კატეგორია: პოლიტიკა

ე.წ. დეპორტირებულების საქმე – რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აღსრულების პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მე-4 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევის შესაბამისად, დაზარალებულად ცნობილ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 2 ათასი […]

„წინასწარი მონაცემებით, ეს არის მხუთავი აირით, CO-თი გარდაცვალება“ – დავით სერგეენკო

ტრაგედია ქეთევან წამებულის ქუჩაზე – 7 ადამიანის გარდაცვალების ფაქტს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა. მისი თქმით, ტრაგიკული შედეგის მიზეზი სავარუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვება გახდა: „ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაცვლილია 7 ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, ეს არის მხუთავი აირით, CO-თი გარდაცვალება. რაც შეეხება სხვა დეტალებს, ადგილზე უკვე […]

საპატრულო პოლიციის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა

საპატრულო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა. მიხეილ დილიმაშვილი აქამდე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. შეგახსენებთ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თემურ კუპატაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა. მან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

მამუკა გამყრელიძე – “სააკაშვილს 10 მილიარდი საიდან აქვს, არ ვიცი”

რას აპირებს ოპოზიცია და რატომ გააქტიურდა სააკაშვილი? ამ საკითხებზე “ახალ თაობას” “ძალა ერთობაშია”-ს ერთ ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე ესაუბრება. – ბატონო მამუკა, დღეს ქვეყანაში ერთ-ერთ მტკივნეულ თემად იქცა მოსამართლეთა დანიშვნის წესი. რა ხდება რეალურად? – განსაკუთრებული არაფერი ხდება, ის, რაც ხდებოდა გასული 25 წლის განმავლობაში. საქართველოს ყველა ხელისუფლება ცდილობს ისე მოიწყოს ვითარება, რომ მაქსიმალურად დიდხანს […]

პაატა დავითაია – “ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის “ოცნება” დამნაშავეთა სამყაროს ხარკს უხდის”

მართალი კაცია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ლექსო ჭიკაიძე. მან ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ განაცხადა. რომ საქართველოში კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია. მინისტრობიდან მისი წასვლის შემდეგ კრიმინალი კიდევ უფრო გამოცოცხლდა, გასულ წელს კი კრიმინალებმა სულ აიშვეს. “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია კრიმინალის არნახულ მატებას საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს. რა კავშირშია კრიმინალის მატება არჩევნებთან, რა ხარკს იხდის ხელისუფლება, რა […]

„მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის“ – ოპოზიცია საინიციატივო ჯგუფს ქმნის

ოპოზიციური პარტიების შეხვედრა „თბილისი მერიოტში დასრულდა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ მილიონზე მეტი ხმის შეგროვებაზე, იმისათვის რომ მოხდეს საარჩევნო სისტემის ცვლილება.როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, საქართველოს კონსტიტუცია არანაკლებ 200 ათას ამომრჩეველს ანიჭებს უფლებას, განახორციელოს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება. ფართო ოპოზიციური სპექტრი შეთანხმდა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული წესით მიმართონ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მოთხოვნით, დაარეგისტრიროს კონსტიტუციის გადასინჯვის […]

გია ხუხაშვილი – “ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველას ვალში ჩავარდა”

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო გია, ბიძინა ივანიშვილთან გამართული ორდღიანი შეხვედრის შემდეგ ელოდით მოვლენების ასე დასრულებას? – “ქართული ოცნება” ერთი კაცია. იქ არავის აქვს საკუთარი თამაშის დაწყების პოლიტიკური კაპიტალი. კომფორტის ზონიდან გამოსვლა არც არავის უნდა. დამოუკიდებლად რა უნდა აკეთონ?! ერთი პრემიერი, მეორე პრემიერი, ახლა დეპუტატები ვის რაში სჭირდება?! […]

მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენდირექტორი მამუკა კობახიძე გადადგა

მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. მამუკა კობახიძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიაშიც ადასტურებენ. კობახიძე „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გენერალური დირექტორის თანამდებობასაც იკავებს და საკრებულოს ოპოზიცია მის გადადგომას რამდენიმე დღეა, მოითხოვს. არსებული ინფორმაციით, კობახიძემ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. ნიუპოსტი

საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ თანამდებობა დატოვა

საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე თანამდებობიდან გადადგა. მან განცხადება დღეს დაწერა. როგორც „ნიუპოსტს“ შს სამინისტროს პრესსსამსახურში განუცხადეს, კუპატაძე საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ ინიშნება. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს კუპატაძე 2017 წლის 23 ნოემბრიდან იკავებს.

ეკა ბესელია: ”მე კიდევ ერთხელ შევეხე შიშველ სადენებს და უკან არ დავიხევ ამ ბრძოლაში”

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია Facebook-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს. „გადავწყვიტე მოგმართოთ პირდაპირ, ღიად და შეუფერადებელი ემოციით.პირველი მივმართავ იმას, ვინც დგას მორალური ტერორის უკან –ისიც ამ საზოგადოების ნაწილია და მინდა ვუთხრა – მიზანს ვერ მიაღწიე!ვერ შეძლებ ჩემს გაჩერებას, გაჩუმებას , გაუჩინარებას! ვერ შეძლებ ! ჩემში გააღვიძე ახალი ეკა , რომელსაც უფრო […]