქვამი. ადამიანები ცდილობენ რაღაც ნიშის მოძებნას ოღონდ ეთერში მოხვდნენ.” […]

ანა ჯანიაშვილი – “სააკაშვილმა გორის ჰოსპიტალში გონება დაკარგა”

ანა ჯანიაშვილი - "სააკაშვილმა გორის ჰოსპიტალში გონება დაკარგა"

სახალხო დამცველის წარმომადგენლის ანა ჯანიაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას უთხრა, რომ მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა იგეგმებოდა, რის გამოც სააკაშვილმა გონება დაკარგა და პროცესი შეჩერდა. როგორც მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, ჯერჯერობით, უცნობია მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტლიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის პროცესი განახლდება თუ არა. „მე დღეს მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი. მან მომაწოდა ინფორმაცია, რომ საღამოს საათებში მასთან […]

სალომე ზურაბიშვილი – “როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, მიუღებელია “ოცნების” მიერ ლონდა თოლორაიას მიმართ ასეთი მოპყრობა!”

სალომე ზურაბიშვილი - "მზად ვარ, ეროვნული თანხმობის პროცესი დავიწყო"

მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა!- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც პრეზიდენტი ამბობს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ უწყებაში დასაქმებული 114 -ვე თანამშრომლისთვის, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორისათვის სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად. „მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი […]